გამათბობელი ფუტკრები

გეზრულის საჯარო სკოლის ეკოკლუბი აგრძელებს მეფუტკრეობის პოპულარიზაციას და ამჯერად  „აგრონიუს ჯი“  წარმოგიდგენთ მარიამ კილაძის საინტერესო  სტატიას: „გამათბობელი ფუტკრები“. 

ფუტკრები სოციალური მწერები არიან და ოჯახებად ცხოვრობენ, ამ დიდ სოციუმში გარკვეული ინდივიდების ჯგუფს სხვადასხვა სამუშაოს შესრულება ეკისრებათ, აქედან ერთერთ მნიშვნელოვან სამუშაოს წარმოადგენს ბუდეში ბარტყისათვის ოპტიმალური ტემპერატურის შექმნა(35 გრადუსი ცელსიუსით). ამ რთულ სამუშაოს გამათბობელი ფუტკრები ,,ჰითერები“ ასრულებენ.

საინტერესოა თუ როგორ გამოიმუშავებენ ეს ინდივიდები სითბოს?

თაფლის ინტენსიური მოხმარება და გულმკერდის კუნთების შეკუმშვა წარმოქმნის სითბოს. ,,ჰითერი” ფუტკრის სხეულის ტემპერატურა საჭიროების მიხედვით 43 გრადუსამდეც აღწევს.

თერმორეგულაციაში კუნთების გარდა სენსორული გრძნობის ორგანოებიც ეხმარებათ, რის საშუალებითაც აღიქვამენ ბუდეში არსებულ ტემპერატურას, საჭიროების მიხედვით ხდება ბუდის ვენტილაცია და გათბობა. ჰითერები ახალგაზრდა ფუტკრები არიან და მათი განლაგების ადგილი სკაში ბუდი ცენტრალური(ბარტყიანი) ნაწილია.

მეცნიერების ვარაუდით შესაძლოა დედა ფუტკარი სპეციალურადაც კი ტოვებს ბარტყის გარშემო 10-15% ცარიელ უჯრებს რათა ჰითერებმა არეგულირონ ოპტიმალური ტემპერატურა. ესნიშანიმათიმოსაზრებითშეიძლებადედისკარგმახასიათებლადაცჩაითვალოს

                                                                                                 ფიჭის უჯრაში ჩამძვრალი ,,ჰითერი“ ფუტკარი

ცარიელი უჯრები რომელსაც ,,ჰითერები“ იყენებენ

 

                                                                                                                სითბური კამერით გადაღებული სურათი. 

ყვითელი ფერი აღნიშნავს ფუტკრის მიერგამომუშავებულ სითბოს (მოზამთრე ფუტკარი).

თერმო კამერის მიერ დაფიქსირებული ,,ჰითერი“ ფუტკარი.

 ყვითელი ფერი აღნიშნავს მაღალ ტემპერატურას

რჩევები მეფუტკრეებს:

რატომ არის ფუტკრების ავტონომიური თბორეგულაციის ფენომენის გათვალისწინება აუცილებელი?

  1. ზამთრის პერიოდში საკვების უქონლობის შემთხვევაში ფუტკრები ვერ შეძლებენ ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას (12-19 გრადუსი);
  2. გამოზამთრებისას სკის ვენტილაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ტენის მატება აციებს ბუდეს და ზრდის საკვებზე მოთხოვნას, რასაც საბოლოოდ არასასურველი შედეგები მოყვება.

3. ადრე გაზაფხულზე როდესაც ოჯახში ბარტყი გაჩნდება ჰითერებმა უნდა დაარეგულირონ ბარტყიან ნაწილში 35 გრადუსი ტემპერატურა, მათი დეფიციტის დროს მეფუტკრემ არ უნდა იჩქაროს ბუდის გაფართოვება, არამედ მოახდინოს ოჯახების დათბუნება.

მარიამ კილაძე

One thought on “გამათბობელი ფუტკრები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *