ვანრიკ აგრო _ თქვენი მომავლის ნერგები
გაქვს საკუთარი, ან გრძელვადიანი იჯარით აღებული, მიწის ნაკვეთი, მიიღე 100% დაფინანსება სახელმწიფო პროექტ „დანერგე მომავალი“-სგან, გააშენე 0.15 – 0.5 ჰა ლურჯი მოცვის ბაღები ჩვენს მიერ მრავალწლიანი გამოცდილებით გამოყვანილი ნერგებით.
კომპანია ასევე ახორციელებს 0,5 ჰა-ზე მეტ ბენეფიციართა მომსახურებას რომელთა სახელნწიფო დაფინანსება ხდება 70/30 % პროპორციით
არ გამოტოვო შანსი გახდე წარმატებული ფერმერი!
რას გთავაზობთ:
ლურჯი მოცვის 15-20 სმ. 1-2 წლის სერტიფიცირებულ ნერგებს.
საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი მოთხოვნის მქონე ლურჯი მოცვის შემდეგ ჯიშებს:
ბლუკროპის, ბლუგოლდს, ელიზაბეთს, ბონუსს, ჩანდლერს, სანრაიზს, სპარტანს, ტოროს, დიუკის, ბრიგიტა ბლუს, პატრიოტს, ბერკლის და ერლი ბლუს, ასევე ლეგასს, მისტს და ონილის.
სრულ პასუხისმგებლობას და გარანტიას თითოეულ ნერგზე, იმ შემთხვევაში თუ ფერმერი დაიცავს ჩვენს მიერ გაწეულ რეკომენდაციებს:
აგრო მხარდაჭერას;
აგროკონსულტაციებს;
ნაკვეთის პროექტირებას;.
ნიადაგზე მჟავიანობის დარეგულირებას;
სამულჩე ფირებს, სარწყავი სისტემების მასალებს და სხვა.
რაც მთავარია, ჩვენ დაგეხმარებით მოსავლის რეალიზაციაში!
უფლებები და ლიცენზიები
ვანრიკ აგრო ჯგუფში შემავალი კომპანია ვანრიკ გრინ ენერჯი წარმოადგენს ზემოდ ხსენებულ ლურჯი მოცვის 13 სახეობების სელექციონერს და განსაკუთრებული საავტორო უფლებების მფლობელს, ყველა მე-3 პირი, რომელიც ნებართვის გარეშე მოახდენს ამ ჯიშების იმპორტს-ექსპორტს, კლონირებას ან/და რეალიზაციას, წარმოადგენს კონტრაფაქტული პროდუქტის მფლობელს და დაექვემდებარება საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამის სანქციებს!
ლურჯი მოცვის ბაღის ფინანსური მოდელი
ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება სულ უფრო პოპულარული ხდება მასზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე და რაც მთავარია საქართველოს ბევრი რეგიონის ნიადაგი და კლიმატური პირობები ბრწყინვალედ მორგებულია ამ საოცარ კულურაზე. იხილეთ ბაღის გაშენების ფინანსური მოდელი, დანარჩენში ჩვენ დაგეხმარებით!
Posted by Blueberry Georgia – ლურჯი მოცვის ბაღები და კენკროვანი კულტურები on კვირა, 03 თებერვალი, 2019