ღორის სუქების მეთოდები

ღორის სუქების რამდენიმე სახე არსებობს: ინტენსიური სახორცე, საბეკონე და ცხიმოვან კონდიციებამდე სუქება.

სახორცე სუქებისას ცხოველებს 95-100 კგ-მდე ასუქებენ. ამ წონის მიღწევის სასურველი ასაკია 7 თვე. ამასთანავე სუქების ინტენსიობამ 1 კგ-ზე 4,5-5 საკვები ერთეულის  ხარჯვისას დღე-ღამეში 500-600 გრ. ცოცხალი წონა უნდა შეადგინოს.

საბეკონე სუქება ბეკონის მისაღებად წარმოებს. იგი ძალიან გემრიელია, დიდი რაოდენობით ხორცის და მცირე რაოდენობით მარცვლოვან სალას შეიცავს.  საბეკონე სუქებისათვის არჩევენ კარგად განვითარებულ 2-2,5 თვის, 20-25 კილოგრამიან გოჭებს.

დაკვლის წინ 6,5-7 თვის ასაკში მათი წონა 90-100 კილოგრამი უნდა იყოს.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ჟომი, სიმინდი, თევზის ნარჩენები, შვრია, სოიო,  ბეკონის ხარისხს აფუჭებს, ამიტომ ამ საკვების, 30%-იანი შემცველობით, ცხოველებისათვის მიცემა მხოლოდ სუქების დასაწყისში შეიძლება.

სუქების მეორე პერიოდში საჭიროა ქერზე, ფეტვზე, ბარდაზე, კარტოფილზე, პარკოსან ბალახზე გადაყვანა.

ცხიმოვან კონდიციებამდე ძირითადად ასუქებენ გამოწუნებულ ნეზვებს და კერატებს.

სუქების ხანგრძლივობა 2,5-3 თვეა.

საშუალო დღიური წონამატია 800-1000 გრ.

სუქების პირველ თვეში  დიდი რაოდენობით მოცულობით საკვებს (სილოსი, მწვანე მასა, საკვები წარმოების ნარჩენები) იყენებენ. შემდგომში ამ საკვებს ნელნელა  კონცენტრატებით ცვლიან.

სუქების ყველა სახიდან ძირითადი ინტენსიური სახორცე სუქებაა.

სხვადასხვა სახის სუქებისას აუცილებელია ღორების შენახვის ნორმების დაცვა.

ცხოველებს არჩევენ ჯგუფებში მათი წონის და კვებადობის გათვალისწინებით.

სადგომებში სუქების დროს სახორცე სუქებისას ჯგუფში ღორების რაოდენობა 50 სულს, საბეკონე სუქებისას 30-40, ხოლო სასალე სუქებისას კი _ 20-25 სულს არ უნდა აღემატებოდეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *