ციტრუსის სეზონის შეფასება _ ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ციტრუსის სეზონის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ტიტე აროშიძესთან ერთად განიხილა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აჭარაში ნარინჯისფერი რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს;  ექსპორტირებულია 26 000 ტონა მანდარინი, რაც 6 000 ტონით აღემატება გასული წლის მონაცემს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე აჭარაში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნობრივ პროგრამებზე ც იმსჯელეს..

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ექსტენციის განვითარების და თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობის საკითხებს.