დარგებიმემარცვლეობა

მცენარეები, რომელთა მოყვანა და გამრავლება საქართველოში აკრძალულია

შეიძლება არც იცოდეთ, რომ არსებობს მცენარეები, რომელთა დათესვას, მოყვანას, კულტივირებას, შენახვას, შეძენასა და გაყიდვას საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს.
ეს მცენარეები მოქცეულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნუსხაში, რაც ნიშნავს, რომ ისინი ნარკოტიკულ საშუალებებსა და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შეიცავენ.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საქართველოში აკრძალულია შემდეგი მცენარებისა დათესვა, მოყვანა, კულტივირება, გადამუშავება, მოხმარება, შენახვა, შეძენა და გაყიდვა:

1.   კოკას ბუჩქი Coca – Erythroxylon-ის გვარის ნებისმიერი სახეობა
Getty Images
კოკაინის ხე , იგივე კოკა ტროპიკული მცენარეა,  რომლის ფოთლებისგანაც იღებენ კოკაინს.

ის 1-3, ზოგჯერ 5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფოთოლი. წვრილი მოყვითალო-თეთრი ყვავილები. კოკაინის ხის სამშობლოდ პერუ და ბოლივია ითვლება. ველურად თითქმის აღარ გვხვდება. კულტივირებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკებში. ფოთლები შეიცავს კოკაინს (1,3%-მდე) და სხვა ალკალოიდებს. ერთი ბუჩქიდან წლის მანძილზე 5 კგ-მდე მშრალი ფოთლის მიღება შეიძლება.
კოკას ფოთოლში კი  იგულისხმება კოკას ბუჩქის ფოთოლი, გარდა იმ ფოთლებისა,  რომლებიდანაც მთლიანად არის გამოდევნილი ეკგონინი, კოკაინი და  ეკგონინის სხვა ნებისმიერი ალკალოიდი
კოკას ფოთოლი ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებების სიაშია მოქეული, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება სამედიცინო მიზნებისთვისაც აკრძალულია და ნებადართულია მხოლოდ სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით.

2.   ოპიუმის ყაყაჩო (დამაძინებელი ყაყაჩო, ხაშხაში) − Papaver somniferum L-ის სახეობის მცენარე
Getty Images
ყაყაჩოს წვენი –  ხაშხაშის მოუმწიფებელი ნაყოფის რძიანი წვნისაგან მოპოვებული ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება, შეიცავს სხვადასხვა ალკალოიდებს (მორფინს და სხვ.). მას მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად. აზიის მთელ რიგ ქვეყნებში კი  გავრცელებულია მისი წევა და ღეჭვა.

ყაყაჩოს თესლი ჯერ კიდევ ქვის ხანის საცხოვრისებში არქეოლოგიური გათხრების დროს საკვების ნარჩენებს შორის აღმოაჩინეს და მისგან მოგვიანებით ოპიუმის დამზადება დაიწყეს. ოპიუმის წევა საკმაოდ იყო გავცელებული ჩინეთში, საიდანაც მან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში შეაღწია. ოპიატების სწრაფ გავრცელებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში მეცნიერმა ფრიდრიხ ვილჰელმ სერტიურნერმა ოპიუმისგან კრისტალური სახით გამოყო თეთრი ნივთიერება მორფიუმი – სწორედ ის განაპირობებდა ოპიუმისთვის დამახასიათებელ საძილე და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. მორფიუმმა უამრავი ხალხი იხსნა სიკვდილისა და მტანჯველი ტკივილისგან, თუმცა მილიონობითვე ადამიანი მოეფინიზმით – ნარკომანიის ერთ-ერთი მძიმე ფორმით – დააავადა.
კანონმდებლობის მიხედვით, ოპიუმიც ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებების სიაშია შესული.

3.   კანაფი − Cannabis-ის გვარის ნებისმიერი სახეობა
Getty Images
კანაფი (იგივე მარიხუანა) მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა. 2009 წლის მონაცემებით, 15-დან 64 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3—5 %-ს კანაფი ერთხელ მაინც აქვს მოხმარებული უკანონოდ.

კანაფი უძველესი დროიდანაა ცნობილი, როგორც სამკურნალო, საყოფაცხოვრებო და მსუბუქი თრობის პოპულარული საშუალება. მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკაში კანაფის მოწევა ძირითადად გავრცელებული იყო დაქირავებულ მექსიკელ მუშებს შორის. სწორედ მათგან იღებს სათავეს შემდგომში გავრცელებული სახელი მარიხუანა.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სხვადასხვა სახის მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკები მთელს მსოფლიოში იმდენად გავრცელდა, რომ 1925 წელს ჟენევაში დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით მარიხუანა ნარკოტიკულ ნივთიერებად შეირაცხა და აიკრძალა. ამ შეთანხმებას მხოლოდ ინდოეთმა და აზიის რამდენიმე ქვეყანამ არ მოაწერა ხელი.
კანაფი, კანაფის ექსტრაქტი და ნაყენი, კანაფის ზეთი და ფისი ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებების სიაშია შესული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებისთვის ერთადერთი დარჩენილი ადმინისტრაციული სასჯელი — 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს საკითხი — პიროვნების თავისუფალი განვითარების სფეროა. რაც შეეხება მარიხუანის მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ის საკონსტიტუციო სასამართლომ  2017 წლის 30 ნოემბერს გააუქმა. მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის შემთხვევაში კი  სასჯელი კვლავ მოქმედებს.

4.    Loprophora-ს გვარის კაქტუსის ყველა სახეობა
5.   Echinopsis-ის გვარის კაქტუსის ყველა სახეობა
Getty Images
ექინოპსისი ერთ-ერთი ყველაზე ადვილად მოსავლელი და ლამაზად მოყვავილე კაქტუსია. ის ევროპაში მე -18 საუკუნეში გამოჩნდა.მისი სახელი ლათინურად ნიშნავს – ზღარბის მსგავსს.
6.   Catha-ს გვარის მხოლოდ Catha edulis-ის სახეობის მცენარე
7.    მცენარე ეფედრა − Ephedra-ს გვარის ყველა სახეობა
Getty Images
ეფედრა (ცხენისმუხლა, ჯორისძუა) ჯუჯა ბუჩქი, ზოგჯერ  ლიანისებრ მცოცავი, იშვიათად კი პატარა ხეა. მისი  სიმაღლე 2 სმ-დან 5 მეტრამდე აღწევს. ეფედრას  40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიაში და ამერიკაში. კავკასიაში იზრდება 4 სახეობა, მათგან 2 საქართველოშიც გვხვდება.

ცხენისმუხლა გვალვაგამძლეა, იტანს ნიადაგის დამლაშებას. შეიცავს ალკალოიდ ეფედრინს. თავდაპირველად შხამიანია, მოყინვის შემდეგ კი თითქმის უვნებელია.

8.   Strophariaceae-ს ოჯახის ყველა გვარის სოკო
წყარო: sputnik-georgia.com