ეკონომიკური კანონები და კატეგორიები

ეკონომიკური ცოდნის მცირე საგანძურში, რომელიც ფერმერებისთვის მომზადდა, მოკლე, ლაკონური განმარტებების სახით ასახულია ეკონომიკური ცოდნის ძირითადი პრინციპები, პოზიციები, მოთხოვნები, მოტივაციები, დაკავშირებები, ახლებური მიმართულებები, მომავლის ხედვა

ეკონომიკური კანონი იგი არის ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს შო­რის მდგრადი, მუდმივგანმეორებადი მიზეზობრივ-შედეგობრივი კავ­ში­რი და ურთიერთგაპირობებულობა.

 ეკონომიკური კანონი მოვლენათა არსია მოძრაობაში. მოვ­ლე­ნები არსს რომ ემთხვეოდეს, მაშინ ყოველგვარი მეცნიე­რება ზედმეტი იქნებოდა. კანონი დაფარულია. მსოფლიო მიზი­დულობის კანონი რომ ხიდან ნაყოფის ჩამო-ვარდნაში ჩანდეს, მაშინ მისი აღმოჩენა არ იქნებოდა საჭირო.

საყოველთაო ეკონომიკურ კანონებს მარადიული ხასიათი აქვს და საერთო-საკაცობრიო ნიშნებით ხასიათდება, მოქმედებენ ყველა ეპოქაში.

საყოველთაო ეკონომიკური კანონებია:

შრომის მზარდი ნაყოფიერების;
შრომის დანაწილების (საერთაშორისო);
ფულის მიმოქცევის;
ღირებულების;
დროის ეკონომიის;
მოთხოვნილების განუხრელი ზრდის;
მოთხოვნის;
საქონლის მიწოდების;
განსაკუთრებული ეკონომიკური კანონებია (ისინი განსაკუთრებული ქვე-სისტემისთვის, სფეროებისთვის არის ნიშანდობლივი):

საბაზრო ურთიერთობის;
ნატურალური მეურნეობის.
ეკონომიკური კანონები, როგორც ბუნების კანონები, ადა­მიანთა ნება-სუ-რვილისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ, მაგრამ ადამიანებს შეუძლიათ მათი შეცნობა და გამოყენება თა­ვიანთ პრაქ­ტიკულ მოღვაწეობაში, რაშიც ეხმარება ეკონო­მიკური მეც­ნიე­რება.

ეკონომიკური კანონების მოთხოვნების განხორციელების სისტემა ვლინდება ეკონომიკურ (სამეურნეო) მექანიზმში.

ეკონომიკური კანონებისაგან განსხვავებით არსებობს ნორმატიული კანონებიც, რომელთა შემოღებაც შეიძლება და გაუქმებაც. მათ იურიდიული ძალა აქვს.

ნორმატიული (იურიდიული) კანონები ხელს უწყობენ ეკონომიკური კა-ნონების რეალიზაციას.

ეკონომიკური მეცნიერება იცნობს აგრეთვე ეკონომიკურ კატეგორიებს. ისინი განმაზოგადებელი ცნებებია, რომლებიც მოვლენებისა და პროცესების უზარმაზარი რაოდენობის არსს ასახავენ, ეროვნული სიმდიდრის მოძრაობის ძირითადი ფორ­მების თეორიულ გამოხატულებას წარმოადგენენ და ამ ფორ­მების არსებითი ნიშნების ამსახველი განმაზოგადებელი ცნებე­ბია. მაგალითად, როცა ვამბობთ: საქონელი (ეკონომიკური კატე­გორიაა) არის პროდუქტი დამზადებული ბაზრისათვის, ამ შემ­თხ­ვევაში პროდუქტი, საყოველთაობაა, ბაზრისათვის–განსა­კუთ­რებულობა, ხოლო თვით საქონელი–ერთეული, როგორც ნამდვილი.

ეკონომიკური კატეგორიები შეიძლება დაიყოს:

თანაფარდობით ანუ რეფლექსურ კატეგორიებად;
კანონის ტიპის კატეგორიებად.
ცნების გამომხატველ სიტყვას ტერმინი ეწოდება. ჩვეუ­ლებრივი სიტყვებისაგან განსხვავებით ტერმინები ზუსტ განსაზ­ღვრულობას ექვემდებარებიან. ეკონომიკური ტერმინი ისევე გან­ს­ხ­ვავდება სიტყვისაგან, როგორც მსჯელობა –წინადადე­ბისაგან.

კატეგორიად გვევლინება ცნება, რომელიც შეიცავს ზოგადობის, განსა-კუთრებულობისა და ერთეულის მომენტებს.

ეკონომიკური მეცნიერების კლასიფიკაცია

ეკონომიკურ მეცნიერებათა საფუძველია ზოგადი ეკონო­მი­კური თეორია, რომელიც ზოგად თეორიულ ეკონომიკურ პრობ­ლემებს სწავლობს. კონკრეტული ეკონომიკური მეცნიე­რებანი კი ლოკალური ხასიათისაა და სპეციფიკურ ეკონომიკურ მოვლენებს სწავლობენ.

ეკონომიკური მეცნიერების განვითარების კვალობაზე ზოგად ეკონომიკურ თეორიაში გამოიყო შემდეგი ძირითადი ნაწილები: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, მეზოეკონომიკა და მეგაეკონომიკა.

მიკროეკონომიკა შეისწავლის ლოკალური ბაზრისა და მისი ცალ­კეული სუბიექტების (კორპორაცია, ფირმა და ა.შ.) ეკონომიკურ ფუნ­ციო­ნირებას;

მიკროეკონომიკა (ბერძნ. „მცირე“)–ეკონომიკური მეც­ნიე­რების ნაწილი, განაყოფი, სფერო, რომელიც დაკავში­რებულია შედარებით მცირე მასშტაბის ეკონომიკური პროცე­სების, სუბიექტების, მოვლენების, ძირითადად კი საწარმოების, ფირმების, მეწარმეების, მათი სამეურნეო საქმიანობის, მათ შორის ეკონომიკურ ურთიერთობათა შესწავლასთან, მოხმარე­ბის, ფასების დანახარჯების, მოგების გათვალისწინებით–მიკროეკონომიკის ყურადღების ცენტრშია მწარმოებლები და მომხმარებლები, მათ მიერ წარმოების, გაყიდვის, ყიდვის, მოხმარების მოცულობათა მიმართ გადაწყვეტილებების მიღება.

მიკროეკონომიკა სწავლობს აგრეთვე სუბიექტების საბაზ­რო ქცევის წესს, წარმოების, განაწილების, გაცვლის, მოხმა­რების პროცესში მათ შორის ურთიერთობებს. იგი შეისწავლის აგ­რეთ­ვე მწარმოებლებს, მეწარმეებსა და სახელმ­წიფოს შორის ურთიერთობას.

 მაკროეკონომიკა შეისწავლის მთლიანი ეროვნული ეკონომიკური სის­ტე­მის, როგორც მაკრობაზრის განვითარებათა კანონზომიერე­ბებს;

მაკროეკონომიკა–მსხვილმასშტაბიან ეკონომიკურ მოვლენებსა და პროცესებს სწავლობს. იგი ქვეყნის ეკონომიკას, მთლიანად მის მეურნეობას ეხება. მისი შესწავლის ობიექტს წარმოადგენს მთელ მეურნეობაზე კრებსითი, განმაზოგადებელი მაჩვენებლები, როგორიცაა ეროვნული სიმდიდრე, საერთო ეროვ­ნული და საერთო შიდა პროდუქტი, ეროვნული შემოსავა­ლი, სახელმწიფო და კერძო ჯამური ინვესტიციები, მიმოქ­ცევაში ფულის საერთო რაოდენობა.

მაკროეკონომიკა ერთდროულად სწავლობს და იკვლევს ქვეყნის საშუალო ეკონომიკურ მაჩვენებლებს, როგორიცაა: საშუა­ლო შემოსავლები, საშუალო შრომის ანაზღაურება, ინფლაციის დონე, უმუშევრობა, შრომის ნაყოფიერება და განმაზო­გადებელი მაჩვენებლების ზრდის, სიდიდეების ამაღლებისა და შემცი­რების ტემპებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას და მასში მიმდი­ნარე ეკონომიკურ პროცესებსა და სტრუქტურულ პროცე­სებს ახა-სიათებთ.

მეზოეკონომიკა სწავლობს ეროვნული ეკონომიკის ქვესისტემების (აგრარული, სათბობ-ენერგეტიკული, სატ­რან­ს­პორტო და სხვა კომპლექსების, ინფ-რასტრუქტურის და სხვ.) ფუნქციონირებას;

 მეგაეკონომიკა სწავლობს შრომის საერთაშორისო დანაწილების, საერთაშორისო ვაჭრობის, შრომის საერთაშორისო ბაზრის, საერთაშორისო სავალუტო სისტემის, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის და საერთაშორისო მასშტაბის სხვა გლობალურ პრობლემებს.

განიხილავენ მეტაეკონომიკასაც, რაც სხვანაირად ეკონომიკის ფილოსო-ფიას ნიშნავს.

    ეკონომიკური სისტემა

ეკონომიკური სისტემა საზოგადოების (ხალხის) სამეურ­ნეო ცხოვრების (ეკონომიკის გაძღოლის, წარმართვის) ორგა­ნიზაციის ფორმაა.

­ეკონომიკური სისტემის ამოსავალი კრეტერიუმებია–საკუთრების ტიპი ეკონომიკურ რესურსებზე და საშუალება, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ეკონომიკური გადაწყვეტილება.

ეკონომიკური სისტემის წინაშე სამი ძირითადი ამოცანა დგას: რა ვაწარმოოთ, როგორ ვაწარმოოთ, ვისთვის (ან რატომ) ვაწარმოოთ.

გამოიყოფა ეკონომიკური სისტემის სამი ძირითადი ტიპი. ტრა­დი­ციუ­ლი, მბრძანებლური (ცენტრალიზებული) და კაპიტა­ლის­ტური (საბაზრო).

ტრადიციული ეკონომიკური სისტემა ეკონომიკური ცხოვ­რების ორგანიზა-ციის ისეთი წესია, სადაც ტრადიციულად მოქ­მე­დი ადათ-წესების შესაბამის-ად განისაზღვრება წარმოების პროცესი (ასეთი ეკონომიკა მხოლოდ გადმონა-შთების სახით არის შემორჩენილი ზოგიერთ ტომსა და ადამიანთა ჯგუფში).

მბრძანებლური ეკონომიკური სისტემის დროს მიწა და კაპიტალის ძირი-თადი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაა, ხოლო რე­სურსებს, გეგმის შესა-ბამისად, მართვის ცენტრალური ორ­განოები ანაწილებენ.

ასეთ ეკონომიკას გეგმიურს უწოდებენ. ასეთი ეკონო­მიკის დროს მოთხოვნას განსაზღვრავს წარმოება, მაშინ, როდე­საც, როგორც წესი, წარმოების მამოძრავებელი და გამსაზ­ღვრელი უნდა იყოს მოთხოვნა.

კაპიტალისტური (საბაზრო) ეკონომიკური სისტემის დროს მიწა და კაპიტალი ცალკეული პირების საკუთრებაა და რესურსები ბაზრის საშუალებით ნაწილდება.

ამ სისტემის საფუძველია კერძო საკუთრება, მეწარ­მეობის თავისუფლება, პირადი ინტერესები და სტიმულები, კონ­კუ­რენცია და სახელმწიფოს შეზღუდული როლი.

უკანასკნელ წლებში სულ უფრო იზრდება სახელმ­წიფოს მარეგული-რებელი როლი, რის გავლენითაც ჩამოყალიბ­და შერეული ანუ სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის სისტემა (როგორც საბაზრო ეკონომიკური სისტე­მის ნაირსახეობა). ამ დროს ქვეყნის მასშტაბით რესურსების გა­ნა­წი­ლებას განსაზღვრავს როგორც სახელმწიფოებრივი გა­დაწ­ყვეტილებები, ისე საბაზრო ძალები და მოტივაციები.

ეკონომიკას ახასიათებს ციკლურობა. ციკლი მოიცავს 4 ფაზას: კრიზი-სს, დეპრესიას, გაცხოველებას, აღმავლობას. მთავარი ფაზაა კრიზისი, რომელშიც მოცემულია მთელი ციკლის ძირითადი ნიშნები. იგი გვიჩვენებს ეკონომიკის განვი­თა­რების არა მხოლოდ ზღვარს, არამედ მისი შემდგომი ზრდის იმპულსებს, მასტიმულირებელი ფუნქციის შესრულებით.

   ბაზარი

 ბაზარი არის მწარმოებელთა და მომხმარებელთა ურთიერ­თ­ზემოქმედების ხერხი და კავშირი, რომელიც ემყარება საფასო სიგნალების დეცენტრალი-ზებულ, უპიროვნო მექანიზმს. ზო­გა­დი განმარტებით ბაზარი განისაზღვრება, როგორც სტი­ქიური წესრიგი.

ბაზრის წარმოშობა უშუალოდ უკავშირდება შრომის საზოგადოებრივი დანაწილების აღმოცენებას.

არსებობს ბაზრის 5 ნიშანი:

ბაზარი გულისხმობს მისადმი თავისუფალ ხელმისაწვ­დომობას და მისგან თავისუფალ გამოსვლას, ამიტომ მონა­წილეთა რაოდენობა ბაზარზე შეზღუდული არ არის;
რამდენადაც ბაზარზე მონაწილეობს საქონელ­მწარ­მოებელთა დიდი რაოდენობა, იმდენად თითოეული მათ­განის მიერ დაწესებული ფასი მნიშვნელოვან ზეგავ­ლენას ვერ ახდენს საერთო საბაზრო ფასზე;
ბაზარზე არსებობს სრული თავისუფლება მატერია­ლურ-ფინანსური და ადამიანური ფაქტორების გადაად­გილებაში;
ბაზარმა ყველა მისი მონაწილისათვის თანაბარი შესაძ­ლებლობები უნდა უზრუ-ნველყოს. ამიტომაა მიღებული თი­თოეულის უფლება სრულ ინფორმირებუ-ლობაზე მიწო­დებისა და მოთხოვნის შესახებ, ფასებზე, საქო­ნელ­თა სპეციფიკაზე და ა.შ.;
თავისუფალ ბაზარზე გამორიცხულია რაიმე პრი­ვილეგიები გამყიდველთა ცალკეული ჯგუფისათვის.
ბაზარს გააჩნია შემდეგი მთავარი ეკონომიკური ფუნქციები: ფასწარმოქმნის; ინფორმაციის; წარმოების თვითრეგულირების; მასტიმულირებელი; მარეგუ-ლირებელი; ეკონომიურობის; ექვივალენტურობის; მეურნეობრივი საქმია-ნობის დემოკრატიზაციის.

თავისუფალი (კლასიკური) ბაზარი შემდეგი ნიშნებით ხა­სიათდება:

მონაწილეების შეუზღუდავი რაოდენობა;
თავისუფალი კონკურენცია;
საზოგადოების ყველა წევრისათვის თავისუფალი ხელმისაწვდომობა ნებისმიერი სამეურნეო საქმიანო­ბი­სად­მი;
წარმოების ფაქტორთა აბსოლუტური მობილურობა, კაპიტალის გადაადგილების შეუზღუდავი თავისუფ­ლება;
მოგების ნორმის, მოთხოვნის, მიწოდების და სხვათა შესახებ აბსოლუტური ინფორმაციულობა;
თავისუფალი კონკურენციის არც ერთ მონაწილეს არ შეუძლია უშუალო ზეგავლენა მოახდინოს სხვის გადაწყვეტილებაზე არაეკონომიკური მეთოდებით;
ფასები ყალიბდება სტიქიურად, თავისუფალი კონკურენციის პირობე-ბში;
არ არსებობს მონოპოლიზმი და სახელმწიფო რე­გულირება.
ამ ნიშნების მხედველობაში მიღებით დგინდება, რომ ბაზარი არის თვი-თრეგულირებადი სისტემა.

კიდევ არსებობს:

მიზნობრივი ბაზარი,

რეგიონული ბაზარი,

შავი ბაზარი (ყალიბდება კანონმდებლობის დარღვევით).

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა არ ნიშნავს თავისუ­ფალი ბაზრის ჩამოყალიბებას. სინამდვილეში სრული თავისუფ­ლება და შესაბამისად სრული ეკონომიკური თავისუფლება არ არსე­ბობს, თუმცა უნდა იყოს საკმარისი ეკონომიკური თავი­სუფ­ლება, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის სწრაფ განვი­თა­რებას და მიიღწევა რეგულირებული ბაზრის განვითარებით.

ბაზრის სისტემა. ობიექტების მიხედვით ბაზარი იყოფა:

საქონლის და მომსახურების;

სამუშაო ძალის;

წარმოების საშუალებათა (კაპიტალის);

ფასიანი ქაღალდების, ვალუტის;

მეცნიერულ-ტექნიკურ მიღწევათა და პატენტების; ნფორმაციის;

მოქცევის საშუალებათა;

ლიცენზიათა ბაზარი და ა.შ.

ტერიტორიული ნიშნით განასხვავებენ:

ადგილობრივ და რეგიონულ, საშინაო და საგარეო ბაზარს, ეროვნულ და მსოფ­ლიო ბაზრებს.

გაჯერებულობის მიხედვით განასხვავებენ: წონასწო­რობით, დეფიციტურ და ჭარბ ბაზრებს.

გრეგორი მენქიუ განმარტავს კონკურენტულ ბაზარსაც–ეს არის ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და მრავალი გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახ­დენს საბაზრო ფასზე.

  ბაზრის აუცილებელი რეგულატორია კონკურენცია და ფასების მექანიზმი.

ფასი, ფასწარმოქმნა, ღირებულება

ფასი საქონლის ან მომსახურების ღირებულების ფულა­დი გამოხატულე-ბაა. თვითღირებულება კი საქონელში განივ­თებული აბსტრაქტული შრომაა, იგი საქონლის წარმოების ობიექ­­ტური კანონია, რომელიც განაპირობებს საქონლის გაცვ­ლას აუცილებელი შრომის დანახარჯების მიხედვით. ამასთან, არე­გულირებს საქონელმწარმოებელთა კავშირებს, რადგან ფასს საფუძვლად ღირებულება უდევს.

ღირებულების კანონი იგივე ფასების კანონია.    

ღირებულება მწარმოებლის მიერ საქონელში ჩაქსოვილი შრომაა. ღირებულების სიდიდე შრომის საზოგადოებრივად აუცილებელი დანახარჯებით განისაზღვრება, რომლის ადეკვა­ტური ზომაა საზოგადოებრივად აუცილებელი სამუშაო დრო. ცალკე გამოიყოფა სახმარი ღირებულება (როგორც ახლა ხმა­რობენ საქონლის სარგებლიანობა), მაგრამ ფასის საზომი მთლიანი ღირებულებაა. პროდუქტი რომ საქონლად იქცეს, მას უნდა ჰქონდეს სახმარი სამომხმარებლო (სარგებლიანი) ღირებულება.

არჩევანის პრობლემა მჭიდროდ უკავშირდება ალტერნატიულ ღირე-ბულებას (ამას ახლა ეკონომისტები ფართოდ იყენებენ). ალტერნატიული ღირებულება–ეს არის იმ პროდუქტის სარგებლიანობა, რომელზეც მყიდველმა უარი თქვა მეორე პროდუქციისათვის უპირატესობის მიცემით

 ფასს, თავისი მნიშვნელობის მიხედვით შემდეგი ასპექ­ტები აქვს:

მარტივებს ყიდვა-გაყიდვის პროცესს;
არეგულირებს მოთხოვნასა და მიწოდებას;
ხელს უწყობს ან ხელს უშლის გასაღების პროცესს;
უშუალოდ უკავშირდება ღირებულებასა და მოგებას;
წარმოადგენს საიმედო ინსტრუმენტს კონკურენციულ ბრძოლაში.
ფასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფირმის (საწარმოს) კომერ-ციული წარმატება.

ფასების კლასიფიკაციას ახდენენ შემდეგი ნიშნების მიხედვით:

ეკონომიკური ბრუნვის ხასიათის მიხედვით (საბი­თუმო, საცალო, შესასყიდ, სატვირთო გადაზიდვების, კავშირგაბმულობის მომსახურების, მომსახურების და სხვ.);
ტერიტორიული ნიშნის მიხედვით (ქვეყნის მთელი ტე­რი­ტორიისთვის, ზონალური, ადგილობრივი (ტარი­ფები) და სხვ.);
მოქმედების ვადის მიხედვით (სეზონური, საპრეის­კურანტო, ერთჯერადი შეკვეთების, სახელშეკ­რულე­ბო, საკომისიო და სხვ.);
საგარეო ვაჭრობის ხასიათის მიხედვით.
შიდა ფასები საექსპორტო და საიმპორტო საქონელზე როგორც წესი განისაზღვრება შიდა ბაზრის ფასების მიხედვით.

არსებობს აგრეთვე ბაზარზე ახალი საქონლის დასამკ­ვიდ­რებელი ფასები, პრესტიჟული ფასი, წარმოების ხარჯების ასანაზღაურებელი ფასები, ლიდერის (კომპანიის) ფასი, ფსიქო­ლო­გიური ფასები (დამრგვალებული თანხიდან უმნიშვნელოდ შემ­ცირებული), მცოცავი ფასები (დეფიციტის პირობებში, კონ­კურენციის დროს).

ფასების პოლიტიკის შემუშავების გავრცელებული მეთო­დია მრავალეტაპობრივი მიდგომა ფასების დაწესებისადმი. გა­მოი­ყოფა ფასწარმოქმნის სამი ძირითადი მიზანი:

საქონლის რეალიზაციის ზრდა და ბაზრის წილის მაქსიმიზაცია;
მოგების მაქსიმიზაცია;
უზარალობის უზრუნველყოფა.

ფასების დაწესებაზე მომქმედი ხუთი ძირითადი ფაქტორი გამოიყოფა:

ფასის დაწესება პრინციპით „საშუალო ხარჯებს პლუს მოგება“;
ფასის დაწესება უზარალობის ანალიზისა და საფასო მოგების უზრუნველყოფის საფუძველზე;
ფასის დაწესება საქონლის ფასეულობის საფუძველზე;
ფასების დაწესება მიმდინარე ფასების დონის საფუძ­ველზე;
ფასის დაწესება დახურული ვაჭრობის საფუძველზე.
  ფასწარმოქმნაზე დიდ გავლენას ახდენს წარმოების დანა­ხარ­ჯები და თვითღირებულება, მომხმარებლის და მოთხოვნის ფაქ­ტო­რები; გეოგრაფიული ფაქტორი, საქონლის წარმოშობის ად­გილი, პოლიტიკური გარემო, მოთხო-ვნაზე ორიენტირება, მიმ­დინარე (არსებული) ფასები, კონკურენცია და მრავალი სხვ.

   ფული

ფული ერთ-ერთი ძირითადი და ამასთან, ურთულესი ეკონომიკური კატეგორიაა. იგი თვით აქსიომატურ, ეკონომიკურ კანონებზეც კი ახდენს გავლენას, განსაზღვრავს რა მათი მოქმედების ძალასა და ვადებს, ტემპებსა და მასშტაბებს.

ფულს კაცობრიობის უგენიალურეს აღმოჩენად მიიჩნევენ. საუკუნეებია, კაცობრიობა მოიხმარს და ატრიალებს ფულს, მის სხვადასხვა ნიშნებს, მაგრამ ისიც შეიძლება ითქვას, რომ ფული თვითონ ატრიალებს მსოფლიოს.

ფულს გააჩნია თვითრეგულირების უნარი, რაც მხოლოდ მატერიალური წარმოების სფეროს ფუნქციონირების დონის ამაღლებით მიიღწევა.

ფული სხვა არაფერია, თუ არა საქონელი (განსაკუთრებული), იგი ყველანაირ მიმართებაში იმყოფება სხვა საქონელთან და არავითარ შემთხვევაში არასაქონლურ განზომილებებთან.

ფულის გაჩენასა და შემოღებას განაპირობებს და განსაზღვრავს მატერიალური წარმოების სფეროს დონე, ე.ი. თუ ქვეყანაში ძირითადად იწარმოება საკუთარი საქონლის გარკვეული მასა, იგი ქმნის მატერიალიზებულ საფუძველს ფულის არსებობისათვის. ეს ნიშნავს, რომ საქონელი შობს ფულს, როგორც განსაკუთრებულ საქონელს. ადმინისტრაციული წესით ფულის შემოღება ამ უკანასკნელს აბსურდულ ელემენ­ტად აქცევს, რაც ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ეკონო­მიკას მართავს თავისი კანონები და არა ადმინისტრირება და მბრძანებლობა.

ფული ოთხ ძირითად ფუნქციას ასრულებს:

ღირებულების საზომი–ამჟამად საქონლის ღირებუ­ლების საზომის ფუნქციას ასრულებს ქაღალდის ფული (დოლარი, მარკა, ლარი და ა.შ.), ოქროთი ყოველგვარი ურთიერ­თობის გარეშე. კარგა ხანია ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როცა ამ ფუნქციას ოქრო ასრულებდა;
მიმოქცევის საშუალება–ფული წარმოგვიდგება საქო­ნელთა (მომსახურებათა) ურთიერთგაცვლის შუამავლად. თავ­დაპირველად ფული სწორედ ამ ფუნქციის შესას­რულებად გამოიცა (სახაზინო ბილეთების სახით);
დაგროვების საშუალება–ამ ფუნქციას ფული ასრუ­ლებს მაშინ, როდესაც მისი მფლობელი მიღებისთანავე არ ხარჯავს მას და ინახავს (თვითონ ან ბანკში);
გადახდის საშუალება-საქონელგაცვლიდან საქონელმიმოქცევაზე გადასვლამ და ყიდვისა და გაყიდვის აქტების დროში დაცილებამ წარმოშვა ფულის, როგორც გადახდის საშუალების ფუნქცია (მაგ. ყიდვა განვადებით, გადასახადების დაფარვა უნარდო ანგარიშსწორებით, საერთაშორისო ანგარიშგებები და სხვა).
   ქაღალდის ფულის სიმტკიცე (მსყიდველობისუნარიანობის უცვლელობა) ქვეყანაში ოქროს მარაგის სიდიდეს კი აღარ უკავშირდება, არამედ იგი ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საქმიანობით განისაზღვღვრება, რომელიც არეგულირებს ფულის მიმოქცევას. მან შესაძლებელ (ოპტიმალურ) მინიმუ­მამდე უნდა შეზღუდოს ფულის ნიშნების როგორც მიწოდება, ისე მოთხოვნა. სხვაგვარად მოხდება ფულის გაუფასურება. ამით დასტურდება, რომ ფულის მსყიდველობითი უნარი (ანუ საქონლის და მომსახურების ის რაოდენობა, რომელიც შეიძ­ლება გაიცვალოს ფულზე) უშუალო კავშირშია მიმოქ­ცევი­სათვის საჭირო ფულის რაოდენობასთან.

ფულადი ურთიერთობების საფუძველზე სახელმწიფოები ჩართულნი არიან მსოფლიო სავალუტო სისტემაში. ამჟამად (1978 წლიდან) მოქმედებს ახალი მსოფლიო სავალუტო სისტემის პრინციპები. აქედან უმნიშვნელოვანესია ოქროს დემონეტიზაცია. გაუქმდა ოქროს ოფიციალური ფასი, შეწყდა დოლარის გადაცვლა ოქროზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქრო უკვე აღარ განიხილება როგორც ფული და ის ჩვეულებრივ საქონლადაა მიჩნეული. ყველა ქვეყანას სავალუტო კურსის სასურველი რეჟიმის არჩევის უფლება აქვს მიცემული, რის გამოც დამყარდა სავალუტო კურსის განსხვავებული რეჟიმები.

ფულად ურთიერთობებში გამოყოფენ ფულად სისტემას, რომლის ელე-მენტებია:

ფულის ერთეული – მის სახელწოდებას ადგენს სახელმწიფო;
ფასების მასშტაბი – რომელშიც იგულისხმება ფუ­ლის დანაწევრება ერთეულებად (მაგ. 1 ლარი შედ­გება 100 თეთრისგან და ა.შ.);
სახელმწიფო ფულადი ნიშნები–ეს გადახდის კანო­ნიერი საშუალებებია (მაგ. საქართველოში გამოიყე­ნება 200, 100, 50, 20, 10, 5, 2 და 1-ლარიანი კუპონები);
სახელმწიფო აპარატი (ცენტრალური ბანკი, ფინან­სთა სამინისტრო), რომელიც ქვეყანაში ფულის მი­მოქ­ცევას მართავს;
ფულის ემისია (ფულის დამატებითი დაბეჭდვა), რომელსაც ახორციელებს ცენტრალური ბანკი.
მიმოქცევაში ჭარბი ფულის არსებობას ინფლაცია ეწოდება. იგი იწვევს ფასების ზრდას და შემოსავლების გადანაწილებას, ძირითადად ფართო მასების საზიანოდ.

სხვაგვარად: ფასების ზრდის პროცესს ინფლაცია ეწოდება,

ხოლო შემცირების პროცესს–დეფლაცია.

ინფლაციას იწვევს:

საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა;
ხელფასების დაუსაბუთებელი გადიდება;
სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი (მისი შევ­სებისათვის მთავრობა კრედიტს იღებს სახელმწიფო ბანკისაგან, რაც იწვევს მიმოქცევაში დამატებითი ფულის გამოშვებას);
საკრედიტო ექსპანსია, როცა ბანკები დაუსაბუ­თებლად დიდ კრედიტებს გასცემენ;
სამხედრო და სხვა ხარჯების გაუმართლებელი ზრდა და სხვ.
ინფლაციაზე გავლენას ახდენს არა მარტო საშინაო, არამედ საგარეო ფაქტორებიც.

განასხვავებენ ზომიერ (მცოცავ, როცა ინფლაციის წლიური ზრდის ტემპი 10%-ს არ აღემატება, რაც საშიში არ არის); „ჭენებით“ (ფასების დაჩქარებული ზრდა წლიურად 20%-დან 200%-მდეა); ჰიპერინფლაციას (ამ დროს ფასები და ფულის მიმოქცევა თვითდინებაზეა მიშვებული – ფასების ყოველთვიური ზრდა 50%-იან ზღვარს როცა სცილდება

ომარ ქეშელაშვილი,

სსმმა აკადემიკოსი

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *