უცხიმო მშრალი რძის იმპორტის მოცულობა აპრილში და რძის ფასები საქართველოში

უცხიმო მშრალი რძე გაიაფდა დოლარში და ლარებშიც; პირველ კვარტალში რძის უცხიმო მშრალი რძის იმპორტი 22%-ით შემცირდა; იმპორტის 75% მოდის ირანზე, ბელარუსსა და თურქეთზე; ყველაზე იაფია მშრალი რძე ბელორუსიიდან.
უცხიმო მშრალი რძის იმპორტი

2017 წლის აპრილის თვეში საქართველოში განხორციელდა 578000 კგ რძის ფხვნილის იმპორტი, ღირებულებით 1 126 904$.

წყარო: ფინანსთა სამინისტრო

იმპორტის 75% მოდის ირანზე, ბელარუსსა და თურქეთზე. აპრილში ფხნვილის ყველაზე იაფი იმპორტი განხორციელდა ბელარუსიდან: 1.56$/კგ, მაშინ როცა იმპორტირებული ფხვნილის საშუალო ფასი 1.95$-ს უდრიდა. ბელარუსმა ბოლო თვეებში საგრძნობლად გააიაფა თავისი მაღალი ექსპორტის ფასები, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციის საპასუხოდ.

მსოფლიოში, 2016 წლის ბოლოს გაზრდილი ფხვნილის ფასები 2017 წლის დასაწყისიდან მცირდება. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ევროპაში ფხნვილის დიდი მარაგები გახლდათ. ამავე მიზეზით, ფხვნილის ფასები კვლავ დაბალი რჩება, როცა უკანასკნელ საერთაშორისო აუქციონებზე სხვა რძის პროდუქტების ფასებმა მოიმატა. გრძელვადიან პერიოდში ექსპერტები ელოდებიან ფხვნილზე ფასების ზრდას, თუმცა ვარაუდობენ რომ ფხვნილზე ფასების ზრდა ჯერ ნაადრევია.

წყარო: http://www.clal.it

შესაბამისად, საშუალოდ, საქართველოში იმპორტირებული ფხვნილის ფასიც ($-ში) ასევე იაფდება ბოლო პერიოდში. ფხნვილის ფასთან ერთად ასევე იკლებს დოლარის კურსიც, რაც დამატებით აიაფებს რძის ფხნვილს ქართველი გადამამუშავებლებისთვის:

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, Georgiandairy.org

აღსანიშნავია, რომ იმპორტირებული ფხვნილის საშუალო ფასი კვლავ უფრო მაღალია ვიდრე 2016 წლის შესაბამის თვეებში:

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, Georgiandairy.org

წყარო: Georgiandairy.org

ლოგიკურია, რომ 2016 წლის ბოლოს გაზრდილმა ფასებმა გამოიწვია ფხვნილის იმპორტის შემცირება საქართველოში. 2017-ის პირველ კვარტალში იმპორტი 22%-ით შემცირდა შარშანდელთან შედარებით, როცა 2017 წლის პირველ კვარტალში საშუალო ფასი დოლარში 23%-ით, ლარში კი – 31%-ით მაღალი იყო წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. ზოგადად ფხნვილის იმპორტი (კგ) საკმაოდ მგრძნობიარია ფასის ცვლილების მიმართ (მაღალი ნეგატიური ელასტიურობით ხასიათდება).

წყარო: ფინანსთა სამინისტრო, Trademap.org

როგორც წინა გრაფიკებიდან ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის დასაწყისთან შედარებით ფხვნილი გაიაფდა, იმპორტის რაოდენობა თებერვლის შემდეგ მაინც იკლებს, რაც წველის სეზონის დაწყებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. წინა წლებშიც ხშირად გვხვდება იმპორტის რაოდენობის კლება წველის სეზონის დასაწყისში და შემდგომ რამოდენიმე თვეში: ადგილობრივი რძე იმპორტირებული ფხვნილის შემცვლელი საქონელია.

 

ეკონომიურობის თვალსაზრისით, გადამამუშავებელს, რომელიც იყენებს იმპორტირებული კარაქის გამოყენებით აღდგენილ რძეს (2.5%), ურჩევნია რძე იყიდოს ადგილობრივი მწარმოებლებისაგან. ხარისხს რაც შეეხება, როგორც ვიცით ადგილობრივი რძის ხარისხი საშუალოდ დაბალია, მაგრამ ხარისხით არ უნდა გამოირჩეოდეს არც იმპორტირებული ფხვნილი: როგორც ვნახეთ მაგ. აპრილში იმპორტის 75% მოდიოდა ირანზე, ბელარუსსა და თურქეთზე (ქვეყნებზე რომლებიც ფხნვილის ექსპორტს ეწევიან ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში სადაც საკვების ხარისხზე მოთხოვნა სავარაუდოდ დაბალია).

პალმის ზეთის გამოყენება აღდგენილ „რძეში“ ცხიმის დასამატებლად საგრძნობლად ამცირებს ხარჯებს და ისევ ყველაზე ეკონომიურია. თუმცა, კვლავ აღვნიშნავთ რომ ეს პროდუქტი რძე არ არის და მისი რძედ პოზციონირება კანონით აკრძალულია. რადგან მცენარეული ცხიმით აღდგენილი რძის თვითღირებულება ბევრად დაბალია ვიდრე კარაქის გამოყენებით, საეჭვოა რომ აღდგენილი რძის უმეტესობა იმპორტირებული კარაქისაგან იღებდეს ცხოველურ ცხიმებს.

მიუხედავად იმისა რომ ადგილობრივი რძის საშუალო ხარისხი დაბალია, რძის მწარმოებლების მცირე სეგმენტი, კომერციული ფერმები, აწარმოებენ საშუალზე მაღალი ხარისხის რძეს და უზრუნველყოფენ სტაბილურ მიწოდებას, მაგრამ მისი ფასი შესაბამისად საშუალოზე მაღალია: 1.00-1.20 ლარი. ამ სეგმენტის ზრდა მნიშვნელოვანია როგორც  ქვეყანაში რძის საშუალო ხარისხის ამაღლების მხრივ, ასევე იმპორტზე ნაკლებად დამოკიდებულების მხრივ; ეს ზრდა კი ადგილობრივი გადამამუშავებლების მხარდაჭერის (იმპორტის ჩანაცვლების) გარეშე საკმაოდ ნელი იქნება.

წყარო: http://georgiandairy.org