თხის ფერმა „ციკას“ ბოთლში ჩამოსხმული ეკოლოგიურად სუფთა რძე სოფელ მენჯიდან
თხის ფერმა სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს. ფერმა განლაგებულია 60 ჰა მიწის ფართობზე, სადაც თხები დაცულ, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ბინადრობენ.
ფერმაში ძირითადად ადგილობრივი მეგრული ჯიშის თხები ჰყავთ, თუმცა აქ ზაანურ და ალპური ჯიშის თხებსაც აშენებენ.
თხის ფერმა „ციკა“ თანამედროვე სტანდარტებით გამართული სასოფლო-სამეურნეო საწარმოა, სადაც ცხოველებისთვის კომფორტული გარემოა შექმნილი, რაც ჰიგიენით იწყება და რეგულარული ვეტერინარული კონტროლით სრულდება.
ჯანსაღი გარემო, თანამდროვე ტექნოლოგიებით და ადგილობრივ ბაზაზე, ეკოლოგიურ გარემოში დამზადებული საკვები, „ციკას“ პროდუქციის მაღალ ხარისხს და უვნებლობას უზრუნველყოფს.
მნიშვნელოვანია, რომ თხები მთლიანად ადგილზე დამზადებული ბუნებრივი საკვებით იკვებებიან.
კომპანია მუდმივად ზრუნავს ფერმის განვითარებაზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ ფერმაში მონტაჟდება მსოფლიო ლიდერის, შვედური კომპანია DeLaval-ის საწველი ხაზი, რაც ერთის მხრივ უზრუნველყოფს თხების კომფორტულ მოვლას და მოწველილი რძის მაქსიმალურ უვნებლობას განაპირობებს.
კომპანია შპს “გეო-ინდუსტრია” სოფლის მეურნეობაში 2006 წლიდან საქმიანობს.
თხის ფერმის ბიზნესის და რძის პროდუქტების წარმოების სპეციფიკის შესწავლა 2014 წლიდან აქ, უცხოელი სპეციალისტების დახმარებით, აქტიურად მიმდინარეობდა.
საქმეში კარგად გარკვევის შემდეგ, კომპანიამ 2017 წლიდან თხის ფერმის განვითარებაზე აქტიურად დაიწყო მუშაობა და დღეს თხის ფერმა „ციკა” უკვე მომხმარებელს, თანამედროვე სტანდატებით ბოთლებში ჩამოსხმულ, პასტერიზებულ ნატურალურ თხის რძეს სთავაზობს.
„ციკა“ ჯერ მხოლოდ თხის რძეს აწარმოებს, უახლოეს მომავალში მათი პროდუქციის ასორტიმენტს თხის მაწონი, კარაქი, ხაჭო და ყველიც შეემატება.
ბოთლებში დაფასოებული „ციკას“ თხის რძის და რძის პროდუქტების შეძენა კი უკვე თბილისში, „აგროჰაბშიც” შეიძლება.
მიადევნეთ თვალი, თხის ფერმა „ციკა” უახლოეს მომავალში კიდევ ბევრ საინტერესო სიახლეს გპირდებათ.