USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, საქართველოში გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საგრანტო პროგრამას და აპლიკაციების მიღებას აცხადებს

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა იწყებს განაცხადების მიღებას თანამონაწილეობაზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის განსახორციელებლად, რომლის მიზანია შერჩეულ ღირებულებათა ჯაჭვის ფარგლებში საქართველოში გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება. გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 დეკემბერი (დამატებითი  ინფორმაციისთვის  იხ.  „ნაწილი III.  ინფორმაცია  განაცხადის  წარდგენის  შესახებ“).

განაცხადის წარდგენის პროცედურების და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა თბილისსა და რეგიონებში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს შემდეგი განრიგით:

მცხეთა-მთიანეთის მხარე

მცხეთა: 2019 წლის 4 ნოემბერი,  12 საათი, მისამართი: მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია/ ანტიოქის ქ #7

შიდა ქართლის მხარე

გორი: 2019 წლის 5 ნოემბერი, 12 საათი, მისამართი: გორის კოლეჯი „განთიადი“ / ბესიკის ქ. #2

სამცხე-ჯავახეთის მხარე

ახალციხე: 2019 წლის 6 ნოემბერი, 12 საათი, მისამართი: დემოკრატული ჩართულობის ცენტრი / მანველიშვილის ქ. #19

ქვემო ქართლის მხარე

მარნეული: 2019 წლის 7 ნოემბერი,   12 საათი, მისამართი: დემოკრატული ჩართულობის ცენტრი, გიორგაძის ქ. #1

კახეთის მხარე

თელავი: 2019 წლის 8 ნოემბერი, 12 საათი, სასტუმრო ჰოლიდეი ინნ თელავი, რუსთაველის ქ. #2

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარე

ამბროლაური: 2019 წლის 11 ნოემბერი,  13 საათი, მისამართი: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია / ბრატისლავა-რაჭის ქ. #11

იმერეთის მხარე

ქუთაისი: 2019 წლის 12 ნოემბერი,  12 საათი, მისამართი: იმერეთის რეგიონული სავაჭრო-სამრწველო პალატა / რუსთაველის გამზირი #124

სამეგრელო – ზემო სვანეთის მხარე

ზუგდიდი: 2019 წლის 13 ნოემბერი,   13 საათი, მისამართი: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია / ზვიად გამსახურდიას გამზირი #45

გურიის მხარე

ოზურგეთი:  2019 წლის 14 ნოემბერი, 12 საათი, მისამართი: დემოკრატული ჩართულობის ცენტრი / ჭაჭავაძის ქ. #14

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

ბათუმი:  2019 წლის 15 ნოემბერი,   12 საათი, მისამართი: აჭარის სავაჭრო-სამრეწველო  პალატა /ა. მელაშვილის ქ # 26 / მე-2 სართული

ქობულეთი: 2019 წლის 16 ნოემბერი, 12 საათი, მისამართი: აგროსერვის ცენტრი, ქობულეთი – ოზურგეთის გზატკეცილი, თავისუფლების ქუჩა.

  თბილისი: 2019 წლის 19 ნოემბერი,  13 საათი, მისამართი: სასტუმრო კოსტე, კოსტავას ქუჩა # 43/45

საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსისა და დანართ A-ში წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმის შესახებ. განმცხადებლებს ასევე შეუძლიათ კითხვების დასმა ელ. ფოსტის საშუალებით (grants@apgeorgia.org) 2019 წლის 22 ნოემბრამდე. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის პასუხი ყველა დასმულ შეკითხვაზე იქნება საჯარო და გამოქვეყნდება ვებ გვერდზე www.jobs.ge და პროგრამის ფეისბუქის გვერდზე FB: apgeorgia.org არაუგვიანეს  2019 წლის 27 ნოემბრისა.

ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბუმლზე: https://jobs.ge/ge/?view=client&client=usaid-agriculture-program