კენკროვნების სწორად გასხვლა, როგორ მოვიწიოთ კარგი მოსავალი?

გასხვლა უშუალოდ მოქმედებს ჰორმონულ ბალანსზე და, ბუნებრივია, მცენარის მიწისზედა ნაწილების რაოდენობაზე, ზომაზე (ტოტები, ფოთლები), ასევე კვირტების ხარისხზე და რაოდენობაზე.  გასხვლის ძირითადი მიზანი ჯერ მცენარის ბალანსის შექმნა და შემდეგ ვეგეტაციურ და გენერაციული ზრდას შორის ბალანსის შექმნა და შემდეგ ამ წონასწორობის დაცვაა.

სკერნევიცეს მებაღეობის ინსტიტუტის დოქტორმა გალინა მორგამ კონფერენციაზე „კენკროვანი კულტურები 2017“, მოხსენებაში, რომელიც კენკროვანთა პლანტაციის მოვლას ეხებოდა, აღნიშნა, რომ გასხვლის მიზანი კენკროვანთა მაქსიმალურად უხვი და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად, მცენარის ნაყოფიერებისა და პროდუქტიულობის ოპტიმიზებაა.

ამავე დროს მოსავლის განსაზღვრული სანიტარული მდგომარეობის დაცვით, შესაძლებელია მცენარის სიცოცხლისუნარიანობის გაზრდა.

დოქტორმა მორგამ ასევე აღნიშნა, რომ ახალმა რაციონალურმა აგროტექნიკის დანერგვამ, შესაძლებელი გახადა  პლანტაციაში ჩატარებული ყოველი ოპერაციის შედეგად გაწეული ქმედების  შედეგების პროგნოზირება, მათ შორის გასხვლისაც. ასეთი პროგნოზი შესაძლებელია მცენარის შესახებ ზუსტი ბიოლოგიის, განვითარების ტიპის, ზრდა სა ნაყოფიერების თავისებურება, ასევე გარემო ფაქტორებთან ურთიერთქმედება, როგორიცაა ტემპერატურა, სინათლე, საკვებ ნივთიერებების ათვისების უნარის  ცოდნა.

გასხვლის დაგეგმვის დროს უნდა გავითვალისწინოთ ბუჩქის ცალკეული ჯიშის მრავალფეროვნება, წარმოშობის და სახეობის დონის მიხედვით. ეს ართულებს გასხვლის სქემის შემუშავებას და ამ ოპერაციის შესრულებისას  მსხვლელისგან კარგ ცოდნასა და გამოცდილებას  მოითხოვს.

კენკროვანთა სამი ძირითადი ტიპი არსებობს _ სწორი, დახრილი და დაწვენილი. დოქტორმა მორგამ ხაზგასმით აღნიშნა, კენკროვანთა გაშენების ტექნოლოგიის შერჩევის დროს მნიშვნელოვანია მცენარის ზრდის ტიპი და ძალა, როგორი თვისება აქვს ბუჩქს.

არონია (შავნაყოფა ხმელი ცირცველი), გამოირჩევა მზის სინათლისადმი მაღალი მომთხოვნელობით და შავი მოცხარის მსგავსად ნაყოფს 2-6 წლიან ნაზარდზე იძლევა. საუკეთესო ხარისხის ნაყოფს  2-3 წლიანი ნაზარდი ისხამს. არონიის გასხვლის გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბუჩქის ასაკი. ახალგაზრდა (5 წლამდე) და ხნიერი (6 წელზე მეტი ასაკის) ბუჩქებზე რეკომენდებულია დინამიური გასხვლის ჩატარება.

არონიის ძველი პლანტაციების შემთხვევაში საჭიროა სისტემატიური გასხვლა, როდესაც დაცულია ფიქსირებულ ბალანსი გარკვეული ასაკის ნაზარდებს შორის (1/3 ახალგაზრდა ნაზარდი, 1/3 4 წლამდე ნაზარდი, 1/3 5-6 წლის ნაზარდი). ნაყოფის მექანიკური აღების შემთხვევაში  რეკომენდებულია 3 სმ, დიამეტრის ცენტრალური ნაზარდის, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდება, 4-5 სმ. გასხვლა. სისტემატიური გასხვლისას საკმარისია ყოველწლიურად 10% ნაზარდის მოცილება.

ლურჯი მოცვი შავნაყოფა ცირცველთან შედარებით ხასიათდება საშუალო ზრდით. იგი ნაყოფს ძირითადად 2-5 წლიან ტოტებზე ისხამს, საუკეთესო კენკრა კი 2-3 წლიან ნაზარდებზე იკრიფება.

გახსოვდეთ, რომ ლურჯი მოცვის ბუჩქი მეტა მგრძნობიარეა მაღალი (30°C-ზე მეტი) და დაბალი (_20°C-ზე დაბალი) ტემპერატურის და გვალვის მიმართ.

გასხვლის სქემის განსაზღვრის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ ბუჩქის ასაკი. ახალგაზრდა ბუჩქების დროს მნიშვნელოვანია ვეგეტატიურ ნაზარდის სტიმულირება (ზოგ შემთხვევაში რეკომენდებულია ყვავილების გაცლა და სუსტი ნაზარდების შეჭრა). მეოთხე წლიდან ბუჩქები უნდა გაისხლას სისტემატიურად და დაცული უნდა იყოს ბალანსი სხვადასხვა ასაკის ნაზარდებს შორის (1/4 ყველაზე ახალგაზრდა ნაზარდი, ½  2-3 წლიანი ნაზარდი, ¼ 4 წლიანი ნაზარდი).

გასხვლის დროს, ისე რომ მოსავლიანობას არანაირი ზიანი არ მიადგეს, შეიძლება ნაზარდის 20%-ის მოცილება.

შავი მოცხარი ნაყოფს ძირითადად 1-4 წლის ნაზარდებზე იძლევა. საუკეთესო ხარისხის კენკრას 1-2 წლიან ნაზარდებზე ისხამს. შავი მოცხარი წითლისგან განსხვავებით ხასიათდება ყვავილობის დროს სინათლის მაღალმომთხოვნელობით. გასხვლის სქემის განსაზღვრის დროს, ასევე აუცილებელია ბუჩქის ასაკის გათვალისწინება. მსუბუქი გასხვლა, ძირითადად ახალგაზრდა მოცხარის ბუჩქზე დაბალი ხარისხის ნაზარდების მოცილებით სრულდება.

ძველი ბუჩქები უნდა გაახალგაზრდავდეს, მოცილდეს 4 წელზე ძველი ნაზარდები.

წითელი მოცხარის ბუჩქები კარგად მსხმოიარობენ 2-6 წლიან ნაზარდებზე (საუკეთესო ნაყოფს 2-3 წლიანი ნაზარდები იძლევა). მოაცილეთ ყველა დაბალი და უხარისხო ტოტი ბუჩქს, ხოლო სისტემატური გასხვლა მიმართული უნდა იყოს სხვადასხვა ასაკის ნაზარდებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად (1/4 ნაზარდი 1-2 წლიანი, ½  ნაზარიდ 3-4 წლიანი, ¼ ნაზარდი 5-6 წლიანი).

ჟოლოს შემთხვევაში ძირითადი ნაყოფისმომცემი ორწლიანი ნაზარდებია. ჟოლოს ბუჩქი მგრძნობიარეა გვალვისა და ზამთრის ტემპერატურული ცვლილების მიმართ. ჟოლოს გასხვლის დროს ბუჩქის წლოვანებას მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ  ნაყოფის მოცემის შემდეგ ნაზარდი კვდება და უნდა მოცილდეს. ჟოლოს პლანტაციებში  მოსავლის აღების მექანიკური აღების გამოყენების დროს მიწისკენ დახრილი ნაყოფისმომცემი ნაზარდები უნდა მოცილდეს.

წყარო: sadyogrody.pl

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *