თხილის ექსპორტიორებისთვის HACCP-ის სისტემის დანერგვა პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდა

საწარმო რომელიც გადამუშავებულ თხილს გულს ამუშვებს და საექსპორტოდ გატანას გეგმავს ვალდებულია 2018 წლის პირველი იანვრიდან საფრთხის ანალიზისა და კონტროლის (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points)  სისტემა დანერგოს. 

აღნიშნული ცვლილება თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტში 2017 წლის ივნისში შევიდა და 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ექსპორტისთვის განკუთვნილი გაუტეხავი თხილის (თხილი ნაჭუჭით), თხილის გულის და გადამუშავებული თხილის გულის, ტექნიკურ რეგლამენტთან ან დეკლარირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. 

საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP) სურსათის უვნებლობის საერთაშორისოდ აღიარებული მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.