აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

მარწყვის მოსავლის აღების ევოლუციური მეთოდი _ როგორ გავზარდოთ შრომისნაყოფიერება 25%-ით?

უკრაინული მოწინავე მარწყვის მწარმოებელი კომპანია „ფრუ ტექსი“ მარწყვის მწარმოებლებს ურჩევს, მარწყვის დარგვის ტრადიციულ სქემას გადახედონ, რათა მარწყვის მოყვანაც გაუიოლდეთ და მოსავლის​ აღების შრომის ნაყოფიერებაც გაზარდონ.

საადრეო ჯიშების მარწყვის მულჩიან კვლებზე ტრადიციულ ორრიგა სქემით (1,50 х (0,30 х 0,30) დარგვის ნაცვლად ერთრიგა სქემის (1,40 х 0,16) გამოყენებით, მნიშვნელოვნად მცირდება მარწყვის წარმოების დანახარჯები, იოლდება და მოსავლის აღების შრომისნაყოფიერება სულ მცირე 25%-ით იზრდება.

ამასთან ერთად ჰექტარზე დარგული მცენარეების რაოდენობა სიმჭიდროვის გაზრდის ხარჯზე პრაქტიკულად ორრიგად დარგული მცენარეების იდენტურია და მოსავლიანობაც არ მცირდება.

როგორც „ფრუ ტექსის“ დამფუძნებელი ოლეგ ბოსი ამბობს, მულჩიან ამაღლებულ კვლებზე მარწყვის ერთ რიგად დარგვას სხვა უპირატესობაც აქვს, მცირდება მცენარეთა დაცვის საშუალებებზე განკუთვნილი დანახარჯები.

 მარწყვის ანალოგიური სქემით დარგვა შესაძლოა საინტერესო გამოდგეს ორგანული პროდუქციის მწარმოებელთათვისაც, რადგან ერთრიგად დარგული მცენარეები კარგად ნიავდება და დაავადებების, კერძოდ, „რუხი სიდამპლის“ გავრცელების  რისკიც მცირდება.

ამასთან კომპანიის ტექნოლოგები ასევე აღნიშნავენ, ყოველ კვალზე ორი სარწყავი ლენტის დამონტაჟების შემთხვევაში მცენარის ფესვებს კარგად მიეწოდება წყალი, თანაბრად ტენიანდება და ფერტიგაციის დროს წყალში გახსნილი სასუქს ოპტიმალურად მოიხმარს.

ამ სქემის კიდევ ერთი უპირატესობა, როგორც კომპანიის სპეციალისტები აღნიშნავენ, გახლავთ ისიც, რომ იზრდება პროდუქციის ხარისხი და, შესაბამისად, ფასიც.

მოსავლის ყოველი ახალი პარტიის აღება, გაციება და სავაჭრო ქსელში გაშვება ხდება ოპერატიულად, რაც საშუალებას იძლევა, მომხმარებელს მუდმივად ხარისხიანი, ახალდაკრეფილი არომატული მარწყვი მიაწოდოთ, ამას კი მარკეტინგული თვალსაზრისით ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამას გარდა, როგორც ცნობილია, ერთმხირვ მომხმარებელი ითხოვს ყოველთვის უფრო ხარისხიანი პროდუქციაც მიიღოს და მეორე მხრივ ფასებიც არ გაიზარდოს, მეტიც შემცირდეს.

სწორედ ამიტომაც მარწყვის დარგვის ზემოაღწერილი სქემით შესაძლებელია ერთდროულად გაიზარდოს პროდუქციის ხარისხი და შემცირდეს დანახარჯები, როგორც მარწყვის წარმოებაზე ისე მოსავლის აღებაზე.

წყარო: EastFruit