ტრაქტორებს და სხვა სასოფლო სამეურნეო ტექნიკას უნივერსალური რობოტი ჩაანაცვლებს
ბრიტანული კომპანიის რობოტს სოფლის მეურნეობის ტექნიკის ჩანაცვლება შეუძლია, რობოტი თანაბარი წარმატებით კრეჭს გაზონს, თესავს, იღებს მოსავალს, ამუშავებს ნიადაგს…
ბრიტანულმა კომპანიამ Small Robot Company ბრისტოლის უნივერსიტეტთან ერთად სოფლის მეურნეობის დარგისთვის უნივერსალური რობოტი შექმნა, რომელსაც სასოფლო სამეურნეო ტექნიკის და ინსტრუმენტების ჩანაცვლება შეუძლია. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ბოლო 30 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროში ხარჯები მუდმივად იზრდება. ფერმერებს სურთ ტექნოლოგიური პროგრესი, მაგრამ არ გააჩნიათ არც ტექნიკური ბაზა და არც ფული.
უნივერსალური რობოტი სახელად ჯეკი შთამბეჭდავი ზომისაა, მისი სიმაღლე 3 მეტრია, წონა კი 250 კილოგრამი. მას შეუძლია სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული სამუშაოს შესრულება: ბალახის გაკრეჭა, დათესვა, ნიადაგის დამუშავება, მოსავლის აღება. რობოტისათვის ხელოვნური ინტელექტის პროგრამა wilma შეიმუშავეს, რაც მას საშუალებას აძლევს მიწათმოქმედების სხვადასხვა ასპექტებში გაერკვეს, მაგალითად გაარჩიოს ხორბალი სხვა ნათესისგან.
Small Robot Company უნივერსალური რობოტის სერიულ წარმოებას და გაყიდვას 2021 წლიდან აპირებს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ფერმერებს რობოტის იჯარით ქირაობის სერვისსაც შესთავაზებს.
წყარო: popx.ge