უფხო შვრიელა


მრავალწლიანი, მაღლარი, კარგად გაფოთვლილი, ფესვურიანი, მარცვლეულია, საზამთრო-საგაზაფხულო ტიპისა 1-1,5მ-ის სიმაღლის, აქვს ფართოხაზიანი ფოთლები, საგველა ყვავილედი, ფუნჯაა ფესვთა სისტემა, მარცვლიანი ნაყოფი, ნიადაგში ფესვთა სისეტემა ივითარებს ერთ მეტრზე მეტ სიღრმეზე.

ახასიათებს კარგი ზამთარგამძლეობა და გვალვაგამძლეობა, მძიმე, თიხნარ ნიადაგებზე ცუდად იზრდება. ყველაზე მაღალ მოსავლიანობას აღწევს სიცოცხლის მეორე, მესამე წლებში. ერთ ადგილზე მოდის 8-12 წელს. იგი მოყავთ სათივედ, მწვანე საკვებად და ფართოდ გამოიყენება ხელოვნურ საძოვრების კომპონენტად.

უფხო შვრიელას ღირსებას წარმოადგენს მისი თესვა მრავალწლიან პარკოსან ბალახებთან ნარევში. სარწყავ პირობებში თივის მოსავალი შეიძლება 5-8 ტ-ჰა-ს შეადგენდეს. ყველა ცხოველის მიერ იგი კარგად იძოვება. ყვავილობის წინ გათიბული წელიწადში ორჯერ ითიბება. საძოვრებზე შეიძლება გაიძოვოს ოთხ-ოთხჯერ.

უფხო შვრიელა მრავალწლიან ბალახებთან (იონჯა-ესპარცეტი) ერთადერთ კომპონენტიან ბალახნარევში 1-ჰ-ზე 10-12 კილოგრამი ითესება, ორ კომპონენტიანში კი 6-8-კგ-ი. ხოლო სუფთა ნათესში კი 20-25-კგ-ი. ითესება ადრე გაზაფხულზე 3-4 სმ-ის სიღრმეზე. ჯიშებია: იუჟნო ურალსკაია, მაიაკი სვერდლოვსკი-38 და სხვ.

კოინდარი საქართველოში გვხვდება მრავალსათიბიანი, მაღალი და საძოვრის კოინდარი. მათი მსგავსების გამო განვიხილავთ მხოლოდ მრავალსათიბიან კოინდარს.

ნიადაგის დამუშავება. გაზაფხულზე თესვისათვის ნიადაგი უნდა მომზადდეს მზრალი სისტემის შესაბამისად წინამორბედი კულტურის აღებისთანავე, ნიადაგის დამუშავება უნდა ჩატარდეს შემჭიდროვებულ ვადებში.

თესვა

გამოკვლევებით დადგენილია, რომ ადრე შემოდგომით (15-20 სექტემბერი) დათესილი მრავალსათიბი კოინდარი წლის განმავლობაში ორ მოსავალს იძლევა. თესლის განსაკუთრებით მაღალი მოსავალი მიიღება სარგებლობის პირველ წელს. შედარებით მკაცრი ზამთრის პირობებში უკეთესია მრავალსათიბი კოინდარი გაზაფხულზე დაითესოს (10-25 აპრილი) როგორც სუფთად, ისე იონჯასთან და სამყურასთან ნარევში, საფარქვეშ და უსაფროდ.

მაღალყუათიანი, ცილებით და ნახშირწყლებით დაბალანსებული საკევბის მიღების მიზნით უპირატესობა უნდა მიეცეს ნარევში თესვას. საფარი კულტურის ქვეშ კოინდარი ითესება გაზაფხულზე, ხოლო საფარი კულტურა მისთვის დადგენილ ვადაში. თესვა უნდა ჩატარდეს საფარი კულტურის მწკრივების გარდი-გარდმო მიმართულებით.

როცა საფარ კულტურად გამოყენებულია შვრია ან საგაზაფხულო ქერი, ამ შემთხვევაში იგი ითესება საფარ კულტურასთან ერთად ერთ ვადაში, ჯერ საფარი კულტურა, შემდეგ კოინდარი.

სათივედ ან მწვანე საკვებად ბალახნარევი უნდა დაითესოს ჩვეულებრივ მწკრივად, ხოლო სამარცვლედ ფართო მწკრივად.

თესვის ნორმა

სუფთად თესვის დროს 18-30 კგ-ია, ნარევში 12-14 კგ-ჰა. ნიადაგში თესლის ჩათესვის სიღრმე 2-3 სმ-ია. თესვის შემდეგ ნიადაგი უნდა დაიტკეპნოს.

ნათესის მოვლა. აღმონაცენის მცირე დასარევლიანების შემთხევვაში საჭიროა ნათესის გამარგვლა, ძლიერ დასარევლიანების შემთხვევაში ნათესი ნაადრევად უნდა გაითიბოს და თივა დაუყოვნებლივ გაიტანოს მინდორიდან, შემდეგ კი გამოიკვებოს, დაიფარცხოს და საჭიროების შემთხვევაში მოირწყას.

მოსავლის აღება

ნარევში ნათესი კოინდარი უნდა გაითიბოს ყვავილობამდე – თავთავების ამოღების დასაწყისში. ბალახნარევი როგორც წესი ითიბება 6-8 სმ-ის სიმაღლეზე ნიადაგის ზედაპირიდან, ბოლო გათიბვა კი ტარდება 10-12 სმ-ის სიღრმეზე. განოყიერება. მრავალწლიანი პარკოსანის ბალახნარევში თესვის დროს მინერალური სასუქების ნორმები და შეტანის ვადები ისეთივეა, როგორც იონჯასა და ესპარცეტისათვის.