USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა კენკროვანი კულტურების დარგის განვითარების ხელშეწყობისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია საქართველოში კენკროვანი კულტურების ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა. გრანტები1 გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 31 იანვარი (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. „III ნ აწილი. ინფორმაცია განაცხადის წ არდგენის შე სახებ“) განაცხადის წარდგენის უფლებამოსილებისა და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თბილისსა და რეგიონებში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს შემდეგი განრიგით:

კახეთის მხარე

თელავი: 2018 წლის 17 დეკემბერი, 13:00 საათი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მცირე საკონფერენციო დარბაზი); მისამართი: ქართული ინივერსიტეტის № 1ю

იმერეთის მხარე

ქუთაისი: 2018 წლის 18 დეკემბერი, 13:00 საათი, იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრწეველი პალატა, მისამართი: რუსთაველის გამზირი №124.

სამეგრელო ზემო სვანეთის მხარე

ზუგდიდი: 2018 წლის 19 დეკემბერი, 13:00 საათი, შპს აგროსახლი (ფერმერთა მომსახურების ცენტრი), მისამართი:ფაიფურის დასახლება/მურმან დემურიას ქ. № 1.

გურიის მხარე

ოზურგეთი: 2018 წლის 20 დეკემბერი, 13:00 საათი, დემოკრატული ჩართულობის ცენტრი მისამართი: ჭაჭავაძის ქ. № 14.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ბათუმი: 2018 წლის 21 დეკემბერი, 11:00 საათი, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, მისამართი: ახმეტ მელაშვილის ქ № 26, მე-2 სართული.

თბილისი: 2018 წლის 24 დეკემბერი, 13:00 საათი, სასტუმრო კოსტე (საკონფერენციო დარბაზი), მისამართი: კოსტავას ქუჩა № 43/45.

საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. განმცხადებლებს ასევე შეუძლიათ კითხვების დასმა ელ.ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2019 წლის 15 იანვრამდე.

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პასუხი ყველა დასმულ კითხვაზე იქნება საჯარო და გამოქვეყნდება ვებ გვერდზე www.jobs.ge არაუგვიანეს 2019 წლის 18 იანვრისა.

ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა) სრულად იხილეთ ბმულზე: https://drive.google.com/drive/folders/12oejpo87nbmJramWtMLvGBiNk7AAB6wr?fbclid=IwAR3pK5T-NYQksOA6NX77_sSc48sQnbG6rf0i9N75xaWk-3a21fgQ9L5kE5Y