დარგებიმემცენარეობაფერმერი ფერმერს

მრავალწლიანი კოინდარი (Lolium perenne)

მეჩხერბუჩქიანი მცენარეა, იზრდება 80 სმ-მდე სიმაღლის, ვერ ეგუება მჟავე და მძიმე ნიადაგებს. არ უყვარს გვალვა. ის ძვირფასი საკვები ბალახია, კარგად უძლებს დატკეპნას და გაძოვებას ამ მახასიათებლების გამო მრავალწიანი საძოვრების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს.

ძოვების პერიოში მისი ყუათიანობა მაღალია, შეიცავს 12.7% პროტეინს11/6%ცილას 29.1 უჯრედისს და 42.2 % უაზოტო ექსტრაქტულ ნივთერებას.

100 კგ თივა შეიცავს 55,2 % საკვებ ერთეულს და 4,4 კგ მნელებად ცილას.

დასახელება _ „სორაია“

 საშუალო საგვიანო  მაღალმოსავლიანი ტეტრაპლოიდური ჯიშია, გაოირჩევა მდგრადობით გამოიყენება  საძოვრად და ასევე თივის დასამზადებლად, რეკომენდირებულია როგორც სუფთა ისე ნარევების სახით თესვა. ბალახნარევებში სიცოცხლის ხანგრძლივობა 3-4 წელს შეადგენს.

მრავალსათიბი კოინდარი  (Lolium multiflorum)

მრავალსათიბი კოინდარი საუკეთესო საკვები ბალახია,  თივა გამოირჩევა მაღალი ყუათიანობით, მზადდება საუკეთესო სილოსი და ამასთანავე შესაძლებელია მისი მწვანე საკვებადაც გამოყენება.

მოცემული კულტურა  გამოირჩევა საუკეთესო პროდუქტიულობით, ოპტიმალურ პიროებებში შესაძლებელია  3 ჯერ გათიბვა.   სიცოცხლის ხანგრძლივობას 2 წელი შეადგენს მესამე წლიდან მცირდება მოსავლიანობა და უკვე ხელახალ გადათესვას საჭიროებს.

დასახელება _ „მელკუატრო“ 

ტეტრაპლოიდური ჯიშია, გამოირჩევა მოსავლის თანაბარი განაწილებით, შაქრების მაღალი შემცველობითა და კარგი ათვისების უნარით, ამ თვისებების გამო მისგან მზადდება საუკეთესო ხარისხის სილოსი. მელკუატრო გამოიყენება თივის დასამზადებლად, სასილოსედ ან მწვანე საკვების სახით. რეკომენდირებულია როგორც სუფთა ისე ნარევების სახით თესვა.

 თესვის სქემა _ მარცვლოვანი კულტურების( ხორბალი, ქერი) მსგავსად

თესვის ნორმა _ 40-45 კგ/ჰა, სუფთა თესვისას, 20-25 კგ/ჰა ბალახნარევებში.

თესვის სიღრმე _ 1-2 სმ.