უნდა იყოს თუ არა მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი უფრო მაღალი, ვიდრე დღეს არის?
საქართველოს ახლადდამტკიცებულმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საყურადღებო რამ ბრძანა, ყოველ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მსგავსი რამ აქამდე საჯაროდ არ უთქვამთ.
„დღეს სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია ჩვენი მოსახლეობის 50%, რა თქმა უნდა, ეს იწვევს მხოლოდ სიღარიბეს და ვერ იწვევს განვითარებას“, – განაცხადა ბახტაძემ.
არადა, აქამდე ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს სწორედ სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. ჯერ კიდევ ოპოზიციაში ყოფნის დროს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდის წარმომადგენლები სხვა უამრავ დაპირებასთან ერთად თითოეული სოფლის მილიონობით ლარით დახმარების და იქ მცხოვრებთა ხელშეწყობის პირობას დებდნენ. 2012 წლამდეც და მერეც არაერთი ე.წ. ექსპერტისგან თუ რიგითი ადამიანისგან გვსმენია, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს ტრადიციული მიმართულებაა და ხელისუფლების მხრიდან დარგის მიმართ არასათანადო ყურადღება ტრადიციის დაკარგვასთან ერთად ქვეყანას შემოსავალსაც აკარგვინებს.
სწორედ ამ ფონზე იყო საინტერესო ბახტაძის განცხადება – სოფლის მეურნეობაში მოსახლეობის ნახევრის საქმიანობა სიღარიბის მიზეზიაო. მოკლედ, თუ მართლა იმის თქმა უნდოდა, რაც თქვა და თუ აზრი არ შეიცვალა, ნამდვილად სწორს ამბობს ამ შემთხვევაში ახალი პრემიერ-მინისტრი.
მშპ-ის სტრუქტურა საქართველოში
რადგან სოფლის მეურნეობა დღესაც ბევრს მიაჩნია პრიორიტეტულ მიმართულებად და ეკონომიკის განვითარების რეცეპტად, ვნახოთ, როგორია აგრარული სფეროს წილი ქვეყნის მთელ ეკონომიკაში. „საქსტატის“ ბოლო კვარტალური მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

საინტერესოა მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები. საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგში პროდუქციის გამოშვება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტში სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს.
2016 წელს სოფლის მეურნეობის დარგის წილი მშპ-ში 8,9% იყო. წინა ათწლეულების შემთხვევაში, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, თუ 1989 წლამდე სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 24% იყო, 1991 წლიდან, როცა მრეწველობაც და ვაჭრობაც ლამის მთლიანად განადგურდა, სოფლის მეურნეობის წილმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის წილმა რეკორდულ მაჩვენებელს 1994 წელს მიაღწია და მთლიან ეკონომიკაში 65.86%-ს გადააჭარბა. მას შემდეგ სოფლის მეურნეობის წილმა შემცირება დაიწყო და 2004 წელს 17%-მდე ჩამოვიდა. 2008 წლის შემდეგ კი 8-9%-ის ფარგლებში მერყეობს.
ჩინეთი — 8.6%;
ჩეხეთი — 2.5%;
დანია — 0.9%;
ესტონეთი — 2.6%;
ფინეთი — 2.7%;
საფრანგეთი — 1.6%;
გერმანია — 0.6%;
ირლანდია — 1%;
იტალია — 2.1%;
ლუქსემბურგი — 0.3%;
ნიდერლანდები — 1.8%;
ნორვეგია — 2.4%;
კატარი — 0.2%;
საუდის არაბეთი — 2.7%;
ესპანეთი — 2.8%;
გაერთიანებული სამეფო — 0.6%.
საინტერესო უნდა იყოს ისრაელის მაგალითი. მთლიან ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მხოლოდ 2.3%-ია, თუმცა, ქვეყანა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და აღიარებული ლიდერი აგრარული ტექნოლოგიების დარგში.
საინტერესო მაგალითია საფრანგეთი, სადაც სოფლის მეურნეობა მთელი ეკონომიკის მხოლოდ 1.6%-ია, აგრარულ მიმართულებაში დასაქმებულთა რაოდენობა კი დაახლოებით 750 000 ადამიანია. საქართველოში აგრარულ სფეროში დასაქმებულად ითვლება 1.1 მილიონი ადამიანი. ანუ, 65-მილიონიან საფრანგეთში ბევრად ნაკლებია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, ვიდრე 4-მილიონიან საქართველოში. ამ დროს საფრანგეთი მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტში.
35%-ზე მეტი მოდის, უგანდაში მთელი მოსახლეობის 71%-ზე მეტია ჩაბმული და ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით ამდენივე, 71% მოდის აგრარულ სექტორზე… ღატაკი ქვეყნების სიის გაგრძელება კიდევ შეიძლება, თუმცა, ვფიქრობთ, თვალსაჩინოებისთვის ეს მაგალითებიც საკმარისია.
ასე რომ, როდესაც ვინმე იმის მტკიცებას დაიწყებს, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს სოფლის მეურნეობაში ჩაბმული, ან ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის წილი უნდა გაიზარდოსო, ან ეკონომიკის საკითხებში საერთოდ ვერ ერკვევა, ან, უბრალოდ, იტყუება.
თემურ იოსელიანი