აგროსიახლეებიდარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

 ლურჯი იონჯა (Mediacgo sativa)

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი, მრავალწლოვანი ბალახია, არსებობს რამოდენიმე სახეობის, თუმცა სამეურნეო მნიშვნელობით გამოირჩევენ ლურჯ იონჯას, რომელიც შეიცავს საკვები პროტეინის დიდ რაოდენობას, მონელებადი საკვები ნივთიერებების შემცველობით მას ვერ შეედრება ვერცერთ სხვა საკვები კულტურა.  იონჯა ძირითადად გამოიყენება, მწვანე საკვების ან თივის სახით.

ასევე მისი საშუალებით შესაძლებელია ნიადაგის ორგანული აზოტით გამდიდრება

 დასახელება _ „ვერკო“.   

გამოირჩევა დიდი ფოთლოვანი მასით და ღეროს ნაკლები ხვედრითი წილით ნათიბში.  შეიცავს დიდი რაოდენობით მონელებად პროტეინს. ახასიათებს  თიბვის შემდეგ სწრაფი ჩამოყალიბების უნარი, ჩაწოლისა და დაავადებებისადმი მედეგობა. გამოიყენება, თივის, მწვანე საკვების ან სილოსის დასამზადებლად.

 თესვის ნორმა _ 25-30 კგ. ჰექტარზე;
თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.