გრეიფრუტი და მისი სარგებლიანობა

გრეიფრუტი უნიკალური ციტრუსია, რომელიც მრავალ დაავადებას შველის. სასარგებლოა მისი რბილობი, კანი და კურკა. ის არის კიბოს, ინსულტის პროფილაქტიკის ეფექტური საშუალება, ძალიან კარგად მოქმედებს გულსა და სისხლძარღვებზე, ამცირებს ქოლესტერინის, შაქრის დონეს, ებრძვის ჭარბ წონას…

გრეიფრუტი, იგივე მტევნისებური პომპელმუსი (Citrus paradisi) ციტრუსოვანთა გვარის ხეხილოვანი მცენარეა. გავრცელებულია სუბტროპიკულ ზონებში.
დასახელება ციტრუსმა ინგლისური სიტყვების „ყურძენი“ და „ხილი“ შეერთებიდან მიიღო, რადგან რამდენიმე ნაყოფი ხშირად მტევნისებრად ეკიდება და ყურძენს გვაგონებს. მისი ლათინური დასახელება კი „სამოთხის ციტრუსს“ აღნიშნავს.
მეცნიერებს დღემდე ვერ გაურკვევიათ, რა ხილია გრეიფრუტი. ისინი მიიჩნევენ, რომ ის ფორთოხლისა და პომელოს შეჯვარების გზით გაჩნდა, მაგრამ აქამდე ვერც ერთმა სელექციონერმა ვერ შეძლო ამ ბუნებრივი ექსპერიმენტის გამეორება.
ევროპელებმა ეს ციტრუსი მე–18 საუკუნის შუა წლებში ბარბადოსზე, შემდეგ კი, 1814 წელს იამაიკაზე აღმოაჩინეს. საქართველოში შემოიტანეს მე–19 საუკუნის ბოლოს. ხარობს სამეგრელოში, აფხაზეთსა და აჭარაში.

გრეიფრუტის კალორიულობა და შემადგენლობა

გრეიპფრუტის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 35 კკალორია.
მას მდიდარი შემადგენლობა აქვს, ზოგიერთი ნივთიერება უნიკალურია.
ძირითადი ნივთიერებებია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები,
პროტეინები, უჯრედისი, მშრალი ბალასტური ნივთიერებები. რბილობის დიდი ნაწილი წყალია – 100 გრამზე 88,8 გრამი.
ვიტამინები: ყველაზე მეტი გრეიპრუტში С ვიტამინია, ასევეა А, РР, В ჯგუფის ვიტამინები – В1, В2, В5, В6, В9. მის სარგებლობას დიდად განსაზღვრავს ტოკოფეროლი, ანუ Е ვიტამინი – მძლავრი ანტიოქსიდანტი.
ასევე მდიდარია ხილი მინერალური ნივთიერებების შემადგენლობით: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ფოსფორი. მიკროელემენტებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ასევე რკინა, თუთია, სელენი, სპილენძი, ფტორი და სხვა.
განსაკუთრებული კომპონენტებიდან მნიშვნელოვანია ფიტონციდები ბაქტერიციდული მოქმედებით, ფურანოკუმარინები (რომლებიც ზოგჯერ აზიანებს ორგანიზმს), გლიკოზიდები, პექტინი, ორგანული მჟავები, ეთერზეთები, ფლავონოიდი ნარინგინი – ამ უკანასკნელს ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს და გრეიპფრუტის ორგანიზმზე სასიკეთო მოქმედება დიდწილად სწორედ მასთან არის დაკავშირებული. ის ანიჭებს ხილს მომწარო გემოს.

გრეიფრუტის სასარგებლო თვისებები:
  • აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას
  • ადამიანი გამოჰყავს სიმთვრალის მდგომარეობიდან და ხსნის ალკოჰოლის ტოქსიკურ ზემოქმედებას
  • აქვს ანტიოქსიდანტური აქტიურობა
  • ააქტიურებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ ფუნქციას და ხელს უწყობს ღვიძლის ფერმენტების გამომუშავებს
  • აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და აბრკოლებს ათეროსკლეროზული კვანძების წარმოქმნას
  • ამაგრებს სისხლძარღვებს, ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობას, აბრკოლებს სისხლდენას
  • ამაღლებს ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარს, აძლიერებს იმუნიტეტს
  • არის მატონიზირებელი ხილი, ადამიანს აძლევს ძალას
  • აწესრიგებს ნაწლავების ფლორის ბაქტერიულ შემადგენლობას
  • აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს
  • ააქტიურებს ცხიმების მეტაბოლიზმს.

ნარინგინის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა ღვიძლის უჯრედების დაცვა В და С ჰეპატიტის ვირუსების შეჭრისგან, თუმცა, დაავადების შემთხვევაში და განსაკუთრებით მკურნალობის დროს მისი მიღება ფრთხილად უნდა მოხდეს, რადგან გრეიპფრუტი ზოგიერთი წამლის ზემოქმედებას ახანგრძლივებს. ყველაზე მეტ ნარინგინს რბილობზე გარშემორტყმული თეთრი აპკი შეიცავს.

გრეიფრუტის რბილობის სასარგებლო თვისებები
  • გრეიპფრუტი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს – მასში ცოტაა გლუკოზა, ამიტომ შაქარი სისხლში არ მატულობს, პირიქით, ის აქვეითების შაქრის დონეს.
  • ციტრუსი ასევე სასარგებლოა პოდაგრის დროს, ის არეგულირებს მარილოვან ცვლას, ეს კი, თავის მხრივ, ამცირებს თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭების დაგროვებას.

კიბოს პროფილაქტიკა
ონკოლოგიის რისკის შემცირება ციტრუსის ბევრ თვისებას უკავშირდება, კერძოდ:

  • ფლავონოიდები და ფიტონციდები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევს ონკოგენური აქტიურობის მქონე ვირუსებით დასნებოვნებას
  • ლიკოპინს А და С ვიტამინებთან ერთად სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს, ააქტიურებს იმუნურ თავდაცვას
  • ნარინგინინი აღადგენს დნმ–ის დაზიანებულ ადგილებს და ხელს უწყობს კიბოს უჯრედების განადგურებას
  • პექტინი შთანთქავს მავნე ნივთიერებებს მსხვილ ნაწლავში, აჩქარებს პერისტალტიკას, შედეგად, ამ ორგანოს კიბოთი დაავადების რისკი მცირდება.
  • ციტრუსი ძალზე სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის. ის აბრკოლებს ათეროსკლეროზის განვითარებას, აქვეითებს არტერიულ წნევას, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. მეცნიერულად დამკიცებულია, რომ გრეიპფრუტის რეგულარული მიღება საერთო ქოლესტერინის დონეს 15%–ით, ხოლო ტრიგლიცერიდების – 17%–ით ამცირებს. ციტრუსი ათხელებს სისხლს და ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას.
  • კოფეინი, ეთერზეთები ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოსვლას, ეს კი გულზე დატვრითვას ამცირებს, ხელს უწყობს წონის კლებას. გრეიპფრუტი სასარგებლოა არითმიისა და გულის უკმარისობის დროს, რადგან გლიკოზიდები აწესრიგებს გულის რიტმს და ზრდის გულის კუმშვის ძალას. ანტიოქსიდანტები ამცირებს ინსულტის განვითარების რისკს. 
  • გრეიპფრუტი კარგად ებრძვის ანგინას, ცისტიტს, გაციებასა და სხვა ინფექციებს. დამტკიცებულია რბილობისა და კანის სამკურნალო მოქმედება ჰერპესის დროს. ჭიების დროს რეკომენდებულია ხილის კურკა და კანი.
გრეიფრუტი ქალებისთვის

ეთერზეთები ამშვიდებს და წინამენსტრუალური სინდრომის ნეგატიურ გამოვლინებებს ხსნის. ფიტონციდები მოქმედებს სოკოებსა და ბაქტერიებზე. ვიტამინები და ზოგიერთი მიკროელემენტი ჰორმონების გამომუშავებას არეგულირებს. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა კლიმაქსისა და სქესობრივი მომწიფების დროს.
ასევე აუცილებელია ციტრუსი ორსულებისთვის. გარდა იმისა, რომ მასში შემავალი ნივთიერებები ნაყოფის სწორად ზრდას უწყობს ხელს, ის ასევე ხსნის შეშუპებას ორსულებში. პექტინი და უჯრედისი შველის შეკრულობისას. ამცირებს ტოქსიკოზს.

გრეიფრუტი მამაკაცებისთვის
გრეიპფრუტი ასტიმულირებს ტესტოსტერონს, რაც დადებითად მოქმედებს ერექციასა და ფერტილურ ფუნქციაზე; შველის რეპროდუქტიული ორგანოების ანთების დროს. ასევე, რადგან მამაკაცების უმეტესობას მძიმე საკვები უყვარს და ასევე, ალკოჰოლსაც ეტანება, ციტრუსი ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოტანას უწყობს ხელს, შველის ნაბახუსევზე და დადებითად მოქმედებს ღვიძლზე.

გრეიფრუტი კოსმეტოლოგიაში

ციტრუსი ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში. მისი წვენი ეფექტურად ათეთრებს პიგმენტურ ლაქებსა და ჭორფლს სახეზე. ის ხელს უწყობს წონის დაკლებას, კარგია ცელულიტთან ბრძოლაში; აძლიერებს თმას და მას ბევრად ელასტიკურს ხდის.
გრეიპფრუტის რბილობში შემავალი ანტიოქსიდანტები ებრძვის დაბერების პროცესს. პექტინები კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის, ხელს უწყობს კოლაგენის წარმოქმნას. ვიტამინები აუმჯობესებს კაპილარებში სისხლის მიმოქცევას, რაც კვებავს სახის კანს და მის ფერზეც აისახება.
ამ ყველაფერს არ ჩამორჩება არომათერაპიაც.
ხილი სასარგებლოა კანის დაავადებების დროს: დერმატიტების, სებორეის, ფსორიაზის, ტერფის მიკოზების დროს. ასევე გამოიყენება გრეიპფრუტი სტომატოლოგიაში – ის აჩერებს სისხლდენას ღრძილებიდან, არის პროფილაქტიკური საშუალება პარადონტოზისას, მკურნალობს სტომატიტს.

გრეიფრუტის კანისა და კურკის სასარგებლო თვისებები:

კანს იყენებენ როგორც ცოცხალი, ისე გამხმარი სხით. დაქუცმაცებულ კანს აქვს ანტისეპტიკური, ანტიოქსიდანტური მოქმედება, ხსნის ანთებას. ცოცხალი კანით შეიძლება სახის გაწმენდა; ასევე, რბილობთან შერეულ მასას იდებენ სახეზე ნიღბის სახით – აქვს პილინგის ეფექტი.
ხილის კანი ეფექტურია გახდომის დროს: თუ რაიმე კერძში ჩაუმატებთ მას, ან დაასხამთ მდუღარე წყალს და ნაყენს მოამზადებთ, ის გახდომაში დაგეხმარებათ, რადგან აჩქარებს ცხიმების წვას და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოაქვს.
კანის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში; ანტიოქსიდანტები კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნის დროსაც კი.
გრეიპფრუტის კანს კიდევ ერთი ფასეული კომპონენტი აქვს – ეთერზეთი. ის ფართოდ გამოიყენება პარფიუმერიასა და კოსმეტიკაში, არომათერაპიაში. კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამშვიდებს, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას.
არანაკლებ ეფექტურია გრეიპფრუტის კურკა. მას აშრობენ და შემდეგ ამატებენ ჩაიში ან კოსმეტიკურ საშუალებებში (დაფქვილი სახით). ასევე, კურკების ნაყენი აძლიერებს სახსრებს, ეწინააღმდეგება გაციების პროცესს, განსაკუთრებით გაზაფხულზე – ავსებს ორგანიზმის ვიტამინების მარაგს.

გრეიფრუტის დიეტა გასახდომად

ეს დიეტა კარგია ზამთარში – გრეიპრუტში საკმარისი ოდენობის ვიტამინებია, მაგრამ დიეტა 7 დღეზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს.
დღეში უნდა მიიღოთ 2 ცალი ნაყოფი ცილოვან საკვებთან კომბინაციაში: უცხიმო ხორცი, თევზი, ხაჭო, კვერცხი, ყველი. პროდუქტები რიგრიგობით მიიღეთ, მაგალითად, თუ დღეს ხორცს ჭამთ, ხვალ შეჭამეთ კვერცხი და ა. შ. ასევე შესაძლებელია ბოსტნეულის სალათების მიღება (ოღონდ აიღეთ არასახამებლიანი ბოსტნეული), ასევე ხილი – ფორთოხალი, მანდარინი, ვაშლი.

რა ზიანის მოტანა შეუძლია გრეიფრუტს:

ზოგჯერ ამ ციტრუსს ორგანიზმისთვის ზიანიც მოაქვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანი ამ მედიკამენტებს იღებს:

  • ქიმიოთერაპიის საშუალებები
  • სტატინები, რომლებიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს
  • ჰიპერტონიისა და სხვა გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებების პრეპარატები
  • ანალგეტიკები
  • ფსიქოტროპული პრეპარატები
  • იმუნოდეპრესანტები
  • შარდმდენი
  • ანტიჰისტამინური
  • ბეტა-ბლოკერები
  • ხველების საწინააღმდეგო წამლები.

გრეიპფრუტი ამცირებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედებას, რომელთა შემადგენლობაშიც ესტროგენი და მისი ანალოგები შედის – დაორსულობის შანსი იზრდება. წვენი და ნაყოფი მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.
მზის მაღალი აქტიურობის ზონებში მცხოვრები ქალებისთვის საშიშია დღეში გრეიპფრუტის ნაყოფის მეოთხედზე მეტის მიღება – იზრდება ძუძუს კიბოს რისკი 30%-ით. ხილი ზრდის ულტრაიისფერი სხივების კანში შეღწევას.
გრეიპფრუტის მიღება ასევე მავნებელია კუჭის წყლულის, მაღალი მჟავიანობის დროს, პანკრეატიტის, კოლიტის, ქოლეცისტიტის, მწვავე ჰეპატიტის, ჰიპერტონიისას (შეუთავსებელია ჰიპერტონიის სამკურნალო პრეპარატებთან), ასევე, რადგან გრეიპფრუტი ალერგიული, ხშირად იწვევს ალერგიულ რეაქციებს.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *