აგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

EM-ტექნოლოგიის ეფექტი მეცხოველეობაში

მეცხოველეობაში  ყველა ასპექტის გათვალისწინება, იდეალური საწარმო ციკლი, სისუფთავე, ცხოველთა ჯანმრთელობა, მომსახურე პერსონალისთვის სასიამოვნო პორობების შექმნა თუ სხვა, მნიშვნელოვანია. მეცხოველეობაში, მნიშნელობა არ აქვს მიმართულებას, ჰიგიენური პირობების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს, რითაც უზრუნველყოფილია საუკეთესო პროდუქტიულობა და ჯანსაღი გარემო.

EM-ტექნოლოგიას მეცხოველეობაში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მათ შორის: ჰიგიენის უზრუნველყოფა, მწარმოებლურობის ზრდა, ცხოველების ჯანმრთელობა და უსიამოვნო სუნის მოშორება. EM-ტექნოლოგია შედეგს იძლევა: ცხვრის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, მეფრინველეობის, მეღორეობის ფერმაში და ძაღლების თავშესაფარშიც კი.

 შედეგი:

უსიამოვნო სუნის შემცირება;
მავნე მწერების შესამჩნევი შემცირება (ბუზები, ტკპები);
ნაკლები დაავადებები, რის გამოც მცირდება წამლებისა და ანტიბიოტიკების მოხმარება, რაც ასევე ამცირებს ვეტერინარის ხარჯებს;
პროდუქტის ბევრად მაღალი ხარისხი;
მნიშვნელოვანი ზრდა კვერცხის წარმოებაში;
ფეკალიებიდან გამოყოფილი მტვრისა და საზიანო გაზების შემცირება;
რძეში ცხიმის შემცველობის ზრდა;
გამრავლების უნარის ამაღლება.

წყარო:http://emgeo.ge/