ზეთისხილი (Olea europaea)

ზე­თის­ხი­ლი სუბ­ტრო­პი­კულ ხე­ხი­ლო­ვან­თა შო­რის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი კულ­ტუ­რაა. მისი მასიური გავრცელება გა­ნა­პირობა ნა­ყოფ­ში უმ­აღ­ლე­სი ხა­რის­ხის ზე­თის (ზე­ით­უნ­ის) შემ­ცვე­ლო­ბამ.

ნაყოფი ხასიათდება უნიკალური შედგენილობით, რო­მე­ლიც ყველა მცენარეულ ზეთზე მაღალხარისხიანია. მდი­დარია B, E, C, D ვიტამინებით, მიკრო და მაკრო ელემენ­ტებით – კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით. პრო­ვანსის ზეთი, მიიღება ზეთისხილის მწიფე ნაყოფების მსუბუქი დაწ­ნე­ხით. იგი უფერულია, აქვს საუკეთესო გემო და არომატი, მდი­დარია ვიტამინებით. პროვანსის ზეთს ფართოდ იყენებენ გულის, კანისა და სახსრების დაავა­დე­ბათა სამკურნალოდ. მისი სისტემატური მოხმარება აუმ­ჯო­ბესებს მხედველობას და ამცირებს ონკოლოგიური დაა­ვედებების რისკს. ნაყოფების ძლიერი ცივი დაწნეხით მიი­ღება ასევე ძვირფასი ზეთი, რო­მელსაც მომწვანო-მოყვი­თა­ლო ფერი აქვს. დარჩენილი მასის ცხელი დაწნეხით იღებენ უფრო დაბალი ხარისხის ზეთს, რომელიც ზეითუნის სახელით არის ცნობილი და ფართოდ გამოიყენება კოს­მეტიკაში. დანარჩენი ნაყოფის მასა კარგი საკ­ვებია ცხოვე­ლები­სათვის.

ზეთისხილის ნაყოფი სასარგებლო და გემრიელი საკვები პრო­დუქტია. როგორც მწიფე, ასევე დაუმწიფებელი ნაყო­ფე­ბისაგან მზადდება საუკეთესო მწნილები, მარინადები და კონ­სერვები. ზეთისხილი ძვირფასი დეკორატიული მცე­ნარეა. ხის მერქანი გამოიყენება სადურგლო და სახარატო წარ­მოე­ბაში.

ზე­თის­ხი­ლი მა­რადმ­წვა­ნე მცე­ნა­რეა ზე­თის­ხი­ლი­სებრ­თა (Olea) ოჯ­ახ­იდ­ან, ცნობილია ზეთისხილის 60-მდე სახეობა. ფოთ­ლე­ბი მარ­ტი­ვი, ლან­ცე­ტა ფორ­მისაა. პა­ტა­რა, მო­თეთ­რო ფე­რი­ს ყვავილები, შეკ­რე­ბი­ლია მტევნებად, ვე­გე­ტა­ცი­ას იწ­ყებს მარ­ტში, ყვა­ვი­ლობს მა­ის­ში, მშრა­ლი სუბ­ტრო­პი­კუ­ლი კლი­მა­ტის მცე­ნა­რეა. ნა­ყო­ფი კურ­კი­ა­ნი, ელ­იფ­სუ­რი ან მომრ­გვა­ლოა, ნა­ყო­ფის კა­ნი შა­ვი, მუ­ქი იის­ფე­რი ან მწვა­ნე, წვნი­ა­ნი, იჭ­მე­ვა მწი­ფე, მწიფ­დე­ბა ნო­ემ­ბერ­ში. ნა­ყო­ფი­დან რბი­ლო­ბის გა­მო­სა­ვა­ლი 75-80%, რბი­ლო­ბი­დან ზე­თის გა­მო­სა­ვა­ლი 25-50%. ზეთის­ხილის 4კგ/5კგ ნაყოფიდან გამოდის 1 ლიტრი ზეთი.

ზე­თის­ხი­ლის სამ­შობ­ლოდ სი­რია ით­ვლე­ბა, გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია სა­ბერ­ძნეთ­ში, იტ­ალ­ი­ა­ში, თურ­ქეთ­სა და საფ­რან­გეთ­ში. ჩვენ­თან უხ­სო­ვა­რი დრო­იდ­ან არ­ის გავრ­ცე­ლე­ბუ­ლი. ის საკ­მა­ოდ ყინ­ვა­გამ­ძლეა, უძ­ლებს _180 ყინ­ვას. კარ­გად იტ­ანს მშრალ და ცხელ კლი­მატს, ნაკ­ლებად ეგ­უ­ე­ბა ტე­ნი­ან გა­რე­მოს, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნ­და გა­შენ­დეს ნე­შომ­პა­ლა კარ­ბო­ნა­ტულ ნი­ად­აგ­ებ­ზე. კულ­ტუ­რუ­ლი ზე­თის­ხი­ლის ხე მა­რადმ­წვა­ნეა, სი­მაღ­ლით აღ­წევს 5-8, ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში 15-22 მ-ს ვარ­ჯი უმ­ეტ­ეს შემ­თხვე­ვა­ში გაშ­ლი­ლია, ხში­რად ოვ­ალ­უ­რი და არ­ას­წო­რი, უხ­ვად შე­ფოთ­ლი­ლი.

ცნობილია ზეთისხილის მრავალი ჯიში, მაგრამ საწარმოო მნიშვნელობა აქვს დაახლოებით 12-ს. მათ შორის საუ­კე­თესო ჯიშებად ითვლება: მანზანილო, სევილიანო, ასკოლანო, მისიონი, გორდალი, ფარგა.

მანზანილოესპანური ჯიშია. უხვმოსავლიანი. ხე საშუ­ლო სიდიდისაა. ყვავილობს აპრილ-მაისში. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 6-7 გ, ფორმით მომრგვალო, სიმეტ­რიული, პრიალა, თითქმის მუქი ლალისფერი, დაუ­მუ­შავებ­ლად მწარე გემოსი. გამოიყენება როგორც სასუფრედ, ისე ზეთის მისაღებად. გვხვდება მისი რამდენიმე ვარიაცია.

ასკოლანოიტალიური ჯიშია. იძლევა ყველაზე დიდი ზომის ნაყოფს, რომელიც ელიფსური ფორმისაა, ღრმუ­ლე­ბიანი, ღია ფერის შეფერვით, სრული სიმწიფის დროსაც კი, ამიტომაც ამ ჯიშს ზოგჯერ „თეთრ ზეთისხილს“ უწოდებენ. დამწი­ფების დროს იღებს საკმაოდ მუქ, ერთგვაროვან შეფერ­ვას. სიმწარე ნაკლები აქვს. რბილობი ნაზია, დაკონსერვების დროს მაღალი ხარისხის პროდუქტს იძლევა.

სევილიანოესპანური ჯიშია. ხე საშუალო სიმაღლისაა. ნაყოფი ძალიან დიდი ზომისა, წონით 6-10 გ-ია,  ფორმით ელიფსური. კანი თხელია, ნაყოფის დამწიფებისას პრიალა შა­ვი ფერის. გამოიყენება ძირითადად ზეთის მისაღებად. აგ­რეთვე მწვანე ან მწიფე ნაყოფიდან მწნილის დასამზა­დებ­ლად.

ადგილობრივი, ქართული ჯიშებიდან მნიშვნელოვანია:

თბილისურიგვხვდება საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ხასიათდება კარგი მსხმოიარობით. ხე მაღალმ­ზარ­დია, რომელიც ინვითარებს კარგად შეფოთლილ და გადაშ­ლილ ვარჯს. ნაყოფი დიდი ზომისაა, წონით 3-5 გ. ოვალური ფორმის, ნაყოფის ყუნწთან ოდნავ შებრტყელებული. კანი ნაზია, რბილობი კანქვეშ იისფერია. მწიფე ნაყოფი შეიცავს 60-70%-მდე ზეთს. კარგად იტანს როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემპერატურას. 20 წლიანი ხეები იძლევა 40 კგ-მდე მოსა­ვალს. ნაყოფი ვარგისია როგორც სამწნილედ, ისე საკონ­სერ­ვოდ. ზეთი მწვანე ქარვისფერია და დიდი არომა­ტუ­ლობით გამოირ­ჩევა.

ბუტკონაყოფი ფორმით ქლიავს წააგავს; პატარა ან საშუა­ლო ზომისაა, ფორმით ოვალურია, ნაყოფის ყუნწთან ცოტაოდენ შებრტყელებული. კანი შავია, მოცისფრო ნაფი­ფქით, თხელი, დამწიფების დროს ოდნავ ნაოჭდება. რბი­ლობი ნაზია და შეიცავს ზეთის დიდ რაოდენობას. გამოი­ყენება საკონსერვოდ და ზეთის მისაღებად.

სოხუმურიგვხვდება სოხუმსა და ახალ ათონში. ხე საშუა­ლო სიმაღლისაა. ინვითარებს სუსტად შეფოთლილ გადაშ­ლილ ვარჯს, ხასიათდება საშუალო მსხმოიარობით. ნაყო­ფი კვერცხისებრია, საშუალო სიდიდის, წონით 2-4 გ. მწიფე ნაყოფის კანი შავია და დაფარულია თეთრი წინწკ­ლებით, რბილობი მოთეთრო-მოყვითალოა. მწიფე ნაყოფში ზეთის შემცველობა 60-65%-ია. ყვავილობს მაისის ბოლოს. მწიფ­დება ნოემბერ-დეკემბერში. ძირითადად გამოიყენება სამწნილედ.

ახალ ათონურიხე საშუალო სიმაღლისაა. ახასიათებს სა­შუა­ლო მსხმოიარობა. ფოთლები ხაზური ლანცეტაა. ნაყო­ფი საშუალო ზომისაა, წონით 3-5 გ, მომრგვალო-ოვა­ლური. კანი შავი ფერისაა წითელი ნაფიფქით. რბილობი ნაზი მო­თეთ­რო-მოვარდისფრო. შეიცავს 60-65% ზეთს. ყინვის საშუა­ლო ამტანია. ნაყოფი მწიფდება ნოემბერში და ძირი­თა­დად გამოი­ყენება სამწნილედ. ხასიათდება უხვი მსხ­მოია­რო­ბით.

ოთურიწარმოშობა უცნობია. გვხვდება ახალ ათონში, სო­­ხუმის, თერჯოლისა და ბაღდადის რაიონებში. მცენარე ხასიათ­დება სწრაფი ზრდით. ჩვეულებრივ საშუალო სიმაღლისაა, ივი­თარებს ლამაზ გაშლილ, ძლიერად დატო­ტვილ, ხშირად შეფოთ­ლილ ვარჯს. მსხმოიარობა უხვი, მიდ­რეკილება აქვს მეწ­ლეობისაკენ. ახასიათებს გვალვა და ყინვაგამძლეობა. ყვავილობს მაი­სის ბოლოს. ჯვარედინი განაყოფიერების შემთხ­­ვე­ვაში მოსავლიანობა საგრძნობლად იზრდება. ნაყოფი მსხ­ვილი 9-14 გრ. ოვა­ლური, სიმეტ­რიუ­ლი, სანაყოფე ტო­ტებ­ზე განლაგებულია ერთეულად. ნაყო­ფის კანი ნაზი, სიმ­წიფეში მოშავო-ლურჯი ფერის. კურკა- პა­ტარა ზომის. ზე­თია­­ნობა – 65-68%. მწიფდება ნოემბრის მეო­რე ნახევარში. ნაყო­ფი საუ­კეთე­სოა, როგორც საკონსერვოდ, ისე ზეთის მისა­ღებად.

თოლგომური წარმოშობილია კავკასიაში. სახელწოდება მიი­ღო ართვინის ოლქის სოფ. თოლგომიდან. უმეტესად გვხვ­დება ახალ ათონში. ხე საშუალო სიმაღლისაა, ივი­თა­რებს გადაშ­ლილ, დატოტვილ, თხელ ვარჯს. ახა­სიათებს საშუა­ლო რეგულარული მსხმოიარობა. მავნებელ-დაავა­დებების მი­მართ ნაკლებ გამძლეა. ყვავილობს მაისის ბო­ლოს, მაღალი მოსავლის მისაღებად მოითხოვს დამამტვე­რიანე­ბელს, ნაყოფი დიდია. მასით 5-7 გ. მომრგვალო-შებ­რუნეული კვერც­ხისებ­რი, ასიმეტრიული. მწიფე ნაყოფის კანი ნაზია. შავი ცვილის­ფერი ფიფქით დაფარული. კურკა დიდი ზომის. ზეთია­ნობა 70%. ნაყოფი მწიფდება ნოემბრის დასაწყისში. ნაყოფი ვარგისია როგორც საკონ­სერვოდ, ასე­ვე ზეთის მისაღებად.

ზე­თის­ხი­ლი მრავლ­დე­ბა თეს­ლით და ვე­გე­ტატი­ურ­ად. სა­წარ­­­მოო პლან­ტა­ცი­ებ­ის გა­შე­ნე­ბის დროს უპ­ირ­ატ­ეს­ო­ბა ეძ­­ლე­ვა ნერ­გე­ბის გა­მოყ­ვა­ნას გა­დაწ­ვე­ნით, კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ა­ნ­ებ­ით ან მყნო­ბით ენიჭება, რად­გა­ნაც თეს­ლით გამ­რავ­­ლე­ბულ მცე­ნა­რე­ებს ახ­ას­ი­ათ­ებს გა­დახ­რა ვე­ლუ­რი ფორ­მე­ბი­სა­კენ, ამ­იტ­ომ მას სა­ძი­რედ იყ­ენ­ებ­ენ, რო­მელ­ზე­დაც კვირ­ტით ან კალ­მით ხდება კულ­ტუ­რული ჯი­­შების მყნობა ზე­თის­ხი­ლი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელ­ია ზრდის და­ბა­ლი ენ­ერ­გია, ამ­იტ­ომ და­სა­ფეს­ვი­ან­ებ­ლად უნ­და ავ­იღ­ოთ პლას­ტი­კუ­რი ნივ­თი­ერ­ებ­ებ­ით მდი­და­რი, მომ­წი­ფე­ბუ­ლი, ორ-სამ­წლი­ა­ნი ტო­ტე­ბი. კალ­მე­ბის და­ფეს­ვი­ან­ე­ბა ხდე­ბა პირ­ველ წელს, ხო­ლო სტან­დარ­ტუ­ლი ნერ­გე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­როა 2-3 წე­ლი.

ზეთისხილის გასაშენებლად ვარგისია ვაკე, ქარებისაგან დაცული ფართობები. იქ სადაც ძლლიერი ქარები იცის, ეწყობა ქარსაფარი ზოლები. ვაკე ადგილებზე ტარდება პლან­ტაჟი 50-70 სმ. ორმოები მზადდება 50X50 სმ. დარგვა ტარდება 8X10 ან 8X8 მ კვების არით. დარგვის დროს თითოეულ მცენარეზე შეაქვთ 25 კგ-მდე გადამწვარი ნაკელი ან ტორფ­კომ­პოსტი, რომელიც ნიადაგში კარგად უნდა აირიოს. დარგვის ჩატარება შეიძლება გაზაფხულზე-მარტში და შე­მოდ­გომაზე-ოქტომბერში ან ნო­ემბ­­რის დასაწყისში, რათა ზამთრის დადგომამდე მცენა­რეები კარგად მოეჭიდონ ნიადაგს. დარგვისას მცენარეს ერთი მესა­მედით ვუმცირებთ ფესვებს და ტოტებს.

ზეთისხილი იზრდება ნელა, ამიტომ სრულმსხმოია­რო­ბამ­დე მისი რიგთაშორისები შესაძლებელია გამოვიყენთ სხვა კულ­ტურე­ბისათვის. ზაფხულში ოთხჯერ ტარდება ზეთის­ხი­ლის ნარგავებში ნიადაგის გაფხვიერება. მსხმოიარე ბაღე­ბის­თვის ნიადაგის ტიპების მიხედვით რეკომენ­დირე­ბულია ერთ ძირზე შეტანილ იქნეს: ნაკელი 40-60 – კგ; აზოტი 0,6-0,8 კგ; ფოსფორი 1-1,5 კგ; 0,5-0,8 კგ კალიუმი ღარიბ ნია­დაგებში, ნიადაგის რეაქცის გათვალისწინებით.

ზამთარში და გაზაფხულზე საკმარისი ნალექების პირო­ბებში მცენარე შეგვიძლია არ მოვრწყათ, თუ ზამთარი და გაზაფხული მშრალია, მოსავლის აღებამდე საჭიროა მოირ­წყას 2-ჯერ და მოსავლის აღების შემდეგ ერთხელ.

მავნებლები და დაავადებები დიდ ზიას აყენებენ ზეთის­ხილის ნარგაობას. ამცირებენ მის საექსპლუატაციო პე­რიოდს. აუარესებენ ნაყოფის რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვე­ნებლებს. ამიტომ აუცილებელი მცენარეთა დაცვის ინტეგ­რი­რებული ღონისძიებები აგროვადების მკაცრი დაც­ვით.

სარეველების კონტროლისთვის გამოიყენება როგორც მექა­ნიკური, გაფხვიერება-გამარგვლის მეთოდი, ასევე ქი­მი­უ­რიც ჰერბიციდები, რომელიც ბაღში შეაქვთ მწკრი­ვებში 80-100 სმ-ის ზოლებად. ბაღში იყენებენ კონტაქტურ და სის­ტემურ პრეპარატებს აღმოცენებამდე და აღმოცენების შემ­დეგ. გასათ­ვა­ლისწინებელია, რომ ჰერბიციდი არ მოხვ­დეს მცენარის მწვანე ნაწილებზე. სარეველების კონტრო­ლის­თვის რიგთა­შორისებში ახდენენ ვეგეტაციის პერიოდში ხში­რი თიბვით. ასე­ვე საჭიროა სეზონის განმავლობაში რიგთა­შო­რისების მრავალჯერადი კულტივაცია.

ბაღში დამტვერვის აუცილებლობიდან გამომდინარე ძი­რი­თად ჯიშთან ერთად მიზანშეწონილია გავაშენოთ 1-2 დამამტვერიანებელი მცენარე.

ზეთისხილის კარგი მსხმოიარობისათვის დიდი მნიშვ­ნელობა აქვს მის წესიერ გასხვლას, რომელიც ტარდება 2-3 წელიწადში ერთხელ – გაზაფხულზე. მოცილებული უნდა იქნეს ძირის ამო­ნაყრები, თუ ის გასამრავლებლად საჭირო არაა. განასხ­ლავი ჭრილობები საჭიროა დამუშავდეს (წაესვას) ბაღის მალა­მოთი.  შემოდგომით ხის ტანი და მთავარი ტო­ტე­ბი უნ­და შეთეთრდეს კირის 10%-იანი ხსნარით.

ზეთისხილის ნაყოფი იკრიფები იმის მიხედვით თუ რა მიზნი­სათვის არის ის გათვალისწინებული.  ზეთის მისა­ღებად ან დასამწნილებლად უნდა მოიკრიფოს ნოემბერ-დეკემ­ბერში. მწვანედ დასამწნილებლად კი მის სრულ სიმწი­ფემდე – აგვისტო-სექტემბერში. ზეთის გამოხდა მხოლოდ მწიფე ნაყოფისგანაა შესაძლებელი.

რეზო ჯაბნიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი