ეფექტიანი დაგეგმარება – ხარჯები ჟოლოს გასაშენებლად

საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოიძებნება ადგილები, სადაც ჟოლოს მოყვანისთვის ხელსაყრელი აგროკლიმატური პირობებია.

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ამ ეტაპზე ჟოლო დიდი რაოდენობით არ მოჰყავთ საქართველოში, თუმცა ამ კულტურას დიდი პერსპექტივა აქვს და აუცილებელია მისი განვითარება.

აღნიშნული კულტურა განსაკუთრებით იმ ფერმერებისთვის არის ძალიან პერსპექტიული, რომლებმაც კარგად იციან თუ როგორ გაუწიონ ორგანიზება პროდუქტის გაყიდვას, როგორც ქვეყნის შიდა ბაზარზე, ასევე საექსპორტოდ.

ჟოლოს წარმოების გრძელვადიანი მდგრადობისთვის საჭიროა აგროტექნიკური ღონისძიებების სწორი განსაზღვრა, ასევე, მოსავლის აღების შემდგომი მოვლის ტექნოლოგიების მუდმივი გაუმჯობესება, კრეფის სეზონის გახანგრძლივება ახალი ჯიშების გამოყენებით და სასათბურე მეურნეობების სწორი, რაციონალური ათვისებით. მართალია ჟოლოს მოყვანა საკმაოდ მომგებიანია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რაც თან ახლავს ჟოლოს კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიას.

წყარო: tomakhalvashi.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *