ვირუსი „ნიუ-დელი“ _ ToLCNDV სამხრეთ ნახევარსფეროში პამიდორს ანადგურებს

ბრიტანეთის მცენარეთა პათოლოგის საზოგადოებამ განცხადა მაროკოს პომიდორში ვირუს ნიუ-დელის (ToLCNDV) გაჩენის შესახებ. ბრიტანული საზოგადოების ბიულეტენში – „ახალი დაავადებები“ ნათქვამია, რომ ToLCNDV საფრთხეს წარმოადგენს სიმინდის, გოგრის, საზამთროს, კიტრის და ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენლების, პამიდორის, ბადრიჯნის, კარტოფილის და წიწაკისთვის.

ToLCNDV პირველად 1995 წელს ინდოეთში აღმოაჩინეს, ხოლო შემდეგ აზიის სხვა ქვეყნებში. სულ ახლახანს იგი ხმელთაშუა ზღვრის ქვეყნებში: ესპანეთში, ტუნისში და იტალიაში დაფიქსირდა, სადაც მან ამ პამიდვრის მწარმოებლებს სერიოზული პრობლემა შეუქმნა. საგანგაშო ცნობები ახლა უკვე მაროკოდანაც ისმის.

ვირუსი პირდაპირი კონტაქტით, ან თესლით და დაინფიცირებული მცენარეებით ვრცელდება. განგაშის სიგნალი ასევე გაისმა ევროპული და ხმელთაშუაზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციებიდან, რადგან სიმპტომები მსგავსია იმისა, რასა ToLCNDV-ი იწვევს​.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, დაავადება საკმაოდ გახშირებულია, რაც გამოხატულია მოზაიკურ სიყვითლეში, ფოთლებისა და ნაყოფის კანის გაუხეშებაში. დაავადებულ მცენარეების ნაყოფი, საღი მცენარეების ნაყოფთან შედარებით პატარა და შეუხედავი და უმეტეს შემთხვევაში დამსკდარია“

მაროკო დიდი რაოდენობით პამიდორს აწარმოებს და ექსპორტზე გააქვს ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში და აზიაში და თუ საექსპორტო პარტიებში ვირუსით დაავადებული პამიდორი მოხვდება და გავა ქვეყნიდან, დიდი ალბათობით ეს ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდება.

წყარო: freshplaza.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.