ტრაქტორების მწარმოებელი ფინური ვალტრა / VALTRA – 70 წლისაა!
სკანდინავიური დიზაინი, ფინური ხარისხი – ფინური ვალტრა ტრაქტორების ერთადერთი მწარმოებელია სკანდინავიაში!
2021 წელს ვალტრამ 70 წლის იუბილე აღნიშნა, თუმცა მისი ფესვები კიდევ უფრო შორი წარსულიდან მოდის!
ვალტრას დღევანდელი ტრაქტორების პირველი წინამორბედი მოდელი 30-40, 108 წლის წინათ, 1913 წელს იქნა წარმოებული ფინური და შვედური ერთობლივი ძალებით!
1951 წლიდან, ფინურმა ვალტრამ (მაშინდელმა ვალმეტმა / VALMET) სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების სერიული წარმოება დაიწყო. იმ დროისათვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობაში ცხენების და სხვა ცოცხალი გამწევი ძალის, მექანიზებული გამწევი ძალით ჩანაცვლება, აგრო სამუშაოების ხარისხის და სისწრაფის გაზრდა და მოსავლიანობის ამაღლება!
ვალტრას (იმ დროს ვალმეტის) პირველი სერიული ტრაქტორების სიმძლავრე, სულ რაღაც, 15-20 ცხენის ძალას შეადგენდა. მალევე ტრაქტორების სიმძლავრეები 75-80 ცხენის ძალამდე გაიზარდა. სერიული ტრაქტორების წარმატება და მათზე მოთხოვნა იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მალევე წარმოებული ტრაქტორების წლიურმა რაოდენობამ 2000 ერთეულს გადააჭარბა, რაც გასული საუკუნის 50-იანი წლებისთვის, სერიული სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების წარმოუდგენლად დიდი რაოდენობა იყო!
დღეისათვის ფინური ვალტრა აწარმოებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალფუნქციურ, თანამედროვე, კომფორტულ და დაბალი საექსპლოატაციო ხარჯების მქონე ტრაქტორებს, რომელთა სიმძლავრე 75 ც/ძ-დან 405-ც/ძალამდეა!
https://www.valtra.com/products.html
ფინური ვალტრა ტრაქტორების ერთადერთი მწარმოებელია მსოფლიოში, რომელიც ასევე აწარმოებს ორ საჭიან რევერსულ ტრაქტორებს (VALTRA TwinTrac reverse drive system).
https://www.valtra.com/products/about-valtra-tractors/twintrac.html
ვალტრას ორ საჭიანი რევერსული ტრაქტორების წარმოება ხდება ქარხნულად, ძირითად კონვეიერზევე, ყოველგვარი შემდგომი დამატებითი გადაკეთების, ან ინსტალაციების გარეშე. ვალტრას ორსაჭიანი რევერსული ტრაქტორების მრავალფუნქციურობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ერთ საჭიანი ტრაქტორების!
ვალტრას ორ საჭიანი რევერსული ტრაქტორი ფაქტიურად წარმოადგენს უნივერსალურ მრავალფუნქციურ სამუშაო მანქანას (VALTRA – YOUR WORKING MACHINE), რომელიც არა მარტო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის გამოიყენება, არამედ ასევე გამოიყენება საქალაქო-მუნიციპალური, საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლის (მათ შორის თოვლის წმენდის) და მშენებლობის, აეროდრომების მომსახურეობის, ლოჯისტიკური და სხვა მრავალი ტიპის სამუშაოებისთვის!
https://www.valtra.com/businesses-and-segments.html
ფინური ვალტრას ტრაქტორები გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, ექსპლოატაციის სიმარტივით და მაღალი წარმადობით, კომფორტულობით (გათვლილია ტრაქტორის ოპერატორის შრომის ნაყოფიერების ამაღლებაზე) და დაბალი საექსპლოატაციო ხარჯებით!
ვალტრას ტრაქტორებს ერთნაირი წარმატებით შეუძლია იმუშაოს ბრაზილიის თვალუწვდენელ ტრამალებზე პაპანაქება სიცხეში, ცენტრალური ევროპის მთაგორიან რეგიონებში და სკანდონავიური ზამთრის სუსხიან კლიმატურ პირობებში!
https://linksharing.samsungcloud.com/rO4evx8N12lv
საქართველოში, ტრაქტორების მწარმოებელ ფინურ კომპანია ვალტრას, წარმოადგენს კომპანია „მსოფლიო ტექნიკა”
Mob: +995 599290988