რა პრობლემები არსებობს ღვინის ბოთლში გადატანის დროს და რატომაა მნიშვნელოვანი მეღვინის ცოდნის ამაღლება

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ გვაქვს მეღვინებისათვის საუკეთესო კლიმატური გარემო. საქართველო ცნობილია როგორც მსოფლიო ღვინის სამშობლოდ. სასიხარულოა, რომ უკვე ამ აზრისკენ იხრება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება…ფაქტი კი ისაა, რომ ღვინო იქმნება ვენახში, ხოლო მარანში ხდება მხოლოდ ყურძენში ჩადებული პოტენციალის გამოვლენა. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მევენახე და მეღვინე ერთი ადამიანი იყოს, ის უნდა იაზრებდეს რა შედეგი ექნება ვენახში ჩატარებულ სამუშაოებს. საბოლოო მიზანია ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინის დაყენება.

ერთი რამ ცხადია – შეუძლებელია დაბალი ხარისხის ყურძნისგან ხარისხოვანი ღვინის დამზადება. ამიტომაც, მეტად მნიშვნელოვანია რთველის დრო ვიცოდეთ წინასწარ და არ დავუშვათ შეცდომა ამ კუთხით. ხშირად ხდება ისე, რომ ერთი კვირით ადრე ან მოგვიანებით, რთველის მოკრეფა მთელ სამუშაოს წყალში ჩაყრის. თანამედროვე ტექნიკა საქართველოში რთველის ჩატარებისას ნაკლებად გამოიყენება.

როგორც იცით, არსებობს ყურძნის საკრეფი კომბაინები, თუმცა საქართველში ყურძნის თითქმის 100% როგორც უწინ, კვლავ ხელით იკრიფება. რთველის პროცესში, სამწუხაროდ, ხშირად არსებობს ლაფსუსები, მაგალითად, დაჟანგებული რკინის ტარით ყურძნის გადაზიდვა ან პარკებით ყურძნის თბილისში წამოღება, ეს იწვევს ყურძნის დაზიანებას, წვენი იჟანგება და მასში მიკრობები მრავლდებიან. დაზიანებული ყურძნით ღვინო მაინც გამოვა და შეიძლება მეღვინებაში ნაკლებად ჩახედული მომხმარებელი ვერ მიხვდეს, თუმცა ასეთი ღვინო არასოდეს უნდა ჩავთვალოდ სერიოზულად.

ღვინის დაყენების რთულ და საინტერესო პროცესში ნაკლებად ჩახედულმა ადამიანებმაც კი იციან, რომ  მეღვინეობაში არსებობს ბევრი განსხვავებული ხერხი და მეთოდი. ღვინის დაყენების ქართულ ტექნოლოგიებში უძველესი ხანიდან მოყოლებული არსებობდა განსხვავებული მახასიათებლების მქონე ღვინოები, გვაქვს ღვინის დაყენების ძალიან ძველი მეთოდები და ამ ტექნოლოგიების პოპულარობა იზდება. კლასიკური მეღვინეობის ტექნოლოგიის მიხედვით, წითელი ღვინის დაყენების ხერხი ჭაჭაზე დუღილს, თეთრი ღვინისას კი უმეტესად ჭაჭის გარეშე, მარტო გაწმენდილი ტკბილის დუღილს გულისხმობს. თუმცა საქართველოში, თუნდაც კახეთში, არის შემთხვევები, როდესაც როგორც თეთრი, ისე წითელი ღვინო ჭაჭაზე დუღილის მეთოდით ხორციელდება.

მიუხედავად ტექნიკური საშუალებების დახვეწისა, ფაქტია,რომ ღვინის ბოთლში ჩასხმისა და დავარგების ტექნოლოგია მრავალეტაპიანი და რთული საქმეა. ბოლო დროს ჩვენთან შეინიშნება კარგი ტენდენცია, მთელი მოსახლეობა ფაქტობრივად მეღვინე გახდა. ბევრი ოჯახური საწარმო ახდენს ღვინის გაყიდვას.

ჩვენ გვაქვს მეღვინეობის ტრადიციები, თუმცა სამწუხაროდ, ადამიანებში არ არსებობს სათანადო ცოდნა, თუ როგორ მოვაქციოთ ღვინო ბოთლში ისე, როგორც ეს საჭიროა. განსაკურებით ეს პრობლემა ეხება მოყვარულ მეღვინეებს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანს აქვს კარგი ღვინო სახლისთვის, თუმცა ღვინის შენახვა მარანში და ბოთლში სულ სხვადასხვანაირად ხდება. ღვინის მაღაზიებსა და ბარებში, სამწუხაროდ ხშირად ვხდებით გაფუჭებულ და დაძმარებულ ღვინოს. ყველა თანხმდება, რომ ამ კუთხით ცოდნის ამაღლება აუცილებელია.

წყარო: allwine.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *