ბოლო 50 წელიწადია, ჯანდაცვის ცნობილმა სპეციალისტებმა, ნუტრიციოლოგემბა და ბიოქიმიკოსებმა იპოვეს დამაჯერებელი მტკიცებულება, საიმისოდ, ადამიანი  ჯანმრთელი რომ იყოს,  საჭირო არ არის ჭამოს ხორცი,  პირიქით, მტაცებელი ცხოველების რაციონი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნეა.

 ვეგეტარიანელი ბევრი ფილოსოფიური და ეთიკური მიზეზებს გამო ხდება  (რაც ცალკე დიდი თემაა), მაგრამ მოდით ამ ასპექტებს, ახლა თავი გავანებოთ, და ვილაპარაკოთ უშუალოდ ცილაზე და მასთან დაკავშრირებულ მეცნიერულ კვლევებზე.

მითი ცილებზე

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ადამიანთა უმეტესობას ვეგეტარიანელობის ეშინია, ორგანიზმში ცილის ნაკლებობის გამოწვევაა. „როგორ შეიძლება მივიღოთ ყველა საჭირო მაღალი ხარისხის ცილები მხოლოდ ბოსტნეულიდან?“.  სანამ ამ კითხვას ვუპასუხებთ, მოდით გავიხსენოთ, რა არის ცილა?

1838 წელს ჰოლანდიელმა ქიმიკოსმა იან მულდერმა პირველად ცილების ქიმიკური შემადგენლობა აღწერა. შემდეგ გაირკვა, რომ ცილა ნამდვილად აუცილებელია ნებისმიერი ორგანიზმის გადარჩენისსათვის, და ასევე საჭიროა მისი გარკვეული რაოდენობა.

როგორც აღმოჩნდა, ამის მიზეზია ამინომჟავები, „სიცოცხლის ძირითადი წყაროები“, რომლებისგანაც შედგება ცილა. სულ ცნობილია 22 ამინომჟავა, რომელთაგან 8 მიიჩნევა, როგორც არსებითი მნიშვნელობის მქონე (ისინი არ წარმოიქმნებიან ორგანიზმში და მათი მიღება უნდა უნდა მოხდეს საკვებიდან).

8 შეუცვლელი ამინომჟავა:

  1. ვალინი;
  2. ლეიცინი;
  3. იზოლეიცინი;
  4. ლიზინი;
  5. მეტიონინი;
  6. ტრეონინი;
  7. ტრიპტოფანი;
  8. ფენილალანინი.

ამ ამინომჟავების კომპლექსი უნდა შედიოდეს დაბალანსირებულ რაციონში.

1950-იანი წლების შუა ხანებამდე, ხორცი ცილის საუკეთესო წყაროდ ითვლებოდა: რადგან იგი შეიცავს ყველა 8 შეუცვლელ ამინომჟავას, საჭირო რაოდენობაში. თუმცა  ნუტრიციოლოგებმა დაასკვნეს, რომ მცენარეული საკვებიდან მიღებული ცილები ხორცზე უარესი არ არის. უფრო მეტიც — ის უკეთესიცაა.

მცენარეები შეიცავს 8 ამინომჟავას.  მათში წარმოიქმნება ამინომჟავები ჰაერიდან, ნიადაგსა და წყლიდან. მაგრამ ცხოველებს შეუძლიათ მიიღონ ცილები მხოლოდ მცენარეების მეშვეობით: ან როდესაც პირდაპირ ჭამენ, ან ჭამენ ცხოველებს, რომლებმაც შეჭამეს მცენარეები და აითვისეს საკვები ნივთიერებები. აქედან მიხედვით, ადამიანმა შეიძლება აირჩიოს: ამინომჟავები პირდაპირ მცენარეებიდან მიიღოს თუ ეს „შემოვლითი გზით“  _ ცოცხალი არსებების ტანჯვის ხარჯზე — ცხოველების ხორცისგან.

ამრიგად, ხორცი არ შეიცავს რაიმე სხვა ამინომჟავებევს, გარდა იმისა რაც ცხოველს მცენარებისგან აქვს მიღებული.  ამიტომ თვითონ ადამიანს შეუძლია მცენარეებიდან მიიღოს ცილა. უფრო მეტიც, მცენარეულ საკვებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს: ამინომჟავებთან ერთად ჩვენ ვიღებთ ნივთიერებებს, როლებიც ცილის მაქსიმალურ ათვისებას უწყობს ხელს: ნახშირწყლები, ვიტამინები, მიკროელემენტები,  ქლოროფილი და ა.შ.

1954 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში მეცნიერთა ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და აღმოაჩინა, რომ თუ ადამიანი მოიხმარს ბოსტნეულს, მარცვლეულს და რძის პროდუქტებს, იგი ცილის ყოველდღიურ ნორმას იღებს. მათ დაასკვნეს, რომ ძალიან რთულია, მრავალფეროვანი მცენარეული რაციონის მქონე ადამიმანმა, ცილის საჭირო რაოდენობა არ მიიღოს.

წყარო: https://veg.ge

Ø ასეთი გახლავთ ვეგეტარიანელების მოსაზრება, რომელიც საკმაოდ განსხვავდება მათი შეხედულებებისგან, ვინც ცხოველური წამოშობის ცილების უპირატესობას ამტკიცებს.