წყალმცენარეთა ექსტრაქტიდან წარმოებული სასუქების გამოყენების პერსპექტივა ორგანული (ბიო) პროდუქციის წარმოებაში

წყალმცენარეების ექსტრაქტების წარმოება და მათი გამოყენება სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად იზრდება. მაგალითისათვის _ 2011 წელს მხოლოდ ინდონეზიაში წარმოებულია 3 მლნ. ტონაზე მეტი, 2012 წლისთვის კი საერთო წარმოებამ 10 მლნ. ტონას გადააჭარბა. წყალმცენარეების ძირითადი მწარმოებელი ქვეყნებია _ ფილიპინები, ზელანდია, ინდონეზია, ვიეტნამი, ჩინეთი, იაპონია და სხვა აზიის ქვეყნები. მათი მარაგები უაღრესად დიდია მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში. შემუშავებულია მათი მოპოვების და გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიები.


წყალმცენარეების ექსტრაქტები ავლენენ ბიოლოგიური აქტივობის დიდ სპექტრს. ქიმიური ანალიზით დადასტურებულია, რომ ისინი შეიცავენ ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ მცენარის ზრდა-განვითარებას, ზრდიან მოსავლიანობას და იცავენ დაავადებებისა და მავნებლებისაგან. მათი გამოყენება წარმატებით შეიძლება ორგანული (ბიო) პროდუქციის წარმოებაში. კვლევებით დადასტურებულია, რომ წყალმცენარეთა ექსტრაქტების გამოყენებით მცენარეს უძლიერდება სტრესული ფაქტორებისადმი (ყინვა, გვალვა, გარემოს დაბინძურება) გამძლეობა. ასევე ნაკლებად ავადდებიან სოკოვანი დაავადებებით და უფრო დაცულია მავნებლებისაგან. ისინი ავლენენ ანტიმიკრობულ, ციტოტოქსიკურ და ანტივირუსულ აქტივობებს.

წყალმცენარეთა ექსტრაქტების მცენარეულ უჯრედზე მოქმედების მექანიზმი იმით აიხსნება, რომ ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პოლისაქარიდებს, შეუცვლელ ამინომჟავებს, ვიტამინებს, ფერმენტებს და ფიტოჰორმონებს (აუქსინი, ციტოქინონი, ჰიბერელინი). გარდა ორგანული ნაერთებისა შეიცავენ მინერალურ ნივთიერებებს, მ.შ. მარგანეცს, ცინკს, კალციუმს, რკინას, ბორს, იოდს, სელენს და სხვა. ამრიგად, წყალმცენარეების ორგანული ნაერთებითა და მინერალებით მდიდარი ექსტრაქტი ადვილად შეითვისება მცენარეული უჯრედის მიერ (როგორც ფოთლიდან, ასევე ფესვიდან) და ხელს უწყობს სასარგებლო ნივთიერებათა ცვლას მცენარეში. უკანასკნელი ასახვას პოულობს მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე.

დადგენილია წყალმცენარეების შემადგენელი ძირითადი კომპონენტების მოქმედების მექანიზმი მცენარის უჯრედში:

 ციტოქინონები — უჯრედის გაყოფის ზრდა;

 აუქსინები — უჯრედის ზრდა და ფესვთა სისტემის გაძლიერება;

 ჰიბერელინი — ნაყოფების ზომაში ზრდა;

 ბეტა იონები — სტრესისადმი გამძლეობა;

 ანტიოქსიდანტები — მემბრანის მთლიანობის დაცვა, ჯანმრთელი მცენარე;

 მანიტოლი და ალგინის მჟავა — ხელატური აგენტი;

 ლამინარინი — ბიოსტიმულატორი, ოლიგოშაქრების სუბსტრატი;

 ოლიგოშაქრები — იცავენ პათოგენებისაგან, აფერხებენ უჯრედის დაბერებას;

 ამინომჟავები — პეპტიდების და ცილების საშენი მასალა;

 პოლიამინები — ამაგრებენ უჯრედულ მემბრანას;

 მიკროელემენტები — მცენარის ზრდის აუცილებელი ელემენტები, ფერმენტების სინთეზი.

შპს „აგროვიტა პროდაქშენი“ მომხმარებელს თავაზობს წყალმცენარეების ექსტრაქტის ბაზაზე დამზადებულ ახალ ორგანულ-მინერალურ თხევად სასუქს, საფირმო სახელწოდებით „აგროვიტა სვ“.

სასუქის მახასიათებლები და მოხმარების ინსტრუქცია:

შემადგენლობა: წყალმცენარეების ექსტრაქტი — 10%, აზოტი (ნ) — 13,0-14,0%, ფოსფორი (ჵ) — 5,0-6,0%, კალიუმი (კ) — 7,0-8,0%,. შეიცავს წყალმცენარეების ექსტრაქტის ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთებს — ფიტოჰორმონებს (აუქსინი, ციტოქინონი, ჰიბერელინი), ფლავანოიდებს, ამინომჟავებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, ფერმენტებს და სხვა. დაბალანსებულია მიკროელემენტებით: მარგანეცი, ცინკი, კალციუმი, რკინა, ბორი, იოდი, სელენი და სხვა.

დანიშნულება: არის მცენარეთა ფოთლოვანი და წვეთოვანი კვების უნივერსალური პრეპარატი. გამოიყენება ყველა სახის მცენარეთა გამოკვებისათვის როგორც ღია გრუნტში, ასევე სასათბურე პირობებში.

რეკომენდაციები მოხმარების შესახებ:

სასუქი ხასიათდება 100%-იანი წყალში ხსნადობით. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე მცენარეთა დაცვის საშუალებებთან და სასუქებთან ერთ სამუშაო ხსნარში ნარევის სახით — 0,25-0,3% წყალხსნარი (2-3 ლიტ/ჰა);

მცენარის ვეგეტაციის მანძილზე რეკომენდებულია 3-4 ჯერადი გამოყენება.

შედეგები

აძლიერებს მცენარის იმუნურ სისტემას, იწვევს უჯრედის დამცავი ბიოლოგიური პროცესების გააქტიურებას; იცავს დაავადებებისაგან; აქვს ფუნგიციდური ეფექტი:

უზრუნველყოფს ყველა სახის მცენარის ზრდა — განვითარების სტიმულაციას და იწვევს მოსავლიანობის ზრდას, ნაყოფის მომწიფების დაჩქარებას, პროდუქციის ხარისხის და შეფერილობის გაუმჯობესებას;

ამცირებს მინერალური სასუქების და პესტიციდების ხარჯვის ნორმებს და გამოყენების ჯერადობას. წარმატებით გამოიყენება ეკოლოგიურად უსაფრთხო (ორგანული) პროდუქციის წარმოებაში.

სასუქი „აგროვიტა სვ“ თავსებადია მცენარეთა დაცვის სხვა საშუალებებთან.

უსაფრთხოება: ორგანულ-მინერალური სასუქი „აგროვიტა სვ“ მიეკუთვნება უსაფრთხოების მე-4 კლასს. გამორიცხულია ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების მძიმე ტოქსიკური მოწამვლა, არაალებადი და არაფეთქებადია, არ საჭიროებს ნარჩენი კონცენტრაციების განსაზღვრას გარემოში. სასუქის შენახვა შესაძლებელია სასაწყობო პირობებში. შენახვის ვადა 3 წელი.

ქრისტო კახნიაშვილი,

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შპს „აგროვიტა პროდაქშენის“ წარმოების მენეჯერი