ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაის“ მიმდინარეობის შედეგები (2016-2018 წლები)

ჩაის პლანტაციების აღდგენა-რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უკვე სამი წელია მიმდინარეობს, პირველ ეტაპზე ბენეფიციარებისთვის ითვალისწინებს ფინანსურ თანადაფინანსებას 70-90%-ის ფარგლებში, შეღავათიან ფასებში იჯარით ჩაის ნაკვეთების აღებას, ხოლო შემდგომ ეტაპზე კოოპერატივებისათვის ჩაის გადამამუშავებელი ტექნიკური აღჭურვილობის უფასოდ გადაცემას.

პროგრამა ,,ქართული ჩაი“ – რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო კურირებს 2016 წლიდან იწყებს მოქმედებას. აღნიშნული დადგენილების რეალიზაციის პროცესში აქტიურადაა ჩაბმული სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების კვლევის სამსახური და ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკური ცენტრი ,,ანასეული“. ბენეფიციართა განაცხადის  საფუძველზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრის სპეციალისტები ადგილებზე ამოწმებენ ჩაის პლანტაციების ყველა იმ კრიტერიუმებს, რაც განაპირობებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას (დასარევლიანების დონე, მეჩხერიანობა, ბუჩქის ცხოველმყოფელობა, დაავადების ხარისხი, მელიორაციული ფონი). იმ შემთხვევაში თუ პლანტაცია აკმაყოფილებს ძირითად კრიტერიუმებს, შესაბამის ნაკვეთებში ხდება ნიმუშების აღება და ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების (მჟავიანობა, ჰუმუსი, საკვები ელემენტები, ფიზიკური თვისებები) შესწავლა ანასეულის აკრედიტებულ ლაბორატორიაში. მიღებული მონაცემების საფუძველზე სამსახურის სპეციალისტები ბენეფიციარის თანამონაწილეობით ადგენენ აგროტექნოლოგიურ გეგმას შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალით შესაბამის ვადებში, ამასთანავე ბენეფიციარზე გაიცემა ცნობა და რეკომენდაცია ჩაის პლანტაციის აღდგენა-რეაბილიტაციაზე პროექტების მართვის სააგენტოში წარსადგენად.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ვალდებულება შემდგომში ითვალისწინებს ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციებში შესრულებული აგროტექნიკური სამუშაოების მონიტორინგს, რომლის საფუძველზე ბენეფიციარს გადაეცემა ცნობა სახელმწიფოსაგან თანადაფინანსებით განსაზღვრული თანხის მისაღებად.

პროგრამის ამოქმედების პირველ (2016) წელს ბენეფიციარებს განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენიათ ჩართული ყოფილიყვნენ პროექტის განხორციელებაში. ჩვენის აზრით ამ პერიოდისათვის საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში პირიქით, აქტიურად მიმდინარეობდა ჩაის პლანტაციების ამოძირკვა და თხილის კულტურის გაშენება, რადგან  თხილის საექსპორტო პროდუქციაზე მაღალი ფასები და მოთხოვნილება იყო. მიუხედავად ჩვენი დაჟინებული მოთხოვნისა და დასაბუთებისა მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო ჩაის კულტურა საქართველოში, წინა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ ყურად არ მიიღო მეცნიერების ნააზრევი და მძიმე განაჩენი გამოუტანა ამ დარგს.

    უკანასკნელ წლებში სამწუხაროდ მოვლენები ნეგატიურად განვითარდა. პლანეტაზე გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და მავნებელ-დაავადებათა მასიურად გავრცელების ფონზე განსაკუთრებით 2015 წლიდან საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში მნიშვნელოვნად იკლო სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოებამ. კატასტროფულად დაეცა თხილის მოსავალი და პროდუქციის ხარისხი, მიუხედავად ხელისუფლებისა და მოსახლეობის მიერ გატარებული რადიკალური ღონისძიებებისა მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლა რთული აღმოჩნდა. თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად სამრეწველო ბაღებში მრავალჯერადი (6-7) შეწამვლისა და სხვა აგროტექნიკურ ღონისძიებაზე გაწეული დანახარჯები ხშირ შემთხვევაში აჭარბებს შემოსავლებს, ამასთან ის მცირედი მოსავალიც კი რომელიც თხილის პროდუქციის სახით ექსპორტზე იგზავნება ხშირად უკან ბრუნდება პროდუქციაში ,,აფლატოქსინების“ შემცველობის გამო.

ასეთი ვითარების ფონზე მოსახლეობა ჩაის რეაბილიტაციისა და ახალი კულტურების (კენკროვნები) გაშენებისაკენ იღებს გადაწყვეტილებებს . მისასალმებელია ხელისუფლების თანადგომაც, როდესაც მცირემიწიან გლეხებს პროექტ ,,დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფო კენკროვანი კულტურების ასპროცენტიან დაფინანსებას სთავაზობს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე 2018 წელს საგრძნობლად იმატა ჩაის რეაბილიტაციის საკითხებზე ბენეფიციართა მომართვიანობამ. ისედაც სახელმწიფო საკუთრებაში სადღეისოდ არსებული ჩაის პლანტაციების მინიმალური რაოდენობა ვერ აკმაყოფილებს მათ მოთხოვნას, ამიტომ აქტუალური ხდება ჩაის ახალი პლანტაციების გაშენებაზეც ზრუნვა. ამ მხრივ მისასალმებელია აჭარის ხელისუფლების გადაწყვეტილება , როდესაც მიიღო დადგენილება და რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გამოყო 600 ათას ლარზე მეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცეცხლაურის ტერიტორიაზე 20 ჰექტარი ჩაის ახალი პლანტაციის გაშენების თაობაზე. სუბტროპიკული რეგიონის მოსახლეობამ უნდა გაითავისოს, რომ მათ საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგული მაქსიმალურად რომელიმე ერთი კულტურით არ იყოს დაკავავებული, ისე როგორც ეს მოხდა თხილის შემთხვევაში და ახლაც, როდესაც კენკროვანი კულტურების გაშენების ,,ბუმია“ – მოსახლეობას ურჩევთ ჩაის კულტურას ნუ ამოძირკვავენ და მათ სანაცვლოდ ჯერ კიდევ ჩვენი პირობებისათვის ნაკლებად შესწავლილი კულტურებით ნუ ჩაანაცვლებენ.

2016-2018 წლებში ჩაის რეაბილიტაციის საკითხებზე გაწეული მუშაობა როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეულ ბენეფიციართა მიერ ურთიერთგაფორმებული ხელშეკრულებების კანონიერ და მიზანმიმართულ საქმიანობაზე მიუთითებს – (იხ. ცხრილი N1) სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“-ს ფარგლებში ჩაის პლანტაციების

  აღდგენა-რეაბილიტაცია 2017-2018 წლებში   (უკვე გაცემულია თანადაფინანსება)

ცხრილი N1

გურია სამეგრელო იმერეთი
კოოპერატივი;

შ.პ.ს.

ფარ

თობი

ჰა.

კოოპერატივი

შ.პ.ს

 ფარ

თობი

ჰა.

კოოპერატივი

შ.პ.ს.

ფარ

თობი

ჰა.

ოზურგეთი, ლაითური

შ.პ.ს. ,,ჩაისა და სუბტრ-

ოპიკული კულტურების გადამამუშავებელი კომ-

ბინატი ,,მზიანი“

53,3

 

  ჩხოროწყუ- ს. ნაფიჩ-

ოვო კოოპ. ,,კოლხუ-

რი თაიგული“

20,0

 

ჭიათურა

ს.მანდაეთი

შ.პ.ს. ,,აგროკულტურა+“

19,21

 

ოზურგეთი ს.ნაგომარი

შ.პ.ს. ლაითურის ჩაის

საექსპორტო კომპანია“

24,78 წალენჯიხა ს.ჯვარი

შ.პ.ს. ,,ჯვარი-91“

48,8 ჭიათურა ს.ქვაციხე

კოოპერატივი ,,სა-

კურწე“

5,05
ოზურგეთი, ლაითური

შ.პ.ს. ,,ნატურა თი კომპ-

ანი“

15,5 წალენჯიხა ს.ჯვარი

ს.ეწერი, ს.საჩინო შპს

,,ჯვარი 91“

49,04 ტყიბული ს.წყნო-

რი შ.პ.ს. ,,გეოფლაუერი“

15,0
ოზურგეთი, ანასეული

შ.პ.ს. ანასეულის ექსპერ-

იმენტალური ჩაის ფაბრ-

იკა

5,97

 

წალენჯიხა ს.ნაკიფუ ს.ეწერი. შპს საინვესტიციო ჰოლდ-

ინგ ჯგუფი ,,ლაზი“

38,3

 

ხონი ს.დედალაუ-

რი ს.ს. ,,პანთანგიუ-

ანის საერთაშორ. ჰოლდინგ ჯგუფი“

33,9

 

ოზურგეთი ს.ნაგომარი

შ.პ.ს. ,,მარსი“

18,2 წალენჯიხა ს.ეწერი

26 მაისის სახ. ა/უ კო-

ოპერატივი ,,ლესა“

24,79 ხონი ს.ბოგინარა

კოოპერატივი ,,თა-

მარის ჩაი“

15,08
ოზურგეთი ს.ნაგომარი

კოოპერატივი ,,ჩაი გალ-

აქტიკა“

15,36

 

წალენჯიხა ს.ზღვაია

სააქციო საზოგადოება

,,ზღვაია“

44,19

 

ჭიათურა ს.ქვაციხე

კოოპ. ,ქვაციხის ჩა-

ის თაიგული“

7,04

 

 ოზურგეთი ს.ნასაკირა-

ლი შ.პ.ს. ,,ლუკა 2010“

 38,0  წალენჯიხა ს.ზღვაია

ს.ს. ,,ზღვაია“

 45,0  ჭიათურა ს.ნიგოზ-

ეთი კოოპ. ,,მთის

ჩაი“

 17,2
ოზურგეთი, გურიანთა

კოოპერატივი

,,ვაშნარი“

12,0 წალენჯიხა ს.ზღვაია

ს.ს. ,,ზღვაია“

37,96 ვანი ს.ფერეთა შპს

,,ფერეთა ჩაი“

18,4
 

სულ გურიაში

 

184,5

 

ჩხოროწყუ ს.ნაფიჩხ-

ოვო კოოპ. ,,კოლხური

თაიგული“

3,92

 

ჭიათურა ს.ზოდი

კოოპ. ,,ზოდის ჩაი“

 

9,05

 

 

 

წალენჯიხა შ.პ.ს. ,,როსტო 2016“ 6,54 ხონი ს.დედალაუ-

რი შ.პ.ს. ,,ოქროს ფოთოლი“

24,34
 

 

 

წალენჯიხა ს.ნაკიფუ

ს.ეწერი შ.პ.ს. ,,ლაზი“

30,54 ჭიათურა ს.გეზრ-

ული კოოპ. ,,ხავე-

რდოვანი ჩაი“

10,3
 

 

წალენჯიხა ს.ნაფიჩხ-

ოვო შ.პ.ს. ,,კოლხი 2018“

18,3 ტყიბული ს.ძირო-

ვანი ს.დაბაძველი

შ.პ.ს. ,,ტყიბულის

მთის ჩაი“

19,4
 

სულ სამეგრელოში

 367,4  ტყიბული ს.მანდი-

კორი შ.პ.ს. ,,რენეგ-

ეით თიი“

 15,0
 

 

 

 წყალტუბო ს.ოფუ-

რჩხეთი შპს ,,რენეგეით თიი“

 16,0
 

 

 ხონი ს.დედალაუ-

რი შ.პ.ს. ,,ქართუ-

ლი ჩაი ჩემპიონი“

 56,5
 

სულ იმერეთში

 281,5
 სულ  საქართველოში  833,6  

ჰა

 

როგორც მონაცემები გვაჩვენებს 2016-2018 წლებში გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პირველი ეტაპი შესრულდა 833,6 ჰექტარზე, მათ შორის გურიაში – 184,5 ჰექტარზე, სამეგრელოში 367,4 ჰექტარზე და იმერეთში 281,5 ჰექტარზე. ბენეფიციარებზე (შ.პ.ს., კოოპერატივი, სააქციო საზოგადოება) თანადაფინანსების სახით სახელმწიფოსაგან გაცემულია 2 მილიონზე მეტი ლარი. კოოპერატივებისათვის გათვალისწინებულია დამატებით ჩაის გადამმუშავებელი ტექნიკური აღჭურვილობის უფასოდ გადაცემა. პარალელურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები ამავე რეგიონებში 601,2 ჰექტარ ჩაის პლანტაციებში, რომლებიც უკვე გაცემულია იჯარით და თითოეულ მათგანზე შედგენილია სარეაბილიტაციო აგროტექნოლოგიური გეგმები (ცხ. 2)

ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციები რომლებზედაც გრძელდება აღდგენითი სამუშაოები სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“-ს ფარგლებში (601,2)

ცხრილი N 2

გურია იმერეთი სამეგრელო
 

 

მუნიციპალიტეტი

შ.პ.ს. კოოპერატივი

ფა-

რთ-

ობი

(ჰა)

მუნიციპალიტეტი

შ.პ.ს. კოოპერატივი

ფა-

რთ-

ობი

(ჰა)

მუნიციპალიტეტი

შ.პ.ს. კოოპერატივი

ფა-

რთ-ობი

(ჰა)

ოზურგეთი, ნარუჯა

შ.პ.ს. ,,გეოპლანტი“

117,3 ტყიბული ს. ცუცხვათი

შ.პ.ს. ,,ოკრიბა“

28,4 ჩხოროწყუ ს.მუხუ-რი შ.პ.ს. ,,კოლხი“ 33,0
ოზურგეთი, ლაითური

შ.პ.ს. ,,გეოპლანტი“

67,9 ტყიბული ს.ბუეთი

შ.პ.ს. ,,ოკრიბა“

26,9 ჩხოროწყუ ს.ნაფი-

ჩხოვო კოოპერატი-

ვი ,,მეგრული ჩაი“

10,1
ოზურგეთი, წვერმაღა-

ლა შ.პ.ს. ,,ნატურა თი

კომპანი“

38,07 ხონი. ს. მათხოჯი კო-

ოპერატივი ,,თამარის

ჩაი“

10,2 ზუგდიდი ს.რიყე

შ.პ.ს. ,,არიყე-2016“

14,3
ოზურგეთი, ლაითური

შ.პ.ს. ,,ეკო-ჩაი“

21,2 ჭიათურა ს.ქვაციხე

კოოპერატივი ,,ბიო-ჩაი“

5,0 მარტვილი, ს.სალ-

ხინო შ.პ.ს. ,,როიალ

დადიანი“

39,5
ლანჩხუთი ს.ჩოჩხათი

შ.პ.ს. ,,შავის ტყე“

62,6 წყალტუბო ს.გუმათი

შ.პ.ს. ,,რენეგეით თიი“

9,3 წალენჯიხა ს. ეწე-

რი კოოპერატივი

,,ლესა“

5,8
ლანჩხუთი ს.მამათი

შ.პ.ს.  ,,მთაი-ნათი“

5,1 ხონი ს.დედალაური

შ.პ.ს. ,,ოქროს ფოთოლი“

29,7 მარტვილი ს.კურ-

ზუ ს.ტალერი შ.პ.ს.

,,მეგრული ჩაი“

34,8
თერჯოლა ს.ეწერი

კოოპერატივი ,,ედემი“

6,0
 

 

ხონი ს.დედალაური

შ.პ.ს. ,,მარადი-2016“

36,1
სულ გურიაში 312,2 სულ იმერეთში 151,6 სულ სამეგრელოში 137,8

    როგორც წინასწარმა შესწავლამ დაგვანახა, სარეაბილიტაციოდ შერჩეული ჩაის პლანტაციები არაერთგვაროვნებით ხასიათდებიან. ფართობების უმეტესობა მიეკუთვნება გატყევებულ , ძლიერდასარევლიანებულ კატეგორიას, არიან ნაკვეთები რომლებზედაც წლების განმავლობაში ვერ ატარებდნენ აგროტექნიკურ ღონისძიებებს, ვერ შექონდათ საჭირო რაოდენობის მინერალური სასუქები – მიუხედავად საკუთრების ფორმისა ფუნქციონირებდნენ და მისგან ამზადებდნენ ძირითადად უხეშ ნედლეულს.

    სარეაბილიტაციოდ განკუთვნილი თითოეული ნაკვეთიდან აღებული ნიადაგის შერეული ნიმუშების ქიმიური და ფიზიკური ანალიზის შედეგები გვარწმუნებს, რომ პლანტაციებში რომლებშიდაც ფაქტობრივად 20-25 წლის განმავლობაში არ შეტანილა მინერალური სასუქები, დარღვეულია საკვები ელემენტების შემცველობის ბალანსი , თუმცა შიმშილი არ შეიმჩნევა, რაც საშუალებას გვაძლევს რეაბილიტაციის სწორად ჩატარების პირობებში ბუჩქების აღდგენითი პროცესები უმოკლეს დროში განხორციელდეს. სარეაბილიტაციო ჩაის პლანტაციების უმეტეს ნაკვეთებში მჟავიანობა შენარჩუნებულია და იგი კორექტირებას არ საჭიროებს. რაც შეეხება ჰუმუსის შემცველობას იგი საშუალოზე მაღალია. მას შესამჩნევი კლება არ განუცდია, რაც ჩვენის აზრით გატყევებულ ჩაის ნარგაობაში ყოველწლიურად ბიომასის ნიადაგში დაგროვებისა და ორგანული მასის ზრდის შედეგია.

    სარეაბილიტაციოდ განკუთვნილ ჩაის პლანტაციებში ნიადაგის განოყიერებისას, ყურადღებას ვაქცევთ ნიადაგის ხარისხობრივ მაჩვენებლებს. თუ ნიადაგი ღარიბია სამივე საკვები ელემენტებით (NPK) საჭიროა გამოყენებულ იქნას რთული კომპლექსური სასუქები, სუპერაგრო, ამოფოსკა, დიამოფოსკა და სხვა. სხვა შემთხვევაში განოყიერება უნდა მოხდეს მარტივი სასუქების გამოყენებით. მარტივი სასუქების ფორმების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იქნას ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლები და შეივსოს იმ საკვები ელემენტებით, რომლის დეფიციტია ნიადაგში, რომ არ დაირღვეს მინიმუმის კანონი. თუმცა პრაქტიკამ დაგვარწმუნა , რომ სარეაბილიტაციო პლანტაციების უმეტესობა პირველ წლებში რთული კომპლექსური სასუქებით გამოკვებას საჭიროებენ. ჩვენ ბენეფიციარებს კიდევ ერთხელ გვინდა ურჩიოთ, რომ სარეაბილიტაციო ნაკვეთებიდან პირველ წლებში სრულმოსავლიანი პლანტაციის ფორმირებამდე ბიო-ჩაის წარმოება მიგვაჩნია მიზანშეუწონლად. რადგან მძიმედ და ნახევრადმძიმედ გასხლულ პლანტაციებში პირველ ეტაპზე აუცილებელია ბუჩქების ფორმირება და შეფოთვლა, რაც უპირველეს ყოვლისა იოლად მიიღწევა მინერალური სასუქების შეტანის ფონზე. როდესაც მოხდება ბუჩქების სრულყოფილი ფორმირება შემდეგ უკვე შესაძლებელია თანდათანობით ორგანულ-მინერალურ სასუქებზე გადასვლა და ბიო-ჩაის წარმოება. ამრიგად ბიო-ჩაის წარმოება უნდა დავიწყოთ ჰერბიციდების გამოყენების აკრძალვით, მინერალური სასუქების თანდათანობით შემცირებით და ორგანულ-მინერალური სასუქების დოზების ზრდით. ამასთან უნდა შევეგუოთ იმ აზრსაც, რომ ორგანულ-მინერალური სასუქების გამოყენების ფონზე პლანტაციების პოტენციური მოსავლიანობა დაბალი იქნება.

    მიუხედავად გაწეული სერიოზული ღონისძიებებისა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროცესში გამოვლინდა რიგი გაუთვალისწინებელი ნაკლოვანებები და ხარვეზები:

  1. სარეაბილიტაციოდ შერჩეული ჩაის ნარგაობები ძირითადად მცირეკონტურიანი, ფერდობ ადგილებზე განლაგებული ნაკვეთებია, სადაც სამუშაო პროცესების შესრულება ხელით, ან მცირე მექანიზაციის საშუალებითაა შესაძლებელი, რაც სერიოზულად ზრდის შრომის დანახარჯებს, ხოლო ვაკე ადგილებზე განლაგებულ პლანტაციებში მობილური ტექნიკური საშუალებების სიმცირე და გაუმართაობა აფერხებს სარეაბილიტაციო სამუშაოების კალენდარულ ვადებში ჩატარებასა და შესრულების ხარისხსს.
  2. სარეაბილიტაციო პლანტაციების უმეტესობა შემოუღობავია. ფაქტია, რომ სახელმწიფო პროგრამა ,,ქართული ჩაი“ შემოღობვის დაფინანსებას არ ითვალისწინებს, თუმცა ჩვენი აზრით, დაუცველ პლანტაციებში რეაბილიტაციაზე გაწეული ხარჯები არაეფექტური იქნება.
  3. ჩაის სარებილიტაციო პროგრამა 3 წელზეა გათვლილი. თუმცა გამოვლინდა ფაქტები, რომ იქ სადაც სამუშაოები 2016 წელს ჩატარდა მომდევნო 2017 და 2018 წლის სავეგეტაციო პერიოდში სათანადო ფინანსების უქონლობაის გამო გართულდა მოვლითი ღონისძიებების გატარება. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია რეაბილიტაციის მეორე და მესამე წელს ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული სამუშაოების სახელმწიფოსაგან თანადაფინანსება. ბენეფიციარები თავისი ბიუჯეტით ვერ შეძლებენ დაგეგმილი სამუშაოების ბოლომდე მიყვანას. უკიდურეს შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გაწეული ხარჯები ბენეფიციარის მიერ ანაზღაურებული იქნას პლანტაციების სრულმოსავლიანობაში შესვლის შემდეგ.
  4. სარეაბილიტაციო პლანტაციებში ადგილი აქვს რეკომენდირებული სასუქების შეტანის, ფორმებისა და დოზების თვითნებურად ცვლას. იყო შემთხვევები როდესაც ნაცვლად კომპლექსური მინერალური სასუქებისა დაფიქსირდა თხევადი ორგანულ-მინერალური სასუქების (ბლექჯეკი) შეტანა. ჩვენის აზრით რეაბილიტაციის პირველ წლებში ასეთი სასუქების გამოყენება დაბალეფექტურია.
  5. ისევე როგორც სხვა კულტურებში , ჩაის პლანტაციების ექსპლუატაცია და ნედლეულის გადამუშავება სათანადო შრომით რესურსებს საჭიროებს ცოცხალი მუშახელის სახით. სამწუხაროდ დღევანდელი მდგომარეობით სოფლად არსებული შრომის უნარიანი მოსახლეობა 15-20 %-ით ვერ დააკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნებს. აქ უკვე უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო ბერკეტები, სოფლიდან მიგრირებული მოსახლეობის უკან დაბრუნებისა და მათთვის ადგილზე დასაქმების უზრუნველყოფის მიზნით.
  6. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია არ ნიშნავს ერთჯერადი ღონისძიებების ჩატარებას, ჩაის კულტურას ესაჭიროება ყოველწლიურად ტექნოლოგიური სქემით გათვალისწინებული სამუშაოების დროულად და ხარისხოვნად შესრულება. ამისთვის კი აუცილებელია მეჩაიე სპეციალისტები, რომელთა დეფიციტს სოფლის მეურნეობა ათეული წლებია განიცდის. შექმნილი ვითარება დღის წესრიგში აყენებს სპეციალისტების მომზადება-გადამზადების საკითხის მოგვარებას, რომელიც ჩვენის აზრით ცენტრ ,,ანასეულის“ ბაზაზე უნდა განხორციელდეს.
  7. მეჩაიეობის რეაბილიტაცია არ ნიშნავს მხოლოდ ბიოლოგიურად ხანდაზმული ჩაის ნარგავების გაახალგაზრდავებასა და ხალხის სამსახურში ჩაყენებას. დარგის რეაბილიტაცია უნდა ითვალისწინებდეს ჩაის ახალი პლანტაციების გაშენების აუცილებლობასაც, რომლის მოტივაცია მოსახლეობაში რეალურად არსებობს. ჩაის ძველი პლანტაციების რეაბილიტაციის პარალელურად უკვე არსებობს წინაპირობა იმისა, რომ ჩაის ახალი პლანტაციების თანადაფინანსების საკითხი პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ ჩამონათვალშიც შევიდეს.
  8. მიუხედავად მრავალჯერ დაანონსებისა კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მეჩაიეობის დარგის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სუბტროპიკულ ზონაში ეკონომიკის საბაზისო დარგის განვითარებას, მოსახლეობის მიგრაციის შეჩერებას, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით როგორც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებას, ასევე საექსპორტო პროდუქციის გაზრდას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ საქართველო ერთადერთი ჩაის მწარმოებელი ქვეყანა იქნება.

 ზაურ გაბრიჩიძე, სმმ დოქტორი, პროფესორი,

 იოსებ ბასილია, სმმ დოქტორი,

 რუსუდან ტაკიძე, სმა დოქტორი,

 ვლადიმერ ბოკუჩავა, ინჟინერ-ტექნოლოგი,

  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *