აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობა

პომიდვრის ჩვეულებრივი და ნამყენი ჩითილები

პომიდვრის ჩვეულებრივი ჩითილის უპირატესობები და სარგებელი

ნაადრევი მოსავალი

 – პომიდვრის ჩითილი ადრეულ მოსავალს უზრუნველყოფს. ის ცოცხალი, მშრალი ნივთიერებებით მდიდარი, მსხვილი და ძლიერია, თან მოსავლიანობა უფრო მაღალია და ამასთანავე უფრო ხარისხიანი. მცენარის გაზრდისა და მისი ნიადაგში გადარგვის პერიოდი, კი 30-50 დღით ჩქარდება.

დროის ეკონომია

– სანამ ფერმერი ერთი სახეობის ბოსტნეულისგან აიღებს მოსავალს, შეუძლია შუკვეთოს ჩითილები და მოსავლის აღების შემდეგ იგივე ნიადაგზე მოიყვანოს სხვა სახეობის ბოსტნეული (მაგ. სალათის ფოთოლი, პომიდვრის მოსავლის მიღების შემდეგ) ამგვარად, მიწის გამოყენება მაქსიმუმს აღწევს.

მიწის ფართობის ეკონომია

მიწის ფართობის ათვისება ხდება100%-ით. ფერმერი დაზღვეულია გამოტოვებული ადგილებისგან;

 თესლის ეკონომია

დღეისათვის ჰიბრიდული თესლი ძვირია, ფერმერი მისი მოგების მინიმუმ მინიმუმ 3-4%-ს თესლის შეძენაზე ხარჯავს, ხოლო ჩითილის გამოყენებით მას აქვს ის უპირატესობა, რომ მიიღოს მოსავლის გარანტირებულად მაქსიმალური რაოდენობა. იმ შემთხვევაშიც, თუ თესლი არ არის მიზანშეწონილი გამოსაყენებლად კონკრეტულ ტერიტორიაზე, მზა ჩითილს ამ შემთხვევაშიც არ ექნება რეაქცია;

 

 

 

 

 

ენერგიის ეკონომია

დაახლოებით 25 გრადუსი სითბო არის საჭირო, რომ ფერმერმა ჩითილი გამოიყვანოს სახლის პირობებში, ხოლო ჩვენი მეურნეობის შემთხვევაში ენერგია მაქსიმალურად ეკონომიურად მოიხმარება, რადგან ერთ დიდ სივრცეში ხდება მრავალი სახეობის ჩითილის მოყვანა – შესაბამისად იზოგება ენერგო რესურსების გამოყენება;

ვატარებთ ღონისძიებებს მეტი პროდუქტიულობისთვისვირუსისადმი მედგრობა, დაგრუნტვა, ტემპერატურული შოკი, გასხვლა, დამატებითი განათება უკეთესი ფოტოსინთეზისთვის. ამ ღონისძიებების ჩატარება არაპრაქტიკული და არაეკონომიურია სახლის პირობებში ფერმერთა მიერ.

ასეთ ჩითილს, ზრდის პერიოდში, არასასურველი ამინდის პირობებზე რეაქცია არ აქვს.

პომიდვრის ნამყენი ჩითილი
პომიდვრის ნამყენი ჩითილის უპირატესობები და სარგებელი

ამყენი პომიდვრის ჩითილს (დამოკიდებულია საძირეზე), უმეტეს შემთხვევაში იმუნიტეტი აქვს შემდეგ ნიადაგის დაავადებებზე:

      V: ვერტიცილიუმი.

      N: ნემატოდები (თუ მიწის ტემპერატურა 28 გრადუსზე მეტია, მდგრადობა მცირდება).

      P(k): ფესვის სიდამპლე.

      F: ფუზარიოზი.

      Fr: ფუზარიოზული ფესვთა ლპობა.

ზამთრის სეზონზე, როდესაც მიწა ცივია და მოსავალს არ იძლევა, ნამყენი პომიდვრის ჩითილი ადვილად ეგუება ამ პირობებს და მოსავლიანობაც გარანტირებულია.

ნამყენი ჩითილი გამძლეა, ჩვეულებრივი პომიდვრის ჩითილთან შედარებით მეტ მოსავალს იძლევა და ამასთანავე მოსავლიანობის პერიოდიც ხანგრძლივდება.

ნაყოფის ზომა ბევრად დიდია.

მიწის დაავადებების მიმართ მდგრადია და უმეტეს შემთხვევაში წამალი არ სჭირდება, რაც ნაყოფს ორგანულს ხდის და ექსპორტზე გატანაც შესაძლებელი იქნება.

ორგანული ბოსტნეულისა თუ ხილის მოსაყვანად, მათი დამყნობილი ჩითილებიდან გაზრდა საუკეთესო ვარიანტია. დაახლოებით 50%-ით ნაკლები ჩითილი არის საჭირო.

ჩვეულებრივ ჩითილთან შედარებით 7-15 დღით გვიან გაძლევს მოსავალს.

მცენარის ზრდის პროცესში პომიდვრის საბჯენებით, ჯოხებით დაჭერა, დამაგრება აუცილებელია, რაც შეიძლება მალე, სხვა შემთხვევაში ჩითილები დაიხრება და მიწას შეეხება.

ნატო კაკაკაბაძე, სმმ დოქტორი