ექსპერტი გირჩევთ _ ჟოლოს პლანტაციის განოყიერების თავისებურებები

ჟოლოს მწარმოებლები აქტიურად განიხილავენ ახალ მეთოდებს, რათა მოსავლიანობის ზრდასთან ერთად ბაზარს უფრო ხარისხიანი, ჯანსაღი და მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტი მიაწოდონ.

ამ მხრივ უმნიშვნელო როლს ასრულებს ჟოლოს პლანტაციების ორგანული თუ მინერალური სასუქებით განოყიერების სისტემა.

დოქტორი ანჯეი გრენდა მოგვითხრობს როგორ მოვახერხოთ ჟოლოს პლანტაციის განოყიერება და კულტურის ოპტიმალური გამოკვება, რათა სასურველი შედეგი მივიღოთ.

აზოტოვანი სასუქის შეტანის დროს მნიშვნელოვანია შევიმუშაოთ ამ ინგრედიენტის გამოყენების სტრატეგია. მრავალჯერადი გამოკვლევები ადასტურებს, რომ პლანტაციაში აზოტის წლიური ნორმის ნაწილ-ნაწილ, გარკვეული ინტერვალით, 2-3 ჯერად შეტანა, ერთჯერად განოყიერებასთან შედარებით, მოსავლიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის შესაძლებლობას ქმნის.

ოღონდ აქ სიფრთხილეა საჭირო, არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ ნორმას, რადგან ეს ერთგვარად დაასუსტებს მცენარეს და იგი დაავადებების, მავნებლებისა და დაბალი ტემპერატურისადმი გამძლეობას დაკარგავს

ჟოლოს ორწლიანი ნაზარდის გამოსაკვებად ჰექტარზე აზოტის რეკომენდებული დოზებია 50-80კგ. (სუფთა აზოტის შემცველობა).

თუ აზოტის ორ ნაწილად შეტანას გადაწყვეტთ, მიზანშეწონილია პირველი _ „სასტარტო“ შეტანა სავეგეტაციო პერიოდის დაწყების წინ შეასრულოთ, ხოლო მეორე, „მხარდამჭერი“_  ყვავილობის დაწყების წინ.

ჟოლოს ჯიშებში, რომლებიც შემოდგომაზეც იძლევა ნაყოფს, რეკომენდებულია აზოტის დოზის 20-30%-ით გაზრდა და პლანტაციაში სამ ეტაპად შეტანა_ სავეგეტაციო პერიოდის დაწყებამდე, მაისის ბოლოს და ყვავილობის დაწყების წინ.

დოქტორი გრენდა ასევე გვირჩევს აზოტის ფორმებს, რომლის შეტანა გარკვეული პერიოდებში ოპტიმალურ და მაქსიმალურ ეფექტის იძლევა.

პირველი, სასტარტო დოზა უნდა იყოს ამონიუმის და ნიტრატის ფორმით. ეს ფორმები საშუალებას აძლევს მცენარეებს სრულფასოვნად აითვისონ აზოტი.

ექსპერტი ასევე გვირჩევს გამოიყენოთ აზოტის ნიტრატული ფორმები, განსაკუთრებით კალციუმის ნიტრატის სახით.

კალციუმი დადებითად მოქმედებს ხარისხიანი ნაყოფის ჩამოყალიბებზე და გამძლეობაზე.

მესამე ჯერზე შეტანის დროს ჟოლოსთვის აზოტის ოპტიმალური ფორმა ასევე კალციუმი ნიტრატია. ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ არის ამონიუმის ან შარდოვანას გამოყენება _ აზოტის ხანგრძლივმა და ნელმა შეთვისებამ შეიძლება მცენარე დაასუსტოს.

დოქტორი გრენდა ასევე ეხება ჟოლოს პლანატაციის ფოსფორით გამოკვებასაც.

ხანგრძლივი კვლევები ცხადყოფს, რომ ჟოლოს მოსავლიანობის გასაზრდელად აუცილებელია ნიადაგში ფოსფორი შემცველობის გაზრდა. მან განმარტა რომ აშშ-ში P2O5  რეკომენდებული დოზები, 30%-ით მაღალია, ვიდრე ევროპაში, ხოლო იქ ფოსფორი ნიადაგში მაშინაც კი შეაქვთ, როცა ფოსფორის შემცველობა  მაღალი ან ძალიან მაღალია (შესაბამისად 100 და 35 კგ.P2O5/ჰა-ზე)

ფოსფორის სასუქის უფრო ოპტიმალური ფორმად დასახელდა სასუქი, რომელიც ამ კომპონენტის ნაწილს პოლიფოსფატის სახით შეიცავს. ორთოფოსფატები ნიადაგში უფრო მოძრავია და მაღალი ტემპერატურების დროსაც კი მცენარისთვის ხელმისაწვდომია. საინტერესო ეფექტი შეიმჩნევა ასევე ფოსფორის ფერტიგაციის, წვეთოვანი რწყვით, შეტანის შემთხვევაში. MAP და Antibloc Mineral  სასუქის ხსნარის ვეგეტაციის დაწყებამდე გამოყენებამ, წყლითა, ან ორთოფოსფატის მჟავიანი წყლით მორწყვასთან შედარებით, ფოთლების ზედაპირის გაუმჯობესება და ფესვთა სისტემის მასის გაზრდა გამოწვია.

მესამე საკვანძო ინგრედიენტს კალიუმი წარმოადგენს, რომელიც მოსავლიანობის გაზრდასთან ერთად, სხვადასხვა ბუნებრივი ფაქტორების ზემოქმედების მიმართ მცენარის მდგრადობას ზრდის.

ჟოლო მეტად მგრძნობიარეა ნიადაგში ქლორის შემცველობის მიმართ, ამიტომ იგი მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ამ ინგრედიენტის ნიტრატულ ან სულფატის ფორმით. ნიადაგში კალიუმის ოპტიმალური შემცველობის შემთხვევაში კალიუმი შეაქვთ გაზაფხულზე მრავალკომპონენტიანი სასუქის სახით. 

 თუ უფრო მეტი დოზებია საჭირო, ექსპერტი გირჩევთ იგი შემოდგომაზე​  კალიუმის სულფატის სახით გამოიყენოთ, რაც ამცირებს კალციუმს, მაგნიუმსა და კალიუმს შორის ანტაგონიზმს.

ასევე ყურადღების გამახვილება ღირს​ კალიუმ-კალციუმის ნიტრატზე, რომელიც საშუალებას იძლევა შევიტანოთ აზოტოვან სასუქთან ერთად. ეს განსაკუთრებით ეხება იმ პლანტაციებს, რომელიც გაშენებული მსუბუქ ნიადაგებზე, ასევე აზრი აქვს ხანგრძლივი უხვი ნალექების შემთხვევაში.

წყაორო: sadyogrody.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *