ტუნგის ხე – ცხიმის მომცემი ძვირფასი კულტურა

ცხიმისმომცემი კულტურების წარმოებას ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. როგორც ქართველი სპეციალისტები ასკვნიან, თუ აგროტექნიკა და წარმოების ზონები სწორად შეირჩე-ვა, საკვებ, თუ ტექნიკურ მცენარეულ ცხიმზე, საქართველოს საკუთარი მოთხოვნილების მთლიანად დაკმაყოფილება შეუძლია.

ცხიმ-ზეთოვან კულტურებს მცენარეთა ისეთ ჯგუფს მიაკუთვნებენ, რომელთა მოვლა-მოყვანის ძირითად მიზანს ცხიმოვანი ზეთის მიღება შეადგენს. კარგად არის ცნობილი მცენარეული ცხიმოვანი ზეთების დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა. მათი მრავალი სახეობა ძვირფას ყუათიან პროდუქტს წარმოადგენს და თვალსაჩინო ადგილი უკავია ადამიანის საკვები მცენარეული ცხიმებით მომარაგების საქმეში, ნაწილს კი სხვადასხვა ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ. მაგალითად, მცენარეულ ზეთებს ფართოდ იყენებენ კვების მრეწველობაში, საკონსერვო და საკონდიტრო წარმოებაში, ქიმიურ, ლაქ-საღებავების, საპნის სახარშ, საფეიქრო და საპარფიუმერიო მრეწველობაში. მცენარეულ ზეთებს წარმატებით იყენებენ აგრეთვე მედიცინაში. ზეთსახდელი წარმოების ნარჩენები — კოპტონი, შროტი და სხვა ძვირფასი საკვებია პირუტყვისათვის.

ზეთოვანი კულტურები სხვადასხვა ბოტანიკურ ოჯახებს მიეკუთვნება, მათგან გავრცელებისა და გამოყენების მიხედვით აღსანიშნავია: მზესუმზირა და ალისარჩული — რთული ყვავილოვანთა ოჯახიდან, აბუსალათინი — რძიანასებრთა ოჯახიდან, მდოგვი და რაფსი — ჯვაროსანთა ოჯახიდან, სოია და არაქისი — პარკოსანთა ოჯახისგან. ზოგიერთი ზეთოვანი მცენარე ტროპიკული ან სუბტროპიკული წარმოშობისაა და ხე-მცენარეებად იზრდება (პალმა, კაკაოს ხე, ქონის ხე და სხვა), ზოგიერთები ბალახოვანი მცენარეებია და ზომიერი კლიმატის ქვეყნებში (სოია, მზესუმზირა, რაფსი, სელი და სხვა).

ცხიმოვანი კულტურების უმეტესობა ზეთს აგროვებს თესლში და ნაყოფში, მაგრამ ზეთი შეიძლება გროვდებოდეს აგრეთვე მცენარის სხვა ნაწილებშიც, მაგალითად: ქერქში, ბოლქვებში (მიწის ნუში), წყალმცენარეთა სპორებში და სხვა. ზოგიერთი ზეთოვანი მცენარეები იძლევა მაგარ ცხიმს (პალმა, კა-კაოს ხე, ცვილის ხე), ზოგიერთები კი თხევად ზეთს (ზეთის ხილი, ტუნგი, ბალახოვანი ზეთოვანები).

მსოფლიოში ცხიმოვანი კულტურებიდან წამყვანი ადგილი უჭირავს სოიას, არაქისს, მზესუმზირას, ზეთისხილს, მდოგვს, აბუსალათინს, და ხვა. დღეს მსოფლიოში ზეთოვან კულტურებს მილიონობით ჰექტარი სავარგული უჭირავს.

საქართველოში გავრცელებულ მრავალწლიან სუბტროპიკულ მცენარეთა შორის ტუნგს დაკავებული ფართობებითა და სახალხო სამეურნეო მნიშვნელობით საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ტუნგის ხის ნაყოფის გულიდან (თესლიდან) მიიღება მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტექნიკური ზეთი, რომელსაც მრეწველობის სხვადასხვა დარგში მრავალმხრივ იყენებენ. ტუნგის ზეთი სწრაფად შრება, მისგან საუკეთესო სანდალოზი (ლაქი), მინანქარი, საღებავები, რომლებიც არაჩვეულებრივი გამძლეობით, სიმტკიცით, ელასტიურობით და წყალუჟონაობით გამოირჩევა. მასზე არ მოქმედებს ტენი, სიმჟავე, მარილი, ელექტრომუხტი და სხვა. ტუნგის ზეთი ლითონს იცავს კოროზიისგან, ხოლო ხის ნაკეთობებს — ლპობისგან.

ტუნგის ზეთზე დამზადებული სანდალოზითა და საღებავებით ღებავენ თვითმფრინავებს, მსუბუქ ავტომანქანებს, სამგზავრო ვაგონებს, ავეჯს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, ჰიდროტურბინების წყალქვეშა ნაწილებს. ტუნგის ზეთისგან დამზადებული საღებავები იცავს გემების წყალქვეშა ნაწილებს დაჟანგვისგან, ამასთან გალაქულ ზედაპირს ვერ ეკვრება ზღვის ნიჟარები, რომლებიც გემის მოძრაობას ანელებენ. ტუნგის ზეთისგან მზადდება კაუჩუკის შემცვლელი, იყენებენ ტექნიკური რეზინის წარმოებაში, მსუბუქ მრეწველობაში, ლინოლიუმის, მუშამბის, ხელოვნური ტყავის, წყალგაუმტარი ქსოვილების დამზადებაში და სხვა. ტუნგის ზეთს იყენებენ როგორც ინსექტიციდს. ზეთის წარმოების ნარჩენები სათანადო გადამუშავების შემდეგ გამოიყენება სასუქად, ხოლო ნაჭუჭის და ზეთის ნამწვი საუკეთესო მასალაა უმაღლესი ხარისხის მელნის და ტუშის დასამზადებლად.

წარმოშობა

ტუნგის ხის სამშობლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია ითვლება. მისი ბუნებრივი ტყეები დღესაცაა შემორჩენილი ჩინეთში, იაპონიაში, ტაივანზე და ზოგიერთ სხვა ადგილებში.

საქართველოში ტუნგის მცენარე 1896 წელს იაპონიიდან პროფესორ კრასნოვის ექსპედიციამ შემოიტანა. იაპონიიდან ჩამოტანილი რამდენიმე ნერგი დარგეს ჩაქვის მაშინდელ საუფლისწულო მამულში, გზის გასწვრივ, მხოლოდ დეკორატიული მნიშვნელობით. ამ კულტურის სამრეწველო განვითარება ქვეყანაში მოგვიანებით, მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. პირველ წლებში პლანტაციებს იაპონური ტუნგისგან აშენებდნენ. ჩინური ტუნგის პირველი საცდელი ნარგაობა აჭარაში მხოლოდ 1932 წელს გა-შენდა. მასთან გამოვლინდა ჩინური ტუნგის უპირატესობა იაპონურ ტუნგთან შედარებით. ტუნგის პლანტაციები შენდებოდა დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, განსაკუთრებით: ოზურგეთში, ზუგდიდში, ლანჩხუთში, წალენჯიხაში, აფხაზეთის რაიონებში და სხვაგან. ტუნგი მოყავდათ ლა-გოდეხშიც. 1949-50 წლების ცივმა ზამთარმა და სხვა ხასიათის ფაქტორებმა ტუნგის პლანტაციებს სე-რიოზული ზიანი მიაყენა. შემდგომ წლებში თანდათან დაიწყო ტუნგის წარმოების აღორძინება და გასუ-ლი საუკუნის 80-იან წლებში ტუნგის პლანტაციების მოცულობამ 10 ათას ჰექტარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ერთი ცენტნერი ტუნგის ნაყოფის ფასი 45 მანეთს (საბჭოთა) აჭარბებდა. იმ პერიოდისთვის ქვეყანაში 20 ათას ტონამდე ნაყოფი მზადდებოდა.

ტუნგის ხე რძიანისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ამ გვარში ხუთი სახეობა შედის: ლუმბანგი, ანუ სანთლის ხე, რომელიც მხოლოდ აზიის ტროპიკულ რაიონებში იზრდება; ბაგილუმბანგი, ანუ რბილი ლუმბანგი, რომელიც წარმოშობით ფილიპინების კუნძულებიდანაა; ჩინური ტუნგის ხე, რომელიც გავრცელებულია ჩინეთის ცენტრალურ და ჩრდილო პროვინციებში; მთის ტუნგი გავრცელებულია ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში და ნაკლები ყინვაგამძლეობით ხასიათდება; იაპონური ტუნგის ხე, წარმოშობით იაპონიის სამხრეთიდანაა. საქართველოში ორი სახეობაა გავრცელებული ჩინური და იაპონური, თუმცა უპირატესობა ჩინურს ენიჭება, რადგან მისგან გამოხდილი ზეთი უფრო მაღალი ხარისხისაა.

ჩინური ტუნგის ხე საშუალო სიდიდის ფოთოლმცვენი მცენარეა. 8-10-მ.-მდე სიმაღლის იზრდება. ყვა-ვილები ჩვეულებრივ მტევნისებურ ყვავილებად არის შეკრებილი, რომელთა რაოდენობა 2-3-დან რამდენიმე ათეულამდე აღწევს. ნაყოფის ფორმა და ზომა ცვალებადია, უფრო ხშირად მომრგვალო ფორმისა გვხვდება. ნაყოფი ჩვეულებრივ ხუთბუდიანია, იშვიათად 3-6-ბუდიანი. მწიფე მომწვანო, მოწითალოა, მშრალი ნაყოფი კი მუქი, მურა ფერია.

იაპონური ტუნგის ხე და ნაყოფი გარეგნულად, თითქმის, ჩინურის ანალოგიურია. ორივე სახეობას კარ-გად განვითარებული ფესვთა სისტემა ახასიათებს.

ტუნგის ბიოეკოლოგიური თავისებურებები

ტუნგის ხე ბუნებრივ პირობებში მხოლოდ თვითჩათესვით მრავლდება. კულტურაში კი ვრცელდება, როგორც გენერაციულად — თესლით, ისე ვეგეტაციურად, მყნობით. ბუნებრივ პირობებში ტუნგის თესლის აღმოცენება 2-3 თვეს ჭიანურდება. ჩინური ტუნგის აღმოცენების უნარი 60-70% -ს არ აღემატება. იაპონური ტუნგისა კი — 80%-ს.

ტუნგის აღმონაცენი ძლიერ სწრაფი ზრდით ხასიათდება, განსაკუთრებით ჩინური სახეობის. მოსხმას 2-3 წლიდან იწყებს, იაპონური კი — მე-5-6 წლიდან.

ჩინური სახეობა სრულ მსხმოიარობას მე-6-7 წელს აღწევს, იაპონური კი — მე-10-12 წლიდან.

ტუნგის მსხმოიარობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და დიდ დიაპაზონში მერყეობს. სრულასაკოვანი ჩინური ტუნგის ერთ ხეს შეუძლია მოგვცეს 25-დან 100 კგ.-მდე ნაყოფი, იაპონურს კი — 17-დან 80 კგ.-მდე. ჩინური ტუნგის 1 კგ. გაწმენდილი თესლი დაახლოებით 250 ცალ მარცვალს შეიცავს, იაპო-ნური კი — 800 ცალს.

ჩინური ტუნგის მშრალ თესლის გულში ცხიმ-ზეთის შემცველობა 49-54%-ის ფარგლებში მერყეობს. მისი ზეთი სწრაფი შრობითა და სხვა განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდება. იაპონური ტუნგის ზეთიანობა 67-72%-აღწევს, მაგრამ მისი ზეთი შედარებით მდარე ხარისხისაა და უფრო გვიან შრება. აღსანიშნავია რომ იაპონური ტუნგის ვეგეტაციის პერიოდი 20-30 დღით უფრო მოკლეა, ვიდრე — ჩინურისა.

ჩინური ტუნგის ხის სიცოცხლის ხანგრძლივობა 30-35 წლის ფარგლებში მერყეობს, იაპონურისა კი — 50 წლამდე.

როგორც დაკვირვებებმა ცხადყო ზრდა-განვითარების და მსხმოიარობის ხასიათის მიხედვით ჩინური და იაპონური ტუნგის ხე საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს განსხვავება ყველაზე მეტად გამოიხატება აქტიურ ტემპერატურათა ჯამისადმი მათი მოთხოვნილების მიხედვით.

ჩინური სახეობის ნორმალური მომწიფებისათვის სავეგეტაციო პერიოდში 40000C -ზე მეტი ტემპერატურათა ჯამი სჭირდება, იაპონურს კი — 3200-35000C. ამიტომ არის რომ იგი ყოველთვის ასწრებს ნაყოფის ნორმალურ მომწიფებას, ჩინური ტუნგის ნაყოფი კი ცალკეულ წლებში სრულ ტექნიკურ სიმწიფეს ვერ ასწრებს. მისი ნაყოფის სრული მომწიფებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმდენად სავეგეტაციო პერიოდის საერთო მაღალ ტემპერატურათა ჯამს, არამედ იმას, თუ სითბოს როგორი ჯამი მოდის შემოდგომის თვეებზე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი). ამ პერიოდში როდესაც მომწიფება მიმდინარეობს, იგი არ უნდა იყოს 13000C-ზე ნაკლები.

ლიტერატურული წყაროების მიხედვით, თითქოს, ტუნგის ხე ნიადაგის მიმართ დიდად მომთხოვნი არ არის, მაგრამ ადგილობრივმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ფაქტობრივად ის ამ მხრივ საკმაოდ მომთხოვნია. ტუნგისთვის ხელსაყრელია ჰუმუსით მდიდარი, ღრმა წყალგამტარი ნიადაგი. იგი ძნელად ეგუება და ხშირად ხმება კიდეც მძიმე მექანიკური შემადგენლობის, მცირე სიღრმის, გადარეცხილ ნიადაგებზე. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ნიადაგის არეს რეაქციას, იგი ვერ ეგუება ტუტე და ძლიერ მჟავე ნიადაგებს. მისთვის ყველაზე უკეთესია სუსტი მჟავე და ნეიტრალური რეაქციის ნიადაგები (PH-4,5-7,0). ამ კულტურისთვის გამოსადეგია ტიპური წითელმიწები, გაეწერებული წითელმიწები, ყვი-თელმიწები, სუსტი და საშუალო ეწერი, უკარბონატო-ალუვიური, ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები.

ტუნგის აგროტექნიკა

წარმოებაში ტუნგის ხე ძირითადად თესლით მრავლდება. თესლს აგროვებენ წინასწარ, აპრობირებული სადედე ხეებიდან და სანერგეში აღზრდილ 1-2-წლიანი ნერგებით აშენებენ პლანტაციას.

ტუნგი ადვილად მრავლდება მყნობითაც და ეს მეთოდი ყველაზე უკეთესია ერთგვაროვანი უხვმოსავლიანი პლანტაციების გასაშენებლად.

ტუნგის პლანტაციის გასაშენებლად ნიადაგის პირველადი დამუშავების წესი ფართობის დახრილობის მიხედვით, სხვადასხვაა: ვაკე და 100-მდე დახრილობის ფართობებზე ტარდება ნიადაგის ერთდროული მთლიანი დამუშავება 40-45 სმ-ის სიღრმეზე. დაგეგმვა კი წარმოებს სწორკუთხოვანი წესით 7X4 მ. კვების ფართით. ჰექტარზე ამ წესით 360 მცენარე ირგვება. არსებობს ყანჩაველის რეკომენდაცია 8X7მ. კვების ფართით, ე.ი. ჰექტარზე 180 მცენარის განთავსებით.

ტუნგის ნერგის დასარგავად უნდა ამოვთხაროთ 40-50 სმ. სიღრმის ორმოები. ორმოში საჭიროა შევიტანოთ 10-20 კგ. ნაკელი ან ტორფი. ტუნგი ირგვება გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყების წინ პირველი მარტიდან პირველ აპრილამდე. დარგვის წინ ნერგებს უნდა შეეჭრას დაზიანებული ფესვები და საჭიროების მიხედვით დამოკლდეს, ამოივლოს წუნწუხში და დარგვისთანავე აიკრას სარზე. ნარგავს უნდა გაუკეთდეს ბუდნა და მოირწყას, შემდეგ კი ზემოდან ფხვიერი მიწა ან დაიფაროს მცენარეული მულჩით.

ტუნგის პლანტაციებში ნიადაგის მოვლა უნდა განხორციელდეს ნარგაობის ასაკისა და ფესვთა სისტემის განვითარების შესაბამისად. პირველ ხანებში მოვლა ნიადაგის გაფხვიერებაში და სარეველებისგან გაწმენდაში გამოიხატება.

ტუნგის ახალგაზრდა პლანტაციებში სიდერანტების თესვის ოპტიმალური ვადებია აპრილის მეორე ნახევარი, შემოდგომა-ზამთრის; აგვისტო-სექტემბერი და ოქტომბრის პირველი ნახევარი.

ტუნგის პლანტაციებში ნიადაგის დამუშავება ტარდება 10-12 სმ. სიღრმეზე, ამასთან ხესთან მიახლო-ებისას დამუშავების სიღრმე უნდა შემცირდეს, რათა ფესვთა სისტემა არ დაზიანდეს.

ტუნგის ნაყოფის უხვი და საღი მოსავლის მიღება დიდად არის დამოკიდებული პლანტაციებში სასუქის გამოყენებასთან, ამასთან აუცილებელია ტუნგის პლანტაციის ყოველი ნაკვეთი დამუშავდეს ინდივიდუალურად, ნიადაგის ნაყოფიერების, ასაკის, მდგომარეობისა გათვალისწინებით. ტუნგისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანულ სასუქებს: ნაკელს, ტორფ-კომპოსტს, კონცენტრირებულ ტორფ-მინერალს.

ნაკელის ან მისი შემცვლელის ყოველწლიური დოზა 3-5 წლიანი პლანტაციებისთვის ჰექტარზე 11 ტონაა, ძირზე — 30 კილოგრამია დადგენილი. 6-10 წლიანი ხეებისთვის ჰა. — 15 ტ. (40კგ.), ხოლო 10 წლიანი და უხნესი ნარგავებისთვის ჰა. — 18ტ. (50კგ.).

ტუნგის პლანტაციებში აზოტოვანი, ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქების გამოყენების დროს მხედველობაში მიიღება პლანტაციის ასაკი.

ფოსფორიანი და კალიუმიანი სასუქები, ხოლო აზოტოვანი სასუქებიდან ამონიუმის სულფატი შეაქვთ ერთხელ თებერვალ-მარტში, ამონიუმის გვარჯილა კი ორჯერ: დოზის ნახევარი — ყვავილობის დაწყებამდე 15-20 დღით ადრე და მეორე ნახევარში ყვავილობის დამთავრებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს 15 ივნისისა.

მინერალური სასუქების დოზები სხვადასხვა ასაკის ტუნგის პლანტაციისთვის კგ.ჰა. მოქმედი ნივთიე-რების მიხედვით.

ფიზიოლოგიურად მომწიფებული ნაყოფი თვითონვე იწყებს ცვენას, დეკემბრის შუა რიცხვებამდე დარჩენილი ნაყოფები კი უნდა ჩამოიბერტყოს.

„სუბტროპიკული კულტურების აგრონომიის საფუძვლები“,

/ვლადიმერ ხაბეიშვილი/  

ჟურნალი „ახალი აგრარული საქრთველო“ № 10

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.