ვხედავ, როგორ ვითარდება და წინ მიიწევს საწარმო

2005 წელს თუშეთში გოგი არინდაულმა მატყლის გადასამუშავებელი საწარმო დააფუძნა. საწარმოს გაფართოვება, გადაიარაღება და განვითარება ჩეხეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის პროექტის „ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭრა თუშეთში“ მხარდაჭერით განხორციელდა.

_ რამდენიმე წლის წინ, მატყლის გარეცხვისა და გაშრობის სიმძლავრეები შეზღუდული გვქონდა, დამოკიდებულები ვიყავით ამინდზე, რადგან მატყლის გაშრობა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი როცა გარეთ მზეა. ახლა კი მატყლის სარეცხი და საშრობი საამქროები საშუალებას გვაძლევს სრულად ავითვისოთ ადგილობრივად წარმოებული მატყლი. კვირაში დაახლოებით 5 ტონამდე მატყლს ვრეცხავთ, გადამუშავების პროცესი კი 10-15 ტონამდეა გაზრდილი _ ამბობს შპს „თუშეთის“ დირექტორი დიმიტრი არინდაული.

_ 2005 წელს მამაჩემმა, გოგი არინდაულმა მატყლის გადასამუშავებელი საწარმო დაარსა და საქართველოში მსოფლიო ბანკის გრანტის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის დახმარებით დავიწყეთ მატყლის გადამუშავება და ნართების წარმოება.

2014 წლიდან უკვე მე ვუძღვები ამ საქმეს და ვხედავ როგორ ვითარდება  და  წინ მიიწევს საწარმო.”_ ამბობს  დიმიტრი არინდაული.