რჩევები _როგორ განვავითაროთ სელექციური ტიპის ინტენსიური (ნახევრადინტენსიური) კაკლის ბაღი

 კაკლის ინტენსიური ბაღის გაშენების მნიშვნელოვანი ეტაპები:
  • ნიადაგის შერევა – მიკროკლიმატის დარაიონება;
  • ნიადაგს აგრიქიმიური ანალიზი;
  • ნიადაგის გაკულტურება (ნიადაგის შემადგენელი კომპონენტების დაკომპენსირება) – ხვნა, ჯვარედინი დადისკვა, დაფარცხვა;
  • ორმოების მომზადება;
  • ორგანული სასუქის მარაგის შექმნა;
  • დარგვა;

აღნიშნული ღონისძიეების არათანმიმდევრული, არაჯეროვანი შესრულება იწვევს ინტენსიური ბაღის პერპექტივის დაკნინებას.

ღონისძიებები, რომელიც უნდა გატარდეს ინტენსიური ბაღის გაშენების შემდგომ:
  • აპრილის პირველი დეკადა – მცენარის დამცავი შრის შექმნა, ძირითადად გამოიყენება ბორდოს 1%-იანი ხსნარის შესხურება;
  • აპრილის მეორე დეკადა – სპილენძის შემცველი პრეპარატით მცეარის დამუშავება;
  • მაისის პირველი დეკადა – საკვები არის გამდიდრება ორგანული და მინერალური სასუქით (გადამწვარი ნაკელი, წუნწუხი, კომბინირებული სასუქი NPK და სხვა);
  • ივნისის პიველი დეკადა – ტკიპების, ნაყოფჭამიების, ბუგრის, ჭრაქის საწინააღმდეგო ხსნარით მცენარის დამუშავება, მეტწილად დასავლეთ საქართველოში;
  • მაისის მეორე დეკადა – ამონიუმის გვარჯილის გამოყენება ჯერადობით 30-30 გრამი ყოველ მე-10 დღეს, სულ 4-ჯერ;
  • ივნისის მეორე დეკადიდან მორწვა ინტენსივობით 5-6 დღე (15-18 ლ. წყალი);
  • ივლისი-აგვისტო – მორწვა და ინტენსივობის შენარჩუნება (თხევადი სასუქის გამოყენება 7-24 დღის ლოდინის პერიოდით);
  • სექტემბრის პირველი დეკადა 1 წლიან ნარგავებში – ოგანული სასუქის შეტანა და მცენარის გადაყვანა ნასვენობის პერიოდში – საზამთროდ მომზადება; მსხმოიარე ბაღებში კი, სექმებრის პირველ კვირაში გამოიყენება ფოსფორორგანული სასუქი სიმწიფის ფაზის სწორი წარმართვისთის.
  • ნოემბერი – მეორე დეკადა  – ვარჯის გასხვლა-ფორმირება

თომა ხალვაში,

აგრო საკონსულტაციო ცენტრი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *