დარგებიმემცენარეობა

ოხრახუში – ჯანმრთელობის ელექსირი

თუ გინდათ, რომ ორგანიზმი გაიჯანსაღოთ ბუნებრივი საშუალებებით, აიმაღლოთ იმუნიტეტი, შეებრძოლოთ ართრიტს, მაღალ არტერიულ წნევასა და სხვა მრავალ დაავადებას, ეს მცენარე სწორედ თქვენთვის არის განკუთვნილი.
ოხრახუშში უნიკალურად არის შერწყმული ვიტამინები და მიკროელემენტები, გამოირჩევა შემადგენელი კომპონენტების ბიოლოგიური აქტივობით. ის ხელმისაწვდომის წელიწადის ნებისმიერ დროს, ინახება დიდხანს და არ კარგავს თავის უნიკალურ თვისებებს, გამოიყენება ფართოდ – ეს ყოველივე მას საოჯახო აფთიაქის შეუცვლელ შემადგენელ ნაწილად აქცევს.
ოხრახუში (Petroselinum) — ქოლგოსანთა ოჯახის მცენარის გვარი, ერთი ან ორწლოვანი ბალახია. მისი სამშობლოა ხმელთაშუაზღვისპირეთი. გავრცელებულია თითქმის ყველგან.

ოხრახუშის შემადგენლობა:

  • ოხრახუშის შემცველობაში ყველაზე მეტია ასკორბინის მჟავა – C–ვიტამინი. ის აძლიერებს გულსისხლძარღვებს, ნერვულ სისტემას, ენდოკრინილოგიურ ჯირკვლებს.
  • ფოლიუმის მჟავა – ვიტამინი B9, რომელიც აქტიურად მონაწილლეობს სისხლწარმოქმნის პროცესში; აწესრიგებს ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას; ადამიანის ნერვულ სისტემაში ქმნის აღგზნებისა და დამუხრუჭების პროცესების ბალანსს.
  • ნიკოტინის მჟავა – ვიტამინი PP – პასუხისმგებელია ჟანგვა–აღდგენით პროცესებზე, კუჭის წვენის პროდუცირებაზე.
  • ტოკოფეროლი – ვიტამინი E – არის მთავარი ანტიოქსიდანტი. გამოიყენება სიბერის პროფილაქტიკის, კაპილარების აღდგენისთვის.
  • ვიტამინი K – კოორდინირებს კალციუმის ცვლას, აწესრიგებს სისხლის შედედებას.
  • ვიტამინი B2 – რიბოფლავინი – პასუხისმგებელია ეპიდერმისისა და მხედველობის მდგომარეობაზე, ეხმარება ნერვული სისტემის ოპტიმალური ვარიანტის შენარჩუნებას.

ოხრახუშის ფესვებიცა და ფოთლებიც შეიცავს: ქლოროფილს, ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, უჯრედისს, შაქარს (გლუკოზა, საქაროზა, ფრუქტოზა), თუთიას, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, ფოსფორს, მანგანუმს, სელენსა და სხვა.  

ოხრახუშის ფოთლები სასარგებლოა:
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად;
  • ართრიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის;
  • ნივთიერებათა ცვლის პროცესის გაუმჯობესებისთვის;
  • სისხლძარღვების კედლების გამტკიცებისთვის;
  • ანტიოქსიდანტების გამომუშავებისთვის;
  • ჰემოლოგიური (სისხლის) დაავადებების პროფილაქტიკისთვის;
  • არტერიული წნევის შემცირებისთვის;
  • რესპირატორული და ალერგიული რინიტების პროფილაქტიკისთვის;
  • მომატებული მჟავიანობის რეგულირებისთვის;
  • შარდსასქესო სისტემის ანთებითი დაავადებების მკურნალობისთვის;
  • ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის;
  • პირის ღრუს სანაციისთვის;
  • პიელონეფრიტის მკურნალობისთვის;
  • სისხლში შაქრის დონის შემცირებისთვის (შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებებისთვის);
  • ორგანიზმიდან მარილებისა და ტოქსინების გამოდევნისთვის (არის შარდმდენი საშუალება);
  • მხედველობის გაუმჯობესებისთვის;
  • ქსოვილების რეგენერაციისთვის.
ოხრახუშის ფესვები სასარგებლოა: 
  • იმუნიტეტის ამაღლებისთვის;
  • ღვიძლისა და ნაღვლმდენი გზების მუშაობის კორექციისთვის;
  • პირის ღრუს დეზინფექციისთვის;
  • ორგანიზმიდან შლაკების, ტოქსინებისა და ზედმეტი სითხის გამოდევნისთვის;
  • შებერილობის პროფილაქტიკისთვის;
  • შარდ–სასქესო ტრაქტის მუშაობის ნორმალიზებისთვის;
  • შაქრიანი დიაბეტის დროს გლუკოზის დონის შემცირებისთვის
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობის ნორმალიზებისთვის;
  • რევმატიზმისა და ართრიტის მკურნალობისთვის;
  • გაცხიმოვნების კომპლექსური მკურნალობისას;
  • პიგმენტაციის ალაგმვის, თვალის უპეებში შესიებისა და ჩაშავების მოსაშორებლად

ოხრახუში ქალებს უწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, უუმჯობესებს მდგომარეობას კლიმაქსის პათოლოგიური მიმდინარეობისას, ახშობს ტკივილს მენსტრუაციის დროს; ხელს უწყობს ქალის სილამაზის შენარჩუნებას, რადგან ძალიან კარგად მოქმედებს კანზე; კარგია მეძუძური დედებისთვის, თუმცა, დიდი რაოდენობით არ შეიძლება.

მამაკაცებს უმაღლებს პოტენციას, უუმჯობესებს წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციას, ასევე შარდსასქესო სისტემის ჯანმრთელობას, გამოჰყავს ტოქსინები ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს.

ოხრახუშს იყენებენ კოსმეტოლოგიაშიც. სახლის პირობებში შეგიძლიათ დაამზადოთ მკვებავი ნიღაბი მშრალი სახის კანისა და ყელისთვის: ოხრახუშის დაქუცმაცებული ფოთლები შეურიეთ ცხიმიან არაჟანში ან იოგურტში. წაისვით სახესა და ყელზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ოხრახუშის ნახარშის მომზადება:

ორ სუფრის კოვზ ოხრახუშის დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ფესვებს (შეიძლება მხოლოდ ფესვებიც) დაასხით ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი. მიიღეთ დღეში ოთხჯერ 1-2 სუფრის კოვზი ჭამამდე 15 წუთით ადრე.

ოხრახუშის გამოყენებისას, მისი მაღალი ბიოლოგიური აქტივობის გათვალისწინებით, სიფრთხილე გმართებთ. უნდა გაითვალისწინოთ ამ მცენარის პირადი აუტანლობა, ეპილეფსია ანამნეზში, ასევე მწვავედ მიმდინარე ცისტიტი და ნეფრიტი. დიდი რაოდენობით ოხრახუშის მიღება შეიძლება ნეგატიურად აისახოს კალციუმის ცვლაზე ორგანიზმში.

ოხრახუშმა შეიძლება ზიანი მოგვაყენოს, თუ ის არასათანადო პირობებშია მოყვანილი და მისი მიღებისას დოზებს გადავაჭარბებთ.

  • სამკურნალო მიზნებისთვის უნდა გამოვიყენოთ ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად მოყვანილი მცენარე. გამოყენების წინ კარგად უნდა გავრეცხოთ;
  • დიდი რაოდენობით მიღება იწვევს პირღებინებას, თავბრუსხვევას, ჰალუცინაციებს.
  • ნეგატიურად მოქმედებს ოხრახუში მათზე, ვისაც თირკმელების ავადმყოფობა აწუხებს. ასევე შარდ–სასქესო ორგანოებში აქვს 5–6 მილიმეტრზე დიდი ზომის კენჭები.

წყარო: sputnik-georgia.com