ცოდნა ძლიერი აქტივია მომგებიანი მეცხოველეობისთვის, მაგრამ შესაძლებელია თუ არა დარგის განვითარება სახელმწიფოს სერიოზული ჩარევის გარეშე?
საქართველოში ხორცისა და რძის პროდუქტების წარმოების არასტაბილურობა აგრარულ სექტორში მრავლად დაგროვილ პრობლემებზე მიუთითებს. სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9%-მდეა, ხოლო მის შექმნაში საქართველოს მოსახლეობის თითქმის 46% მონაწილეობს, ანუ გვაქვს სოფელი უმეტესწილად ღარიბი მოსახლეობით.
ყოველი მთავრობა განსაზღვრავს განვითარების თავის პრიორიტეტებს და დარგებს, რომელიც უნდა არსებობდეს და სჭირდება ქვეყანას. ზოგჯერ, იმის მიუხედავადაც კი აქვს თუ არა სათანადო პირობები. კარგი მაგალითია ისრაელი, რომელსაც აქვს მაღალგანვითარებული მეცხოველეობა, თუმც არ აქვს შესაბამისი პირობები.
აგრარული სექტორი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გარანტია, მეტიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანას არ მიუღწეივია ეკონომიკური წარმატებისთვის, სოფლის მეურნეობის განვითერების და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენის გარეშე.
თუ არ განვითარდა სოფელი თავისი ინფრასტუქტურით და არ გაჩნდა მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობა, არ განიტვირთა დედაქალაქი – და განვითარება არ გადანაწილდა რეგიონებში, გვექნება ქრონიკულად დოტაციაზე მყოფი მოსახლეობა, დაცარიელებული სოფლები. მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშე ეხლანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება, ძროხეულის რაოდენობა მოიკლებს და შესაბამისად შემცირდება სოფლად არსებული მცირე საოჯახო ფერმერული მეურნეობები, რომლებიც ქვეყნის აგრარული სექტორის ეკონომიკურ მდგრადობას განაპირობებს.
ხშირად ვსაუბრობთ ისრაელის, იტალიის, შვეიცარიის, ესტონეთის და ა.შ ქვეყნების მაგალითებზე, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს იმიტომ, რომ ეს ქვეყნები საკუთარმა ხალხმა განავითარა. საქართველოს ჩვენს ნაცვლად ვერავინ განავითარებს და, კერძოდ, აგრარული სექტორის განვითარებისათვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, სწორი პოლიტიკის შემუშავებ არის საჭირო, რაც პირველ რიგში სოფლის, როგორც საცხოვრისი ერთეულის განვითარებას, სოფლად ტექნოლოგიური ცოდნის შეტანას, ექსპორტზე ორიენტირებული პროდუქციის წარმოებას და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საჭიროა ხვალინდელ დღეზე რეალური ზრუნვა (ღარიბების მიღება ევროკავშირში გაჭირდება ან რას მოგვიტანს?).
სავალუტო პრობლემებიც ნაწილობრივ სოფლის სიღარიბიდან მოდის, ამიტომ ვილაპარაკოთ და ვიმსჯელოთ იმაზე თუ რატომ ვერ ვახერხებთ, აგერ უკვე 30-ე წელიწადია, საკუთარი ქვეყნის გამოკვებას?!
ჩვენ შეგვიძლია კარგი ტექნოლოგიები შევთავაზოთ მეცხოველეობის სექტორში დასაქმებულებს და ბევრიც ჩაებმება რძისა და ხორცის წარმოებაში, მაგრამ თუ არ გადაწყდა უფრო გლობალური საკითხი _ როგორ განვავითაროთ სოფელი, ყოველი ძალისხმევა უშედეგო იქნება.
ჩვენ სოფლეში მხოლოდ ერთეული ფერმერი კი არა, მთლიანად სოფელი უნდა განვავითაროდ.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას, მდიდარს, მაგრამ ჩვენივე უმოქმედობით გაღარიბებულს!