„თხოთის ველის“ ნუშის ბაღი
შპს „თხოთის ველმა“ 10 ჰა-ზე ნუშის ბაღი გააშენა. ბაღი კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მდებარეობს. ბაღი „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ დახმარებით გაშენდა
ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 38,298 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 13,440 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 24.850 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში,საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 7,745 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 42,778,460 ლარს შეადგენს. აქედან, შიდა ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 1,973 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.