თხილის იმპორტი და თხილის ბიზნესის ტენდენციები საქართველოში

საქართველო მიისწრაფის მსოფლიო კაკლის ბაზრის მსხვილი მოთამაშე გახდეს, ინტენსიურად აშენებს და  აფართოებს ნუშის, კაკლის, ფსტას, თხილის პლანტაციების ძალზე სწრაფი ტემპით აშენებს, მართალია ეს ბაღები სრულ მსხმოიარობას მოკლე ხანში ვერ დაიწყებს, მაგრამ მანამდე ვიდრე ეს მოხდება საქართველოში კაკლოვან კულტურათა ნაყოფის იმპორტი სწრაფი ტემპით იზრდება განაცხადა გაეროს სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი იარმაკმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე _ „თხილი საქართველოში, ეფექტიანობა, წარმოება და მარკეტინგი“.  

„2015 წელში საქართველოში 5 მილიონამდე დოლარის კაკლის იმპორტი განხორციელდა, თუმცა ბოლო სამ წელიწადში იმპორტი ექვსჯერ გაიზარდა და 30 მილიონ დოლარს მიაღწია. შიდა ბაზარზე მოთხოვნილების ასეთი ტემპით ზრდაც არ არის ცუდი და ეს შიდა მოთხოვნილების ზრდაზე მეტყველებს, რომ თანდათან იმპორტის საკუთარი ნაწარმით ჩანაცვლებაა შესაძლებელი“ _ განმარტავს  იარმაკი.  

ამასთან,  როგორც სპეციალისტები ამბობენ, საქართველოში კაკლოვანთა იმპორტის ძირითადად ფსტაზე და ნუშზეა დამოკიდებული, უფრო ნაკლები მოცულობით ხასიათდება ნიგვზის იმპორტი. ქართულ ბაზარზე ასევე გამოჩნდა მანამდე უცნობი კაკლის სახეობები: კეში და ბრაზილიური კაკალი. სხვა ქვეყნებში ამჟამად მოდური კაკალი მაკადემია საქართველოში ჯერ არ შემოუტანიათ.

ანდრეი იარმაკმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ კაკლოვანთა იმპორტის ზრდა გარკვეულწილად დამოკიდებულია აზიური ფაროსანასთან, რადგან თხილის უმეტესი პლანტაციები დაზიანდა, რამაც 2018 წელს ბოლო10 წლის განმავლობაში კაკლოვანთა საერთაშორისო სავაჭრო ბალანსი ყველაზე ცუდის იყო. მანამდე თხილის ექსპორტის მოცულობა 180 მილიონ დოლარს აღწევდა და ღვინის ექსპორტის შემდეგ ქვეყანაში მეორე პოზიცია ეკავა. 2018 წელს კი თხილის ექსპორტი 180 მილიონიდან 40 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 

2019 წლიდან ადგილობრივი სპეციალისტების აზრით თხილის პლანტაციებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, მოსავალიც უკეთესია, რამაც შეიძლება კვლავ გამოიწვიოს თხილის ექსპორტის ზრდა. ასევე უახლოეს წლებში ნაყოფის მოცემას დაიწყებს ნუშის, კაკლის და ფსტას ახალი საწარმოო ბაღები, რაც ამ პროდუქციის იმპორტის შემცირებას გამოიწვევს, მიაჩნიათ ანალიტიკოსებს.

წყარო: EastFruit