ბრაზილიური კაკალი _ სელენის საბადო

ბრაზილიური კაკალი (ლათ. Bertholletia excelsa) _ კაკლის ნაყოფს სამხრეთამერიკული ბარტოლეტიას ხე ისხამს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებში იზრდება.

ბრაზილიური კაკალი ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა, რომელიც იშვიათი ვიტამინების და მინერალების წყაროა.
მაგალითად, 100 გრამ ბრაზილიურ კაკალში 27-ჯერ მეტი სელენია, ვიდრე ადამიანის ერთი დღის ნორმაა, ამიტომ დღეში 2-3-ზე მეტი კაკლის გულის მიღება​ რეკომენდებული არ არის.

მეორეს მხრივ ადამიანები, სიძვირის მიუხედავად ბრაზილიურ კაკალს სელენის დეფიციტის შესავსებად სულ უფრო ხშირად ყიდულობენ. ერთი კგ. ბრაზილიური კაკალი $35-40 ღირს და ადამიანის დღიური ნორმა 70-100 მიკროგრამია.

სელენის შემცველი ბრაზილიური კაკალი ადამიანის ორგანიზმს ანიჭებს ძალას, უძლიერებს იმუნიტეტს და საშიში დაავადებისადმი წინააღმდეგობის უნარს.

ამასთან ერთად, სელენი ადამიანის ორგანიზმს ეხმარება უკეთესად შეითვისოს იოდი და სხვა რთული მიკროელემენტები.

ასე გამოიყურება ბრაზილიური კაკლის გარჩეული ნაყოფი

საყურადღებოა, რომ ბრაზილიური კაკლის ბოროტად გამოყენება _ სელენის ჭარბად მიღება იწვევს გულისრევას, ღებინებას, დიარეას, დეპრესია და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას.

ბრაზილიური კაკლისადმი ამდენი საქებარი სიტყვის მიუხედავად, გურმანები და დეგუსტაციის სპეციალისტები აღიარებენ, რომ ის არომატით და გემუირი თვისებებით აშკარად ჩამორჩება ისეთ პოპულარულ კაკლოვნებს, როგორიცაა: ნუში, მაკადემია, კეში, კაკალი და თხილი. ამიტომ ადამიანები მას მხოლოდ მკურნალობის მიზნით, სელენის მარაგის შესავსებად და სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკის მიზნით იყენებენ.

სად იზრდება ბრაზილიური კაკალი
Упаковка бразильских орехов
120 გრამიან პაკეტებში შეფუთული ბრაზილიურ კაკალი, ფოტო: Uniagro

ბრაზილიური კაკალი სამხრეთ ამერიკაში ამაზონის დაბლობზე: ბრაზილიაში, ვენესუელაში, გვინეასა და სხვა ქვეყნებში იზრდება. ამიტომ ბრაზილიურ კაკალს ხშირად სამხრეთ ამერიკულ კაკალსაც ეძახიან. ყოველ შემთხვევაში, თქვენს მიერ შეძენილი ბრაზილიური კაკალი, დიდი ალბათობით, წარმოებული იქნება ბოლივიაში, სადაც ყოველწლიურად 20 000 ტონაზე მეტ (მსოფლიო ბაზრის 50%) კაკალს აწარმოებენ.

ბრაზილიაში, ბრაზილიურ კაკალს ბერტოლეტის მარცვლებს _ «Castanhas-do-Pará» ეძახიან.

მაკადემიისგან განსხვავებით ბრაზილიური კაკალი ხელოვნურად შექმნილ გარემოში ვერ ხარობს. ბერტოლეტიის გაშენება კულტივირებულ ბაღებში მომგებიან არ არის, რადგან ბუნებაში ბრაზილიური კაკლის მოსავლიანობა რამდენჯერმე აჭარბებს ხელოვნურად გაშენებული მცენარეების მოსავლიანობას. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ ამაზონის ტყეებში ბინადრობენ ბერტოლეტიის ხელოვნური დამამტვერიანებელი კრაზანები და ორქიდეის ფუტკრები გრძელი ხორთუმებით. სხვა მწერები უბრალოდ ვერ ახერხებენ ბერტოლეტიის ყვავილის მტვრიანამდე ჩაღწევას, ამიტომ მისი დამტვერიანება რთულდება და ნაყოფიერებაც მნიშვნელოვნად დაბალია.

Цветки бертолетии высокой опыляют лишь несколько видов насекомых
ბერტოლეტიის ყვავილების დამტვერვა მხოლოდ რამდენიმე სახის მწერებს შეუძლია, ამიტომ მათი ამაზინის ტყეების გარეთ ხელოვნურად გაშენება კომერციული მიზნით უეფექტოა. ფოტო:Marcelo Cavalcante/abelha.org.br

ბერტოლეტიის ნაყოფი გარეგნულად ქოქოსს ჰგავს, რომლის შიგნით რძის ნაცვლად აკურატულად არის ჩალაგებული მარცვლები.

ბუნებაში ბერტოლეტიას ხე 500 წელი ცოცხლობს, თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ნანახი აქვთ 1000 წელზე უხნესი ხეებიც.

ბრაზილიური ხეები სიმაღლეში 45 მეტრი იზრდება და ხშირად ვარჯის დიამეტრი 2 მეტრს აღწევს.

Диаметр ствола бертолетии высокой составляет, в среднем, 2 метра
ბერტოლეტიის დიამეტრი საშუალოდ 2 მეტრს აღწევს, ფოტო: cozinhandoosapo.blogspot.com
Дерево бразильского ореха
ბერტოლეტია ამაზონის ტყეებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხეა, ფოტო: Nando cunha/Wikimedia Commons
Сбор и добыча бразильских орехов (зерен из плодов бертолетии) в лесах Бразилии
ბრაზილიური კაკლის მოსავლის შეგროვება, ფოტო: A Embrapa

ბრაზილიური კაკლის მომწიფებული ნაყოფი თავისთავად ცვივა დაბლა, ამიტომ მისი მოგროვება საკმაოდ იოლია, მთავარია ნაყოფი, რომელიც 9 სართულია სახლის სიმაღლიდან მოფრინავს ადამიანს თავში არ მოხვდეს.

ბრაზილიური კაკალი ძალზე კალორიული პროდუქტია, 100 გრამი ნაყოფი 682 კილოკალორიას შეიცავს.

წყარო: good-tips.pro