რატომ არ შეიძლება ე.წ. ჰიბრიდული ყურძნისგან ღვინის დაყენება

ღვინით დაინტერესებყული ადამიანები ხშირად კითხულობენ, თუ რატომ არაა რეკომენდებული ე.წ. ჰიბრიდული ყურძნისგან ღვინის დაყენება და რატომ არის ასეთი ტიპის ყურძნისგან დაყენებული ღვინის გაყიდვა აკრძალული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

პირველ ყოვლისა უნდა ვთქვათ ის, რომ სასარგებლო თვისებები პრაქტიკულად  არ გააჩნია ყურძნის გავრცელებულ ჰიბრიდულ ჯიშებს: იზაბელას, დირბულას, ვაქირულას   და ნოას (თეთრ იზაბელას) და სხვა… ამ ჯიშის ყურძნის დუღილის პროცესში წარმოიქმნება არა მარტო ეთილის სპირტი, არამედ მეთილის სპირტიც (ხის სპირტი) დიდი რაოდენობით, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის ძლიერ ტოქსიკურია.

მეთილის სპირტის მაღალი შემცველობის გამო, იზაბელას ყურძნიდან ღვინის წარმოება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში აკრძალულია. მეთილის სპირტი აზიანებს ღვიძლს, თირკმლებს, მხედველობით ნერვს და სხვა ორგანოებს. მეთილის სპირტი წარმოიქმნება დუღილის დროს (ყურძენი საშიში არ არის), რომელიც საჭმლის მონელების დროს გარდაიქმნება კიდევ უფრო ძლიერ შხამად – ფორმალდეჰიდად (ჭიანჭველას ალდეჰიდი).

 მეთანოლით მოწამლვა წარმოადგენს გაფანტული სკლეროზის იმიტაციას. იზაბელას ნაყოფის წვენს ახასიათებს ძლიერად გამოხატული ანტიბაქტერიული (ფიტონციდური თვისება). ანალოგიურად, შხამად შეიძლება გარდაიქმნას უალკოჰოლო სასმელებში ფართოდ გამოყენებული შაქრის შემცვლელი ასპარტამი, რადგან 30 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებით იგი გარდაიქმნება მეთილის სპირტად და ჭიანჭველას ალდეჰიდად.
წყარო: allwine.ge

One thought on “რატომ არ შეიძლება ე.წ. ჰიბრიდული ყურძნისგან ღვინის დაყენება

  • 04/06/2018 at 10:27
    Permalink

    თქვე კაი ხალხო ჰიბრიდს რომ წერთ ზემოთ ხსენებყლი ყურის ჯიშია თუ სახეობის დამისახელეთ მათი ჰიბრიდიზაციის პროცესში რომელმა ჯიებმა მიიღეს მონაწილეობა თუ ვერ დამისახელებთ მაშინ კეთილი ინებეთ და ჰიბრიდს ნუ უწოდებთ ამ ყურძნის ჯიშებს!

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *