აგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობა

კარტოფილი _ მოსავლის აღების შემდგომი დამუშავების მეთოდები და სამაცივრო შენახვის კრიტერიუმები

კარტოფილი (Solanum tuberosum L.,) არის ერთწლოვანი კულტურა. საკვებად გამოიყენება მცენარის მიწისქვეშა ნაწილი, რომელიც ბოლოში ქმნის რამდენიმე ტუბერს. კარტოფილი არის სიგრილის მოყვარული მცენარე, წარმოშობით ამერიკის კონტინენტიდან და მას ბევრი მონათესავე სახეობა აქვს სამხრეთ ამერიკის ანდებში. ახალი ჯიშების პედიგრიში (წინაპრები), ჩვეულებრივ ერთი ან მეტი ველური Solanum სახეობების გენი აქვთ. კარტოფილი მთელ მსოფლიოში ზომიერ ზონებში იზრდება, გაზაფხულზე ირგვება და მოსავალს შემოდგომაზე იღებენ.

კარტოფილის კანი მრავალნაირი ფერისაა (ყავისფერი, თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ყვითელი), ასევეა რბილობიც (თეთრი, ყვითელი, ლურჯი/იისფერი/წითელი და ზოლიანი). ტუბერის ფორმები სხვადასხვაა: მრგვალი, მოგრძო, გრძელი, სფეროს ფორმის. კარტოფილი მთელი წელი ინახება. ახალი კარტოფილი მთელი წლის მანძილზე (ზამთარში, გაზაფხულზე და ზაფხულში) იკრიფება, თუმცა მცირე რაოდენობით. გადამუშავებული კარტოფილი, მაგ. გაყინული ,,ფრენჩ ფრაიზი“, კარტოფილის ჩიფსები, ბურბუშელა და ა.შ. მთელი წლის მანძილზე მზადდება ახალი ან შენახული კარტოფილის ტუბერებისგან.

ხარისხის მახასიათებლები და კრიტერიუმები

მაღალი ხარისხის, ბაზარზე გასატანი კარტოფილის ბოლქვები უნდა იყოს შევსებული, კარგი ფორმის, ერთგვაროვანი, მკვეთრი ფერის (განსაკუთრებით წითელი, თეთრი და ყვითელი ჯიშები), არ უნდა იყოს ტალახიანი, დაზიანებული, გამწვანებული, გაღივებული, დაავადებული და არ უნდა აღენიშნებოდეს ფიზიოლოგიური დეფექტები.

ნაყოფის სიმწიფის მაჩვენებლები

კარტოფილის ტუბერის კანი უნდა იყოს გამძლე მოსავლის აღების დროს. კანი, რომელიც აღარ იხეხება, არის მოსავლის აღების დაწყების მთავარი მაჩვენებელი. გადამუშავებაში გამოყენებული კარტოფილის სიმწიფის ნიშანია შაქრიანობა, მცენარის დაბერება არის ნიშანი მოსავლის აღებამდე სიმწიფის დასადგენად. ტუბერის დაძარღვის შეფერვა კორელაციაშია სიმწიფის პერიოდთან, თუმცა ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება კარტოფილის სხვადასხვა ჯიშებს შორის.

ხარისხები, ზომები და შეფუთვა

აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხარისხის სტანდარტებია: ,,ექსტრა №1“, №2, ,,კომერციული“ და №2 (დეპარტამენტმა ხარისხები 1991 წელს დაამტკიცა). ხარისხები ენიჭება გარეგანი მდგომარეობის მიხედვით. ხარისხები სხვადასხვაა ტუბერის ფორმების მიხედვით.

სტანდარტის მოთხოვნით, კარტოფილის მინიმალური დიამეტრი აშშ-ს №1 ან №2 ხარისხებისათვის არის 4.8-5.1 სმ. მრგვალ კარტოფილებში და 118 გრ. გრძელ კარტოფილებში. პერიოდულად, მრგვალი და თეთრი კარტოფილებისათვის დამატებითი მოთხოვნაა, რომ ტუბერის ≥60% იყოს წონაში, მინიმუმ, 148 გ (5 oz);

სულ უფრო ვრცელდება ,,ბ-ზომის“ ხარისხი, ანუ ტუბერი < 4.8 -5.1 სმ (1 7/8 -2”). მოგრძო და გრძელი კარტოფილები უფრო მეტად საბითუმო ბაზარზე 22.7 კილოგრამიან მუყაოს ყუთებით გამოაქვთ, მასში თავსდება, დაახლოებით 60,70,80, 90 ან 100 ცალი კარტოფილი, თითოეული, საშუალოდ 380, 325, 296, 266, ან 237 (შესაბამისად) გრამია. საცალო ბაზარზე მომხმარებლებს შეუძლიათ ყუთიდან აირჩიონ კარტოფილის სასურველი ზომის ტუბერები. საცალო ბაზარზე, ძირითადად, იყიდება 2.27 და 4.55 კგ (5 და 10 lbs) პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკები, რომლებშიც 150-240 გრამიანი კარტოფილები აწყვია. ბ-ზომის კარტოფილები იყიდება პინტებში, მცირე კონტეინერებში, ან გროვად დაყრილი. ახლად დაჭრილი კარტოფილი, როგორც წესი, პლასტმასის ლანგრებზე ლაგდება გასაყიდად და მათ ზემოდან პოლიეთილენის ფირი აქვთ გადაკრული.

გადამმუშავებელ ინდუსტრიაში (,,ფრენჩ ფრაის“, ჩიპსების წარმოება) გამოყენებული კარტოფილები აშშ-ს ხარისხისა და ზომის სტანდარტებით ხარისხდება თითოეულ კომპანიაში ხარისხისა და ზომის შიდა მოთხოვნების შესაბამისად. ეს ბოლო კომპონენტი განსხვავდება წარმოებული პროდუქტის ტიპისა და კლიენტის მოთხოვნების მიხედვით. კარტოფილი საწარმოებში გადააქვთ დიდი მანქანებით ან კონტეინერებით, რომლებიც, დაახლოებით, 910 კილოგრამს იტევს.

შენახვის ოპტიმალური პირობები

კარტოფილის გრძელვადიანი პერიოდით შესანახად საჭიროა მისი სამკურნალო დაყოვნება/გაჯანსაღება (დაახლოებით, 12 თვემდე შენახვის მიზნით). ღონისძიების მიზანია კარტოფილის გამოცოცხლება, იარების მკურნალობა და რესპირაციის შემცირება. ამ ღონისძიების ოპტიმალური პირობებია, 0 0დაახლოებით, 20 C (68 F), ტენიანობა – 80 – 100%. გაჯანსაღება შესამჩნევად ნელდება ტემპერატუ0 0 0 0რაზე < 10 – 12 C (50 -55 F) და > 25 – 30 C (75 – 85 F). ანალოგიურად, თუ ტენიანობა ნაკლებია < 80%, აყოვნებს გაჯანსაღებას.
0 0რეკომენდებულია სამკურნალო დაყოვნება/გაჯანსაღება 15 C(59 F)ტემპერატურაზე, რათა ლპობა მინიმუმამდე დავიდეს. ხშირად, კარტოფილი, რომელიც შემოდგომაზე აიღეს, ზომიერ კლიმატში არის უფრო ცივი, ვიდრე ოპტიმალური სამკურნალო ტემპერატურა. თუმცა, საწყობში რესპირაციის შედეგად, ბოლქვები თბება და ტენიანობაც მაღლა იწევს. ტემპერატურა და ტენიანობის ფაქტორი აკონტროლებენ წარმოქმნილ ნამს და ამ დროს ირთვება ვენტილაციის სისტემა, რომ გარედან ჰაერი შევიდეს საწყობში დღე ან ღამე (საჭიროებიდან გამომდინარე). მას შემდეგ, რაც პროცესი მორჩება (დაახლოებით 1-2 კვირაში), ტუბერის ტემპერატურა მცირდება 1 ან 2 გრადუსით დღის მანძილზე, ვიდრე არ მიიღწევა სასურველი ტემპერატურა და ტენიანობის ფაქტორი.

ზოგჯერ, ორ დამატებით ღონისძიებას ახორციელებენ: სველ კარტოფილებს აშრობენ საწყობში შეტანამდე, ან ათბობენ კარტოფილს საწყობიდან გატანამდე. ჰაერის მოძრაობა რეგულირდება, რათა საწყობში ერთნაირი ტემპერატურა იყოს. 95-99% ტენიანობა მუდმივად მოითხოვება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს კარტოფილის ჭკნობა და დაწოლისგან დაზიანება საწყობში. შენახვის სასურველი ტემპერატურა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა არის კარტოფილის საბოლოო გამოყენების დანიშნულება. რესპირაციის სიჩქარე არის სულ მცირე 2-3°C (36-37°F). კარტოფილის შენახვა 0-2°C (32-35°F) ტემპერატურაზე ზრდის გაყინვის ან სიცივისგან დაზიანების რისკს. გაღივება ჩქარდება > 4 – 5°C (40°F) ტემპერატურაზე, ამიტომ სათესლე კარტოფილები ინახება 4-5°C (40°F) ტემპერატურაზე.

კარტოფილი, რომელიც გადასამუშავებლად არ გამოიყენება, ინახება 7-10°C (45 – 50°F) ტემპერატურაზე, რათა შემცირდეს არარედუცირებული შაქრის გარდაქმნა ისეთ რედუცირებულ შაქრად, როგორიცაა გლუკოზა. ეს უკანასკნელი კი, იწვევს რბილობის გამუქებას გაჭრისას.

კარტოფილი ფრის დასამზადებლად გამოყენებული კარტოფილი ინახება 10-15°C (50 – 59°F) ტემპერატურაზე (დამოკიდებული ჯიშზე და შაქრის გარდაქმნის მახასიათებლებზე). ძალიან ბევრი ჯიში, რომელიც ჩიფსების მოსამზადებლად გამოიყენება, ჭარბი რაოდენობით გარდაიქმნება შაქარი < 15°C (59°F) ტემპერატურაზე შენახვის შემთხვევაში. ამიტომ, ჩიფსების ჯიშებს ინახავენ 15-20°C (59 – 68°F) ტემპერატურაზე; ამჟამად გამოჰყავთ ახალი ჯიშები, რომლებშიც შაქარი აღარ დაგროვდება ისეთ დაბალ ტემპერატურაზე, როგორიცაა 5-10°C (41 – 50°F).

ხარისხიანი კარტოფილის ტუბერები ინახება 2-12 თვე, გააჩნია მოსავლის აღების დროს, მის ხარისხს, ასევე, სასაწყობე საშუალებების ხარისხს, ჯიშს და იმას, გამოიყენება თუ არა გაღივების ინჰიბიტორი. ეს უკანასკნელი, შეიძლება, მინდორში გამოიყენონ ტუბერებზე, რომელიც ხარისხდება და იფუთება, ვიდრე დაიწყება ნაყოფების გაღვივება ან საწყობში, მას შემდეგ, რაც გაჯანსაღების პროცესი დასრულდება.

კონტროლირებადი ატმოსფეროს პირობები

საწყობში ატმოსფეროს კონტროლის სარგებლიანობა მინიმალურია და ეკონომიკური სარგებელიც საეჭვოა. მფარავი კანის წარმოქმნა და ჭრილობის მოშუშება გვიანდება, თუ ატმოსფეროს კონტროლის რეჟიმია<5% O2 /. დაზიანება, რომელსაც იწვევს მცირე ჟანგბადი<1.5% O2 ან მაღალი ნახშირორჟანგი>   10% CO2, გამოიხატება უსიამოვნო სუნით, არომატის დაკარგვით, შიდა გაუფერულებით და ლპობით, ხო ლო მაღალი CO2 იწვევს რედუცირებული შაქრის წარმოქმნას და ასევე, ზრდის საქაროზის შემცველობას.

საცალო ვაჭრობის ობიექტში განთავსების პირობები

სამკურნალოდ დაყოვნებული და ახალი კარტოფილი, ასაწონი იქნება თუ დაფასოებული (პოლიეთილენის ან ქაღალდის პარკებში), მშრალად უნდა გამოიფინოს. ახალი კარტოფილები, რომლებიც წონით იყიდება, როგორც წესი, სხვა ცივი სეზონის ბოსტნეულთან ერთად უდევთ და პერიოდულად წყლით ნამავენ.

სიცივის მიმართ მგრძნობიარობა

კარტოფილი იყინება დაახლოებით -1°C (30°F) ტემპერატურაზე. შიდა მოყავისფრო ფერი, შეიძლება გაჩნდეს 1-2°C (34 – 35°F) ტემპერატურაზე, ხოლო 3-4°C (27-39°F) ტემპერატურაზე, როგორც წესი, წარმოიქმნება რედუცირებული შაქრის გაზრდილი დონე, რომელიც აღარ იკლებს რეგენერაციის დროს.

ეთილენის წარმოქმნა და მგრძნობიარობა

კარტოფილი ძალიან მცირე რაოდენობით ეთილენს გამოყოფს < 0.1 μL kg¹ h¹ 20 -ზე °C(68°F). გაჭრილი, ჩაშავებული ან დაჭრილი ტუბერი გაცილებით მეტ ეთილენს გამოსცემს. კარტოფილის ტუბერი არ არის გარედან მიღებული ეთილენის მიმართ მგრძნობიარე. ეთილენის დაბალი დონე ზრდის რესპირაციას, განსაკუთრებით, შემოუსვლელ კარტოფილში და შედეგად, კარტოფილი იკლებს წონაში და ზომიერად იკუმშება. თუ კარტოფილი ან თვის მანძილზე > 5°C (41°F) ტემპერატურაზე ინახება გაღივების ინჰიბიტორის გარეშე, ეთილენის დაბალმა დონემ, შეიძლება, გაღივება შეანელოს, ხოლო თუ დიდი რაოდენობითაა, პირიქით, ხელი შეუწყოს გაღივებას.

რესპირაციის ტემპები
ტემპერატურა უმწიფარი  მწიფე (შეწამლული)  ( მაგ CO2  კგ¹ სთ¹)
5° C  24 6  – 18
10°C 30- 40 13 – 19
15°C 25 – 57 11 – 22
20°C 32 -81 14 – 29

რომ მივიღოთ დაზუსტებული მონაცემები, ამისთვის მაჩვენებელი მლ კგ¹ სთ¹ უნდა გავყოთ მგ კგ -1სთ სიხშირე 2.0-ზე 0°C (32°F) ტემპერატურაზე, 1.9-ზე 10°C (50°F) ტემპერატურაზე, და 1.8-ზე 20°C (68°F) ტემპერატურაზე. რომ გამოვთვალოთ სითბოს გამოყოფა, მგ კგ სთ უნდა გავამრავ-ლოთ 220ზე, თუ გვინდა დავითვალოთ ეს მაჩვენებელი ბრიტანულ თერმული ერთეულში (BTU) გაანგარიშებისთვის ერთ ტონაზე დღეში, ან უნდა გავამრავლოთ 61-ზე, რომ მივიღოთ კილოკალორია ტონაზე დღეში. მონაცემები აღებულია ჰალერისა და სხვათა ნაშრომისაგან (1941 წ.), პერკინს-ვაეზის და ნონეკის (1992 წ.) და პერკინს-ვაეზის (გამოუქვეყნებელი) ნაშრომებიდან.
შემოუსვლელი კარტოფილის ტუბერს უფრო მაღალი რესპირაციის სიჩქარე აქვს, ვიდრე მწიფეს ან სამკურნალოდ დაყოვნებულს. გრილი ან ჰაერის გაზრდილი მოძრაობა ეფექტურია რესპირაციის მაღალი სიჩქარის შედეგების სამკურნალოდ. თუმცა, ჰაერის გაზრდილი მოძრაობა, მაღალი ტენიანობის ფაქტორის არსებობის პირობებში, გამოიწვევს ზედმეტ გამოშრობას.

ფიზიოლოგიური დარღვევები

ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ფიზიოლოგიური დარღვევები, რომელიც კარტოფილს აზიანებს, არის ლაქები, რბილობის გაშავება, მოყინვა, სიმწვანე, რბილობის ღრმულები, შაქრისაგან გაყავისფრება და შიდა ნეკროზი.

ლაქები ჩნდება ტუბერის ფიზიკური დაზიანების შედეგად, ტუბერის ბოლო არის ყველაზე მგრძნობიარე. დაზიანების ან გაჭრის შედეგად, დაზიანებული ქსოვილი წითელ ფერს იღებს, მერე 24 ან 72 საათში შავდება. გარკვეული დროის შემდეგ კიდევ უფრო იმატებს სიშავე. ჯიშების მიხედვით განსხვავებულია მათი მგრძნობელობა და სიმპტომების გამოხატვა. ნიადაგის პირობებმა, შეიძლება, ტუბერში შავი ლაქები გააჩინოს. ცუდი ვენტილაცია არის ამის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. სასუქების სათანადოდ მიცემის (განსაკუთრებით კალიუმის), მორწყვის, ფრთხილი მოპყრობის და მაღალი ტენიანობის ფაქტორის პირობებში, ლაქების გაჩენის რისკი დაბალია. კომპოსტის და/ან ნაკელის გამოყენება შავი ლაქების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა.

რბილობის გულის გამუქება არის დაავადება, რომელიც საწყობში ან ტრანსპორტირების პროცესში ჩნდება არასაკმარისი ჟანგბადის გამო. როგორც წესი, დაავადება თავს იჩენს > 30°C (86°F), ტემპერატურაზე, რაც ზრდის რესპირაციას. თუ ჰაერის გაცვლა ტუბერებს შორის არ არის საკმარისი, ჟანგბადის ნაკლებობა ვითარდება ტუბერის შიგნით და რბილობის უჯრედები კვდება და შავდება. ეს დაავადება იშვიათად ჩნდება ადრეული მოსავლის კარტოფილში.

მოყინვა -1°C (30°F) ტემპერატურაზე მინდორში ან საწყობში, ჩვეულებრივ, იწვევს მკვეთრ გაყოფას დაზიანებულ და დაუზიანებელ ქსოვილებს შორის. სიმპტომებია: წყალში დასველებულის შესახედაობა, მინისმაგვარი იერი, ქსოვილების დაშლა. სიცივისაგან მიღებული დაზიანება რამდენიმე კვირის შემდეგ ჩნდება 0°C (32°F) ტემპერატურაზე და იწვევს შიდა ქსოვილების გაყავისფრებას ზოგიერთ ჯიშზე. ზოგჯერ სიცივისაგან მიღებული დაზიანება საკმაოდ დიდი ხნის შენახვის მერე ვლინდება.

გამწვანება, შეიძლება, გაჩნდეს კარტოფილის ტუბერის იმ ნაწილში, რომელსაც სინათლე ხვდება. დაზიანებული ტუბერის გამორჩევა ადვილია დახარისხების პროცესში. მათ იშვიათად უშვებენ რეალიზაციაში.

გრძელვადიანი შენახვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაბნელება, რადგან კარტოფილი, შეიძლება ბაზარზე ან საწყობში ყოფნისას გამწვანდეს. ღია შუქზე დატოვება მოსავლის აღების შემდეგ, ან დაბალ შუქზე შენახვა დიდი ხნის განმავლობაში (1 ან ორი კვირა), შეიძლება გახდეს ქლოროფილის (სიმწვანე) და მწარე, ტოქსიკური გლიკოალკალოიდების (როგორიცაა, მაგ. სოლანინი) გაჩენის მიზეზი.

სოლანინი, ასევე ჩნდება დაზიანების, გაჭრის ან გაღივების შემთხვევაში. გლიკოალკალოიდები სითბოს მიმართ სტაბილურია და მინიმალურად ნადგურდება კარტოფილის საჭმელად მომზადებისას. კარტოფილი ბაზარში დახლებზე ყოველდღე ან ხშირად უნდა გამოიცვალოს გამწვანების თავიდან ასაცილებლად.

რბილობის ფაშარიანობა. ფორები გავრცელებული დაავადებაა კარტოფილის ადრეულ ჯიშებში; მათ ჭარბად რწყავენ, რათა შეინარჩუნონ ნიადაგის სიგრილე თბილ/ცხელ კლიმატში. ეს ფორები ადვილად იკიდებს პათოლოგიურ ინფექციას ნიადაგში ან შეფუთვის დროს. ინფექციები, შეიძლება უვნებელი იყოს, თუმცა ტრანსპორტირების პირობები თუ არ იქნება სათანადოდ დაცული, შეიძლება სწრაფად გავრცელდეს და დამძიმდეს. ტუბერი, რომელიც უპრობლემო ჩანს შეფუთვაში, შეიძლება რეალიზაციისათვის უვარგისი გახდეს ტრანზიტის დროს.

კანის გამერქნება გავრცელებული დაავადებაა ადრეულ ან ,,ახალ“ კარტოფილში (საადრეოდ, დაუმწიფებლად მოკრეფილი). ნიადაგის გამოშრობა და მცენარის ხმობა აძლიერებს ამ დაავადების გავრცელების ალბათობას. ჯიშები განსხვავდება კანის სისქისა და კანის გაცლის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით. ,,ახალი“ კარტოფილი საჭიროებს მაღალ ტენიანობის ფაქტორზე შენახვას, თითქმის 100%-ზე და ასევე, განსაკუთრებულ ზრუნვას/მოპყრობას.

კარტოფილის გულის დაღარვა, შაქრის გამოყოფის დაჩქარება და შიდა ნეკროზი – ყველა ეს დაავადება მოყვანის დროს ჩნდება და დაკავშირებულია არარეგულარულ ზრდასთან, წყლის არასაკმარის რაოდენობასთან და/ან ცვალებად ტემპერატურასთან. ეს პირობები მოსავლის აღების და აღების შემდეგ არ იცვლება.

მოსავლის აღების შემდგომი დაავადებები

დაავადებები არის მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების მნიშვნელოვანი წყარო, განსაკუთრებით, თუ ეს არის უხეში მოპყრობისა და დაბალი ტემპერატურის კომბინაციით გამოწვეული. სამი მთავარი ბაქტერიული დაავადება და ბევრი სოკოვანი პათოგენი იწვევს მოსავლის შემდგომ სერიოზულ დანაკარგებს. მთავარი ბაქტერიული და სოკოვანი პათოგენი, რომელიც ტრანზიტის, შენახვის ან რეალიზაციის დროს კარტოფილის განადგურებას იწვევს, არის სიდამპლე (Erwinia carotovora subsp. Carotovora, subsp. atroseptica), Ralstonia (ex Pseudomonas, ex Burkholderi) solanacearum, ფიტოფტოროზი (Phytophthora infestans), მშრალი სიდამპლე (Fusarium spp.), ვარდისფერი სიდამპლე (Phytophthora spp.), სველი სიდამპლე, (Pythium spp.) და ვერცხლისფერი ნადები (Helminthosporium solani). პერიოდულად, შემოუსვლელ ტუბერებში სერიოზული დაავადებებიც ჩნდება, მათ შორის ვარდისფერი თვალიანობა (Pseudomonas fluorescens) და ნაცრისფერი ობი (Botrytis cinerea).

ვიდრე კარტოფილის გორგლების სორტირება მოხდება დასაწყობებამდე, აუცილებელია ისეთი ფაქტორების გათვალისწინება, როგორიცაა ჰაერის მართვა, ტენიანობის ფაქტორი და ტემპერატურა საწყობში და ტრანზიტის დროს. დაბალი ტენიანობის ფაქტორი, შეწამვლის შემცირებული დრო და დაბალი ტემპერატურა ამცირებს დაავადებების გავრცელების შანსს.

კარანტინთან დაკავშირებული საკითხები

კარტოფილის ტუბერების ექსპორტი და იმპორტი კარანტინის სხვადასხვა საკითხებს მოითხოვს; კარანტინის მოთხოვნები დაკავშირებულია ხარისხთან, დაავადებებთან და ნემატოდებთან. თითოეულ ქვეყანას გააჩნია საკუთარი ფიტოსანიტარული მოთხოვნები. მოითხოვება ინსპექტირება და შესაბამისი ავტორიზაცია. ყველაზე გავრცელებული დაავადებები და ნემატოდები, რომლებზეც კარანტინი ვრცელდება, არის ,,ცისტ ნემატოდი“ (Globodera spp.), ვირუსები და ვიროიდები, ყავისფერი სიდამპლე (Pseudomonas solanacearum), ლპობა (Corynebacterium sepedonicum) და ფხვნილოვანი ქეცი (Spongospora subterranean). შეზღუდვები ამ დაავადებებთან და ნემატოდებთან დაკავშირებით მხოლოდ საიმპორტო კარტოფილს ეხება. დღესდღეობით კარტოფილის ტუბერების იმპორტი აშშ-ში მხოლოდ კანადიდანაა ნებადართული.

ვარგისიანობა ნედლად დასაჭრელად

კარტოფილი, როგორც მსუბუქად დამუშავებული პროდუქტი, სიახლეა. უმად დაჭრილ კარტოფილს ბაზარზე არ ყიდიან, თუმცა, შეიძლება, ორთქლზე მოხარშული კარტოფილი პლასტმასის სინებზე ზემოდან პოლიეთილენის პარკგადაკრული გაიყიდოს. შენახვის მოთხოვნები ამ ფორმით გაყიდვის შემთხვევაში კარგად განსაზღვრული არ არის.

განსაკუთრებით გასათვალისწინებელი ფაქტორები

კარტოფილმა, შეიძლება, ,,მიწის“ სუნი გადასდოს ვაშლს და მსხალს, თუ ჰაერის ვენტილაცია სათანადო არ არის. კარტოფილმაც შეიძლება, მიიღოს სხვა არომატი სხვა პროდუქტებისაგან. მოსავლის აღების შემდგომი სასაქონლო დამუშავება საგვიანო კარტოფილებისთვის საკმაოდ კომპლექსურია და დამოკიდებულია მოყვანის პირობებზე, მოსავლის აღების დროს გარემო პირობებზე, ჯიშზე, გამოყენების დანიშნულებაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე.

 რონალდ ე. ვოსი,

ბოსტნეულის კულტურების დეპარტამენტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, დევისი, კალიფორნიის უნივერსიტეტი

„ნაშრომი ნათარგმნია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის (REAP) პროექტის ფარგლებში“