USAID-ის სოფლის მეურნეობის ტექნიკური დახმარების პროგრამა აგრობიზნესებისთვის
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული ტექნიკური დახმარების პროგრამის დაწყებას, რომელიც გამიზნულია მებაღეობა – მეხილეობის სექტორის ამა თუ იმ ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებისთვის. ინდივიდუალური კონსულტაციების მოთხოვნა შესაძლებელია ქვემოთჩამოთვლილ ტექნიკურ სფეროებში:
♦ 50/50 თანადაფინანსების სქემით:
სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ბიო, და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტები
♦ 70/30 თანადაფინანსების სქემით:
Θ ორგანიზაციული მოწყობის გაუმჯობესება;
Θ ბიზნესის მენეჯმენტი;
Θ მიწოდების ჯაჭვის მართვა და ლოჯისტიკა;
Θ მარკეტინგი და ბაზარზე წვდომა;
Θ ბრენდინგი;
Θ ფინანსებზე წვდომა;
Θ კომერციული კავშირების ხელშეწყობა;
Θ ექსპორტის ხელშეწყობა;
Θ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის ხუთწლიანი პროგრამის მიზანია, მდგრადი საბაზრო სისტემების დანერგვის გზით, წაახალისოს სოფლის მეურნეობის იმ დარგების განვითარება, რომლებსაც გააჩნია სამუშაო ადგილების შექმნისა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (MSME) შემოსავლების ზრდის მკაფიო პოტენციალი.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ბაზარზე ორიენტირებულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, დარგობრივ ასოციაციებს, მომსახურებისა და კონსულტაციის მიმწოდებლებს უზრუნველყოფს თანაინვესტირებით და გაუწევს მათ ტექნიკურ დახმარებას, რაც ხელს შეუწყობს კონკრეტული დარგების გაძლიერებასა და ამ დარგების ღირებულებათა ჯაჭვში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას. პროგრამით განსაზღვრული აქტივობები, საბოლოო ჯამში, განაპირობებს შემოსავლების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მცირე და საშუალო საწარმოების მდგრად განვითარებას.
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული ტექნიკური დახმარების პროგრამის დაწყებას, რომელიც გამიზნულია
მებაღეობა – მეხილეობის სექტორის ამა თუ იმ ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილეებისთვის.
ინდივიდუალური კონსულტაციების მოთხოვნა შესაძლებელია ქვემოთჩამოთვლილ ტექნიკურ სფეროებში, 50/50 თანადაფინანსების სქემით:
♦ სურსათის უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის ბიო, და სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტები 70/30 თანადაფინანსების სქემით;
♦ ორგანიზაციული მოწყობის გაუმჯობესება;
♦ ბიზნესის მენეჯმენტი;
♦ მიწოდების ჯაჭვის მართვა და ლოჯისტიკა;
♦ მარკეტინგი და ბაზარზე წვდომა;
♦ ბრენდინგი;
♦ ფინანსებზე წვდომა;
♦ კომერციული კავშირების ხელშეწყობა;
♦ ექსპორტის ხელშეწყობა;
♦ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები.
პროგრამაში მონაწილეობისთვის შესაფერისი რეგისტრირებული აგრობიზნესები:
♦ პირველადი მწარმოებლები;
♦ კონსოლიდატორები;
♦ სამაცივრე მეურნეობის ოპერატორები;
♦ გადამამუშავებლები;
♦ საცალო მოვაჭრეები;
♦ ექპორტიორები.
მოთხოვნები აპლიკანტი კომპანიების (მცირე და საშუალო საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) მიმართ:
1. კომპანიის ტიპი – კომპანია რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოში და საქმიანობის სფერო განსაზღვრული უნდა იყოს უშუალოდ სოფლის მეურნეობით.
2. საკუთრების ტიპი – კომპანიის წილის მინიმუმ 51 პროცენტი უნდა იყოს კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში აპლიკანტი კომპანიის (მცირე და საშუალო საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების) შერჩევის კრიტერიუმები:
1. შესაბამისობა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დასახულ შედეგებთან – გაწეული ტექნიკური დახმარების შედეგები ლოგიკურ კავშირში უნდა იყოს პროგრამის საქმიანობის ძირითად ინდიკატორებთან (დასაქმება, გაყიდვები და სხვა). კომპანიამ წერილობით უნდა დაადასტუროს მზადყოფნა, მონიტორინგის და შეფასების მიზნით, წელიწადში ორჯერ (პროგრამის მოქმედების განმავლობაში) მიაწოდოს პროგრამას შესაბამისი მონაცემები;
2. ფინანსური პასუხისმგებლობა – კომპანია მზად უნდა იყოს და უნდა შეეძლოს ტექნიკური დახმარების კონკრეტული პროექტისთვის თანდაფინანსების სქემით განსაზღვრული ხარჯების დაფარვა;
3. მულტიპლიკატორის ეფექტი – კომპანიამ უნდა გამოხატოს ნება გაუზიაროს ტექნიკური დახმარების პროექტით მიღებული სარგებელი პროგრამის პარტნიორებს. (აღნიშნული უნდა მოხდეს ცნობადობის ამაღლების და ინფორმაციის გაცვლის სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით, წარმატების ისტორიების გაზიარებით და ა.შ. );
4. პროფესიული უნარ-ჩვევების გაძლიერება – USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ასევე გაითვალისწინებს აპლიკანტი კომპანიის მზადყოფნას, სტუდენტების/ახალდამთავრებულების სტაჟირების მიზნით, შეძლებისდაგვარად ჩართოს ისინი ტექნიკური დახმარების პროექტის ამა თუ იმ აქტივობაში;
5. წინადადება/შეთავაზება – დაინტერესებულმა კომპანიამ (საწარმომ, კოოპერატივმა) უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა, რომელშიც მითითებული იქნება რა სახის დახმარებას/სერვისს ითხოვს აპლიკანტი და რა ზეგავლენას მოახდენს ტექნიკური დახმარება მის ბიზნესზე (აქ იგულისხმება ისეთი საპროგნოზო ინდიკატორების მითითება, როგორიცაა დასაქმების ზრდა, საჭირო ინვესტიციების ოდენობა, შემოსავლების ზრდა, ფინანსების მოზიდვა და სხვა).
პროგრამაში მონაწილეობა
დაინტერესებულმა აგრობიზნესებმა „ვორდის“ ფორმატში შევსებული განაცხადის ფორმა უნდა წარადგინონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sme@apgeorgia.org
ელექტრონული წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს კომპანიის დასახელება და „ტექნიკური დახმარების პროგრამა არა-გრანტიორებისთვის“.