კირი _როგორ ჩავაქროთ და გამოვიყენოდ სწორად?

კირი- ბერძნული სიტყვაა და ,,ჩაუმქრალს- მარადიულს“ ნიშნავს. მას, როგორც სამშენებლო და სხვა იყენებდნენ უხსოვარი დროიდან.

კირი მიიღება ზოგიერთი მთის ქანის (კირქვა, დოლომიტი, ცარცი…) გამოწვის შედეგად. 
კირი საკმაოდ დაბალფასიანია, მაგრამ როგორც უნივერსალურ მასალას, გააჩნია გამოყენების ფართო სპექტრი მშენებლობიდან – სოფლის მეურნეობამდე.

კირის, როგორც საიმედო და გამძლე დუღაბის მაგალითია ჩინეთის დიდი კედელი, რომელმაც დღემდე მყარად  დგას.

სად გამოიყენება კირი?

● სამშენებლო სამუშაოებში:

▪  ემატება სხვადასხვა შესალეს ალიზს და დუღაბს, რათა მათ პლასტიკურობა და სიმტკიცე შესძინოს;

▪  ამაღლებს ბეტონის სიმკვრივეს და წყალმდგრდობას;.

▪  შენობების შიდა და გარე ფასადების, საწყობების, სარდაფების და სხვა ნაგებობების შესათეთრებლად, სადაც დაბინავებულია შინაური ცხოველები, რადგან აქვს ანტისეპტიკური თვისებები;

▪  დუღაბის, საღებავების, სილიკატური აგურის და სხვა სამშენებლო მასალების დასამზადებლად.

●  სოფლის მეურნეობაში გამოიყენება:

▪ ხეების შესათეთრებლად, რათა დაიცვას მათი ქერქი მზის დამწვრობისაგან და სხვადასხვა მავნებლებისგან;

▪ სასუქების მოსამზადებლად, ნიადაგის მჟავიანობის დასარეგულირებლად;

▪ მებაღეობა-მებოსტნეობა-მევენახეობაში სხვადასხვა ანტისეპტიკური ნაზავების მოსამზადებლად.

განასხვავებენ კირის ორი სახეობას: ჩამქრალს და ჩაუმქრალს.

როგორც ავღნიშნეთ, სხვადასხვა ქანების გამოწვის შედეგად ჩაუმქრალი კირი მიიღება, ხოლო მასზე წყლის დასხმის, ზემოქმედების შედეგად ჩამქრალი კირი მიიღება.

ჩაუმქრალი კირი მომხმარებელს მიეწოდება ნამსხვრევების, ან ფხვნილის სახით. შესაფუთ მასალას უნდა ეწეროს დრო, რაც აუცილებელია აღნიშნული კირის ჩასაქრობად.

ჩამქრალი კირი მომხმარებელს ფხვნილის (ფიფქების), ან ცომის სახით მიეწოდება. ამ კომპონენტების გამოყენებით ხდება კირის ხსნარის (რძის დამზადება) და შეიძლება არ გაამართლოს ის მოლოდინი, რისთვისაც იქნა გამოყენებული. ამის მიზეზია უხარისხოდ ჩამქრალი კირი.

კირის ცომის ხანგრძლივად შენახვა და სამშენებლო ნაზავებში გამოყენება შეიძლება.

ჩაუმქრალი კირის წყალთან შეხების შედეგად, იწყება ქიმიური რეაქცია და გამოიყოფა დიდი რაოდენობის სითბო (150°C-მდე), წყლის ნაწილი ორთქლდება, რომელიც აფხვიერებს კირს და ფქვილისებრ ფხვნილად აქცევს.

კალციუმის მაგალითზე კირის ჩაქრობის ფორმულაა: СаО + Н2О = Са(ОН)2 + 65,1 კ/ჯ.

კირი, ხარისხისა და ჩაქრობის სიჩქარის მიხედვით 3 ჯგუფად იყოფა:
▪ სწრაფმქრობი _ ჩაქრობის დრო 8-10 წუთი;
▪ საშუალომქრობი _  ჩაქრობის დრო 15-25 წუთი;
▪ ნელმქრობი _ ჩაქრობის დრო 25 წუთზე მეტი.
კირის ჩაქრობის დროდ ითვლება კირის წყალთან რეაქციაში შესვლიდან, ვიდრე იგი ტემპერატურის ზრდას არ შეაჩერებს.

კირის ჩაქრობისას აუცილებელია არ დარჩეს ნაზავში კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდები, რაც მომავალში,გამოყენებისას, ცუდად აისახება მიღებულ შედეგზე.

კირის მთლიანად ჩაქრობას 24-დან 36 საათამდე სჭირდება.

როგორ ჩავაქროთ კირი

1. ჩაყარეთ კირი უჟანგავ ჭურჭელში ან ყუთში (იხ. სურათზე თვითნაკეთი მოწყობილობა);
ა) კირის ჩამქრალი ფანტელის (ფხვნილის) მისაღებად, დაასხით წყალი შემდეგი პროპორციით: 1კგ.კირის ნატეხი+1ლ.წყალი;
ბ) კირის ცომის მისაღებად : 1კგ. კირის ნატეხი+3-4 ლ. წყალი;
გ) კედლების შესათეთრებლად: 1კგ. კირის ნატეხი+2ლ. წყალი (მიღებული ფხვნილი ზავდება წყლით სასურველ კონცენტრაციამდე და გამოიყენება 2 დღის შემდეგ) ;
დ) ხეების შესათეთრებლად: 1კგ. კირის ნატეხი+4ლ. წყალი (მიღებული ცომი ზავდება წყლით სასურველ კონცენტრაციამდე და გამოიყენება 2 დღის შემდეგ);
ე) ბორდოს ხსნარის მოსამზადებლად, თუ არ გაქვთ წინასწარ შეძენილი ჩამქრალი კირი კირის ჩაქრობა ხდება 2 საათით ადრე. 50 გრ. ჩაუმქრალ კირის ნატეხებს დაასხით 10 ლ.

წყალი, დაელოდეთ ჩაქრობას, გადაწურეთ, არწყეთ და აორთქლებული წყლის ნაცვლად დაამატეთ ისევ წყალი, რომ შეივსოს 10 ლიტრამდე.

2. ჩაქრობის პროცესში ამოურიეთ კირს ყოველ ჯერზე, მაშინვე, როდესაც შემცირდება ორთქლის გამოყოფა.

3. ნელადჩამქრობი კირის შემთხვევაში, წყალი დაასხით ნაწილ-ნაწილ. ბოლოს,როდესაც დაიშლება ფანტელებად, დაასხით წყლის დარჩენილი წილი;

4. სწრაფადჩამქრობი და საშუალოდჩამქრობი კირი, წყლის უკმარისობის დროს შეიძლება გადაიწვას, ამიტომ, საჭიროების მიხედვით, უნდა დაემატოს წყალი, ვიდრე არ შეწყვეტს ორთქლის გამოყოფას.

დუღაბისთვის კირი ჩაქრობიდან 2 კვირის შემდეგ გამოიყენება, ხოლო ალიზში _ 1 თვის თავზე.

1 კგ. ჩაუმქრალი კირიდან მიიღება 2 კგ-ზე მეტი ჩამქრალი კირი.

კირის ჩაქრობის დროს მიიღეთ უსაფრთხოობის ზომები: დაიცავით სხეული და არ მიიტანოთ სახე ახლოს ჭურჭელთან.

PS.
ნიადაგის მჟავიანობის დასაწევად, გარდა ჩამქრალი კირისა, გამოიყენება ჩაუმქრალიც, რომელსაც უწოდებენ მყარ სასუქს. ასეთ სასუქებს მიეკუთვნება: კირქვა, დოლომიტი, ცარცი, რომლებსაც ამტვრევენ და პირდაპირ აყრიან ნიადაგის ზედა ფენას. შედარებით რბილი სასუქი-გაჯი, მერგელი, დოლომიტის ფქვილი, კირქვიანი ტუფი გამოიყენება წინასწარი დამუშავების გარეშე და უფრო ეფექტიანია.

ლია მღვდელაძე