ტრენინგი ფერმერებისთვის – “დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები”

 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ორგანიზებით ქ.რუსთავში ფერმერებისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე _  “დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიები”.ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ბოსტნეული კულტურების (კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, წიწაკა და სხვ.) მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობასა და სწავლებას, ცოდნის გაღრმავებას მავნებელ-დაავადებათა კონტროლისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, ინფორმაციის გადაცემას მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკაზე, სტრუქტურაზე და სხვა.

➤ ტრენინგს წარუძღვებიან ჰუნანის სოფლის მეურნეობის ჯგუფის ექსპერტები და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტები.
➤ ტრენინგი გაიმართება: 2-13 ოქტომბერი (რიგით მე-12 ტრენინგი)
➤ ტრენინგში მონაწილეობა უფასოა, მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასტუმროთი და კვებით.
➤ მონაწილეები ვალდებულნი არიან დაესწრონ ტრენინგის ყველა სესიას.
➤ დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!

აპლიკაციის მიღება გაგრძელდება 20 სექტემბრამდე!
აპლიკაციის შესავსებად მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1_3Q4CJtljeZgZncqwvN_4hTX-7KYw6TWeEPriFjW-zA/viewform?edit_requested=true

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.