ბუნებრივი ღვინის ფესტივალი Zero Compromise 2019

თბილისში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი “ZERO COMPROMISE” მიმდინარეობს. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია “ბუნებრივი ღვინო”, ხოლო მხარდამჭერი სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო. ფესტივალში მონაწილეობს 70-მდე ადგილობრივი მარანი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები.

ფესტივალის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარებაა.

ფესტივალს, რომელიც ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე იმართება, ესწრებიან იმპორტიორები, ღვინის მწერლები და ჟურნალისტები, იტალიიდან იაპონიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, ნიდერლანდებიდან, კანადიდან, სულ მსოფლიოს 13 ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ საქართველოში.

ასეთ ფესტივალი  ადგილობრივ მარნებს საშუალებას აძლევს  პოტენციურ მყიდველებს თავიანთი ღვინოები გააცნონ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მარნებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში საერთაშორისო გამოფენებში ვერ მონაწილეობენ.