ვაშლი და მარწყვი ნარჩენი პესტიციდების სიჭარბით გამოირჩევა

არაკომერციულმა ორგანიზაცია ეკოლოგთა სამუშაო ჯგუფმა (EWG) ჩაატარა გამოკვლევა და მოამზადა პროდუქტების რეიტინგი, რომლებიც ნარჩენი პესტიციდების ყველაზე ჭარბი  დონით გამოირჩევა.

გამოკვლევის მიმდინარეობისას მეცნიერებმა შეისწავლეს ექვსი ძირითადი კატეგორიის პროდუქტი, რომელშიც ხშირად ფიქსირდება  ნარჩენი პესტიციდების ყველაზე ჭარბი დონე. ასეთი ანტირეიტინგის ლიდერები არიან ვაშლი და მარწყვი. პესტიციდების შემცველობით სცოდავენ ატამი და ისპანახი. მათ შემდეგ საპატიო ადგილს იკავებს კარტოფილი, მოცვი, წიწაკა და სალათის ფოთოლი.

EWG-ის კვლევის მიხედვით, პროდუქტებიდან რომელიც ყველაზე ნაკლებ პესტიციდების ნარჩენს შეიცავს, გამოირჩევა ხახვი, სიმინდი, ანანასი, ავოკადო, ბარდა, მანგო, ბადრიჯანი.

წყარო: sadyogrody.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.