აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

დახურულ გრუნტში ბოსტნეული კულტურების  წარმოების გაზრდის წინაპირობები

საქართველოში დახურულ  გრუნტში ბოსტნეული კულტურების მოსავლიანობის გაზრდა მნიშნელოვანი საქმე, რათა ქვეყან რაც შეიძლება ნაკლებად იყოს იმპორტზე და სრულად დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება. საქართველო  ზამთრის  და ადრე გაზაფხულის პერიოდში ძირითადად ბოსტნეული კულტურების პროდუქციის იმპორტზეა  დამოკიდებული. საქსტატის ბოლო წლების მონაცემებით საქართველოში ყოველწლიურად შემოდის ბოსტნეული კულტურების – კიტრი,პომიდორი, წიწაკა და ბადრიჯანის პროდუქცია ათეულობით  მილიონი ლარის ღირებულების. რომ მოხდეს ბოსტნეული კულტურების პრო- დუქციის იმპორტის სწრაფი ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოების პროდუქციით აუცილებელია ყურადღება მიექცეს შემდეგ საკითხებს:
ფერმერების საკუთრებაში არსებული ძველი აშენებული სათბურების რეკონსტრუქცია ენერგოეფექტურ სათბურებად

ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ფერმერების საკუთრებაში არსებობს მრავალი სასათბურე მეურნეობები, რომლებიც ზამთრის პერიოდში დატვირთვით ვერ მუშაობენ. ამის პირველი მთავარი   მიზეზი ის არის რომ, ისინი გასათბობად მოითხოვენ სერიოზულ ენერგეტიკულ დანახარჯებს, ამიტომ ბოსტნეული კულტურების მოყვანა საწვავის მაღალი დანახარჯების გამო არარენტაბელურია. უნდა აღინიშნოს რომ მიუხედავად ამისა ზემოთხსენებული სათბურების ღირებულება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან მათი მშენებლობისათვის სერიოზული ფინანსური საშუალებებია დახარჯული, როგორც საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე სახელმწიფოს მხრიდან და უშუალოდ ფერმერების ფინანსური მონაწილილეობით. ამჟამად აუცილებლობას წარმოადგენს რომ ზემოთხსენებულ სათბურებს ჩაუტარდეს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. ამისათვის საჭირო იქნება სათბურის კონსტრუქციაში დამატებითი სისტემების ჩართვა და გათბობის სისტემის განახლება. შედეგად მივიღებთ მაღალ ენერგოეფექტურ სათბურებს, სადაც ბოსტნეული კულტურების პროდუქციის წარმოება რენტაბელური იქნება.

ენერგოეფექტური სათბურების პოპულარიზაცია და მათი გავრცელების ხელშეწყობა

ჩვენი ქვეყნის კლიმატური პირობების გამო ზამთრის პერიოდში ბოსტნეული კულტურების პროდუქციის წარმოების მოცულობის  გაზრდა,  თანამედროვე ენერგო- ეფექტური სათბურების გარეშე,  შეუძლებელია.  განსაკუთრებით დეკემბერი, იანვარი, თებერვლის  თვეებში სასათბურე მეურნეობებში ძირითადი დანახარჯების წილი გასათბობ მასალებზე  მოდის. ზოგიერთი ენერგოეფექტური სათბურის ენერგოეფექტურობა ძალიან მაღალია, ამიტომ სახელმწიფოსათვის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ მიზანს  უნდა წარმოადგენდეს ასეთი ტიპის სათბურების პოპულარიზაცია და მათი გავრცელების  ხელშეწყობა. ენერგეოფექტური სასათბურე ტექნოლოგიებიდან მსოფლიოში გამოკვეთილია  შემდეგი: მიწისქვეშა სათბური, მყარკედლიანი (აგურის კედელი) სათბური, ორმაგი სათბური. ამ ტექნოლოგიებიდან ყველაზე ენერგოეფექტური სათბური არის მიწისქვეშა სათბური, შემდეგ მოდის მყარკედლიანი სათბური, ამის შემდეგ კი ორმაგი (დუბლი) სათბური.

სასათბურე ფერმერული მეურნეობებისათვის სათბობ მასალებზე სუბსიდირების პოლიტიკის განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან

ჩვენს ქვეყანაში  სტანდარტული, ქარხნული წარმოების სასათბურე მეურნეობები მცირე ფართობებზეა განთავსებული. აუცილებელია სასათბურე მეურნეობების ფართობების ინტენსიური ზრდა, რომლისკენ ჩვენმა სახელმწიფომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა. ამ დარგის ინტენსიური განვითარება შეუძლებელია სუბსიდირების პოლიტიკის გარეშე.       ფერმერებისათვის რომლებიც ჩართულნი იქნებიან ზამთრის პერიოდში ბოსტნეული კულტურების პროდუქციის წარმოებით, გარკვეულ სუბსიდიებს უნდა ღებულობდნენ სახელმწიფოს მხრიდან გასათბობი ენერგეტიკული რესურსების ხარჯვის სეგმენტში. მსგავს პოლიტიკას  ახორციელებს ჩვენი მეზობელი თურქეთი სასათბურე მეუნეობების მიმართ და ეს აუცილებელია საქართველოშიც განხორციელდეს.

იაფი ენერგორესურსების გამოყენება

საქართველოში სასათბურე მეურნეობების გასათბობად უკვე მოპოვებული თერმული წყლე-ბის საბადოები ჯერ კიდევ არ არის რაციონალურად გამოყენებული, ზოგიერთი თერმული   წყარო საერთოდ არ არის გამოყენებაში და იკარგება ასეთი ძვირფასი ენერგორესურსები ზამთრის პერიოდში. მეცნიერების დასკვნით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებობს   თემული წყლების საბადოები, რომლის მოპოვება აქტიური საკითხი უნდა იყოს ქვეყნის განვითარებისათვის.  თერმული წყლის გარდა სათბურების გასათბობად კარგ დამხმარე საშუალებას წარმოადგენს ქარის მიკროელექტროგენერატორების, მზისგან მიღებული ელექტროენერგიის და თბოენერგიის, ნახერხის ბრიკეტების, სვადასხვა ორგანუ ლი მასალების და ნარჩენებისგან მიღებული ბიოსაწვავის გამოყენება.

        ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები ურთიერთდამოკიდებულებაშია ერთმანეთთან და ამ საკითხების განხორციელება სერიოზულ ცვლილებებს მოიტანს ქვეყნის მდგრადი განვითარების მიმართულებით. სასათბურე მეურნეობის განვითარება საქართველოში ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, როგორც სოფლის, აგრეთვე ქალაქის მოსახლეობისათვის.

ბოსტნეული კულტურების პროდუქციის წარმოების  გაზრდით საქართველოს შუძლია არა  მარტო ჩაანაცვლოს იმპორტი თავისი პროდუქციით, არამედ ბოსტნეული კულტურების პროდუქციის სერიოზული ექსპორტიორი ქვეყანა გახდეს. ამის პოტენციალი საქართველოს ჰქონდა და დღესაც გააჩნია, მაგრამ ამ საკითხებს უნდა კომპლექსური მიდგომა და განხორციელება სახელმწიფოს, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და კერძო სექტორის   მხრიდან.

გიორგი ბადრიშვილი,

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი,

ფრიდონ სანაია, 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი