თებერვლის ბოლოს ფქვილის ფასი შეიძლება 2 ლარით გაიზარდოს

„თებერვლის ბოლოს ფქვილის ფასი შეიძლება კიდევ 2 ლარით გაიზარდოს,“ —  ამის შესახებ  წისქვილკომბინატის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.

„ხორბლის ფასის გაძვირების ტენდენცია კვლავ არის, თუმცა  არა ისეთი, როგორიც ახალი წლის წინა დღეებში იყო. ფქვილის ფასი თებერვლის ბოლოს ძალიან მინიმალურად, 1-2 ლარით გაიზრდება და პურის ფასზე ამ ეტაპზე არ აისახება,“_  განაცხადა ლევან სილაგავამ.

ახალი წლის წინა დღეებში, ფქვილის ფასი 38 ლარიდან 49 ლარამდე გაიზარდა ი გახდა,  რამაც პურის ფასის 5-10 თეთრამდე გაძვირება გამოიწვია.

მაშინ პურის გაძვირების სხვადასხვა მიზეზები სახელდება, მათ შორისაა, ხორბლის ფასის ზრდა რუსეთში, ქსელური მარკეტების კონკურენცია, სადისტრიბუციო კომპანიების გაზრდილი ფასები, რომელიც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება.

„შემდეგი პროგნოზის გაკეთება მარტის თვეში იქნება შესაძლებელი. მარტის შუა რიცხვებიდან ველოდებით ახალ ანალიტიკას, მოსავლების ახალ მდგომარეობას, გადაიხედება მარაგების რაოდენობა და გამოიკვეთება ტენდენციები“ – განაცხადა სილაგავამ.

შეგახსენებთ, რომ თებერვლის ბოლოს კონკურენციის სააგენტო ინფორმაციის შეგროვებას დაასრულებს და პურის გაძვირების მიზეზების საბოლოო დასკვნას უახლოეს მომავალში დადებს.

ნინი ხიმშიაშვილი

წყარო: commersant.ge