ფუტკრის ზამთრობა

ქმნილება, რომელსაც თბილ თვეებში ძალიან ხანმოკლე სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, ცივ თვეებში რამდენჯერმე დიდხანს ცოცხლობს. ეს მუშა ფუტკრის შესაძლებლობების სასწაულია.

ზამთარში ფუტრების გადარჩენის ისტორია არის მთელი რიგი მზადებებისა და შეთანხმებული ძალისხმევის შედეგი სკაში, რომელიც გვიანი შემოდგომიდან ზამთრის დასასრულამდე გრძელდება. 

მუშა ფუტკრებს, რომლებსაც წლის თბილ პერიოდში უწევთ ცხოვრება, ძალიან რთული „ცხოვრება“ აქვთ. ისინი, დაბადებიდან ფრთის ბოლო მოქნევამდე, ფაქტობრივად, შეუსვენებლად შრომობენ. ეს კი  მათი პატარა სხეულებისთვის წარმოუდგენელი სტრესია.

ის, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა ზაფხულში, დაახლოებით 6 კვირა, სწორედ ამის შედეგია.

შედარებისთვის, მუშა ფუტკრებს, რომლებსაც ზამთარში  უწევთ ცხოვრება,  ერთი კონკრეტული მიზანი აქვთ– ზამთრის ცივ თვეებში გადაარჩინონ-შეინარჩუნონ დედა ფუტკარი, რომელიც გაზაფხულზე ისევ გააგრძელებს კვერცხდებას.

ზამთრის მუშა ფუტკარი ერთგვარი ხიდია შემოდგომისა და გაზაფხულის თაობებს შორის. დედა ფუტკრის  გამოზამთრებისთვის, მისი ჯილდო, სწორედ ისაა, რომ მას აქვს შანსი იცხოვროს უფრო დიდხანს – გვიანი შემოდგომიდნ გადაფხულამდე.

თვეები და არა რამედნიმე კვირა

საკვები მარაგები ზამთრისთვის

ჩვენ ვიცით, რომ ფუტკრების ცხოვრება ზაფხულში არც ისე სარისკოა, მაგრამ ზამთარში ყველაფერი ასე მარტივად როდია. ძალიან დაბალი ტემპერატურა და სხვა საფრთხეები, როგორიცაა ცუდი ამინდი და მშიერი მავნებლები ამას უბრალოდ შეუძლებელს ხდის.

სწორედ ამიტომ, ფუტკრები მოსალოდნელი ზამთრისთვის ძალიან დიდხანს ემზადებიან და იმარაგებენ საკვებ მარაგებს. ისინი მთლიანად ამაზე არიან დამოკიდებულნი, რადგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება, რომ მათ მკაცრი ზამთრის პერიოდი გადაიტანონ და გაზაფხულს მიაღწიონ სწორედ საკვები მარაგებია.

ზამთარში ოჯახის გადარჩენისთვის საკმარისი თაფლის რაოდენობა თვითონ ზამთრის სიმკაცრესა და ხანგრძლიბოვაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თბილ კლიმატებში დაახლოებით 15 კგ. თაფლის მარაგი საკმარისია ზამთრის გადასალახად, ხოლო, ჩრდილოეთში, უფრო ცივი კლიმატის პირობებში, შესაძლოა, ფუტკრებს გადარჩენისთვის 40 კგ. თაფლი დასჭირდეთ.

მამალი ფუტკრების გაძევება

ფუტკრის ოჯახი ზამთრისთვის ბევრი სხვადასხვა გზით ემზადება. მათი თაფლის მარაგები მკაცრად ხელშეუხებელი და დაცული რესურსია და ყველაფერი, რაც ამ რესურსის გაფლანგვას უწყობს ხელს, მათთვის უკვე რისკია.

მამალი ფუტკრები ერთ-ერთი ასეთი ფაქტორია.

მიუხედავად იმისა, რომ მამლები რეპროდუქციაში მკაფიო როლს ასრულებენ, გამოუსადეგარნი არიან სხვა საოჯახო საქმიანობაში. როცა საქმე ზამთარში საარსებო თაფლის მარაგების მოხმარებას ეხება, ისინი ოჯახისთვის ნეგატიური, გამოუსადეგარი არსებები ხდებიან, რომელთაც ეს საკვები ტყუილად უნდა მოიხმარონ.

მუშა ფუტკები ამას კარგად ხვდებიან და ზამთრის მოახლოვებასთანვე მამლებს სკებიდან აძევებენ. გამოძვებული მამლები შიმშილისგან ან სიცივისგან კვდებიან.

ეს სასტიკი, მაგრამ აუცილებელი პროცესია, იმისთვის რომ ფუკრებმა ოჯახის დაღუპვის რისკები მაქსიმალურად შემცირონ.

ბარტყი

იმავე ლოგიკით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ფუტკრების რაოდენობის ზრდა ოჯახისთვის არასასურველია. ამ პერიოდში, ბარტის არსებობა ითარგმნება, როგორც მეტი პირი, რომელიც უნდა გამოკვებო. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფუტკრის ოჯახი ბარტყის გამოზრდას ანელებს, მაგრამ საერთო ჯამში მიუთითებს იმ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ წლის ამ ამ პერიოდში ნაკლებად ან საერთოდ არ მოიპოვება ნექტარი და ყვავილის მტვერი.

საბოლოოდ, ზამთრისთვის მზადებისას ფუტკრის ოჯახში ბარტყის გამოზრდა ძალიან იკლებს და თითქმის ჩერდება.

მსუქანი ფუტკრები

ზამთარობა, ზაფხულის ცხოვრებისგან, მკვეთრად განსხვავებული გამოწვევაა და ფუტკრის ორგანზმიც სწორედ ამ გამოწვევების შესაბამისად იცვლება. ეს კარგად ჩანს ზამთრისთვის მზადების პროცესში, როცა ფუტკრის ოჯახი მსუქანი ფუტკრების თაობით იცვლება. მსუქანი ფუტკრები ზამთრის ფუტკრები არიან – ფუტკრები, რომლებსაც უფრო მარტივად შეუძლიათ ზამთრის ცივი თვეების გადატანა.

ძირითადი განსხვავებებია:

  • ნივთიერება სახელად ვიტელოგენინი ფუტკრებს ეხმარებათ მოიმარაგონ საკვები საკუთარ სხეულებში. ეს ნაკლებად საჭიროა ზაფხულში, როცა მათ გადაადგილება და საკვების მოხმარება თავისუფლად შეუძლიათ. მაგრამ ზამთარში ვეტელოგენინი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მსუქან ფუტკრებს ის უფრო მეტი აქვთ.
  • ჰორმონების დაბალი დონე
  • გადიდებული საკვების მომნელებელი ჯირკვლები
  • შაქრებისა და ცხიმების მაღალი დონე სისხლში

საერთო ჯამში ეს წარმოქმნის მსუქან ფუტკრებს, რომელთაც ზამთრობისას გადარჩენის მეტი შანსი აქვთ.

ფუტკრების შეკრული გუნდი

როცა მზადება მთავრდება და ცივი ზამთარი მოდის, უკვე დროა ფუტკრის ოჯახი გუნდად შეიკრას. გუნდი ფორმირებას იწყებს მაშინ, როცა გარე ტემპერატურა 15 გრადუსამდე დაეცემა.

ზამთარში ფუტკრების შეკრული გუნდის მიზანი მარტივია – ოჯახმა, ჯანმრთელ დედა ფუტკართან და საკმარის მუშა ფუტკრებთან ერთად, გაზაფხულს მიაღწიოს და ისევ შეძლოს მოღალე ფუტკრების გამოზრდა-გამრავლება და ახალი ციკლის დაწყება. აუცილებელი რესურსები, რაც მათ სჭირდებათ არის სითბო და საკვები.

სითბო

ზამთრობისას ჯანმთელი დედა ფუტკრის შენარჩუნებისა და სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი პროცესების წარმათვისთვის სითბო ძალიან მნიშვნლოვანი.

დედა ფუტკარი შეკრულ გუნდში რჩება. გუნდი არსებული ფუტკრები საფრენ კუნთებს არხევენ და სითბოს წარმოქმნიან. როცა ამას ათასობით ფუტკარი აკეთებს, საერთო ჯამში, ბუდეში საკმაო სითბო წარმოიშობა, რაც საკმარისია არამხოლოდ დედოფლის, არამდეგ გუნდის თითოელი წევრის გათბობისვის.

ზამთარში ფუტკრების შეკრულ გუნდში ბევრი საინტერესო რაღაც ხდება:

  • როცა ტემპერატურა დაახლოებით 15 გრადუსია, ფუტკრები მიმოფანტულები არიან სკაში
  • როცა ტემპერატურის მაჩვენებელი ამაზე დაბლა ჩამოვა, ფუტკრები დედოფლის ირგვლივ იწყებენ გუნდის ფორმირებას
  • გუნდის ცენტრში, სადაც დედოფალი იმყოფება, ფუტკრები 34 გრადუსს ინარჩუნებენ
  • ტემპერატურის მატებას ან კლებას, შესაბამისად, ფუტკრის გუნდის გაფართოება ან შეკუმშვა მოყვება.
  • გუნდში არსებული ფუტკრები გუნდის გარედან შიგნით და შიგნიდან გარე მიმართულებით მოძრაობენ, რათა გარე შრეზე მყოფი ფუტკრები დიდხანს არ აღმოჩნდნენ სიცივეში. ეს საშუელებას აძლებს ყველა მუშა ფუტკარს სითბოსკენ, გუნდის შიგნით გადაადგილდნენ
  • თუ ტემპერატურა 10 გრადუსს აცდება, ფუტკრები კუჭის დასაწმენდად გამოფრინდებიან ხოლმე, რაც სკის დასუფთავებას უწყობს ხელს.
საკვები

სითბო აუცილებელია, მაგრამ იმისთვის რომ ფუტკრებმა სითბო წარმოქმნან,  ენერგიის წყაროა საჭირო. საკვები მარაგების მთავარი  დანიშნულება სწორედ ესაა.

ფუტკრების შეკრული გუნდი, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, თანდათანობით ზემო მიმართულებით გადაადგილდება სკაში და გზადაგზა მოიხმარს მომარაგებულ საკვებს. თუ ტემპერატურა არც ისე დაბალია, ფუტკრის გუნდს შეუძლია „გადახტეს“ თაფლის ერთი საცავიდან(ჩარჩოდან) მეორეზე.

თუ ტემპერატურა ძალიან დაბალია, ფუტკრის გუნდმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს ახალ საკვებ მარაგებს სხვა ჩარჩოებზე, მიუხედავად დიდი რაოდენობით დაგროვებული საკვებისა, რაც ხშირად ოჯახის სამწუხარო დაღუპვას იწვევს.

საერთო ჯამში, ფუტკრების შეკრული გუნდი არის კოორდინირებისა და სოციალური თანაცხოვრების  კიდევ ერთ საუკეთესო მაგალითი, რის შედეგადაც ფუტკრებს შეუძლიათ,  გადალახონ ძალიან მკაცრი, ცივი ზამთარი, რისთვისაც ისინი მთელი თბილი დღეები ემზადებიან.

მომზადებულია perfectbee-ს დახმარებით,

ნური ლაკვეხელიანი,

წყარო: beekeeper.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *