წალენჯიხაში ჩაის კრეფის სეზონი გაიხსნა

წალენჯიხაში, ჩაის მწარმოებელ კომპანია „ლაზმა” ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო.

პირველ ეტაპზე მეჩაიეები უმაღლესი ხარისხის ჩაის კრეფენ. ერთ კილოგრამ ხარისხიან ჩაის ფოთოლში მეჩაიეებს კომპანია 10 ლარს უხდის.

წალენჯიხური მაღალხარისხიანი ჩაის ნედლეულისგან სპეციალური ტექნოლოგიით უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაი მზადდება და სარეალიზაციოდ ჩინეთში იგზავნება.

საინფორმაციო ცენტრი ჯიხა