WINEXPO-GEORGIA 2017 _ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენა

    9-11 ივნისს, თბილისში,  გამოფენების ცენტრში  ,,ექსპო-ჯორჯია“ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საიუბილეო, მე-10 საერთაშორისო გამოფენა WinExpo-Georgia 2017 მოეწყობა.

10 წლის ისტორიის მანძილზე, WinExpo-Georgia დამკვიდრდა, როგორც ღვინის წარმოების, დისტრიბუციისა თუ რეალიზაციის მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა და მოყვარულთა შეხვედრის ადგილი. WinExpo-Georgia კავკასიის რეგიონში ერთადერთი გამოფენაა, სადაც წარმოდგენილია ღვინის ინდუსტრიის სრული სპექტრი. ეს არის გამოფენა და ბიზნეს ფორუმი ყველა დაინტერესებული პირისთვის, სადაც შექმნილია კომფორტული და საქმიანი გარემო.

გამოფენის ფარგლებში  იგეგმება შეხვედრები ღვინის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან, მსხვილ ბაიერებთან, შესაბამისი დანადგარებისა და აპარტურის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან.

გამოფენის პარალელურად გაიმართება ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსი, სადაც გამარჯვებულ საუკეთესო ღვინოებს  ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადაეცმა.

კონკურსისათვის წლეულს პირველად დამზადდება და გამარჯვებულებს გადაეცემათ სახელობითი მედლები. ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან ტიმ ატიკინი- თავმჯდომარე (დიდი ბრიტანეთი), კენიჩი ოჰაში (იაპონია), ისა ბალი (თურქეთი), სარა ებოტი (დიდი ბრიტანეთი), მიხეილ მესხი (საქართველო) და გოგი დაქიშვილი (საქართველო)“.

მისი ინფორმაციით საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცემა შემდეგი სახელობით მედლები:

  • საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი
  • საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი
  • საუკეთესო წითელი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის  ოქროს მედალი
  • საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის   ოქროს მედალი
  • საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი
  • საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

2017 წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 97 კომპანია, საქართველოდან, სომხეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, კვიპროსიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან და  უკრაინიდან, რომლებიც დამთვალიერებელებს წარუდგენენ 170-ზე მეტი ღვინის ნიმუშს.

ხვალ თბილისის გამოფენების ცენტრში  ღვინის ჭეშმარიტ მოყვაულებს ბრწყინვალე ზეიმი ელოდებათ.

გამოფენა ოფიციალურად ხვალ 11 საათზე (ა. წერეთლის გამზირი 118) გაიხსნება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.